ზოგადად ადამიანს 20-დან 20 000 ჰერცამდე სიხშირის ბგერის აღქმა შეუძლია, თუმცა სმენის უნარი ასაკთან ერთად თანდათანობით ქვეითდება.
20 წლამდე ახალგაზრდების უმეტესობას მაქსიმუმ 19-20 ათას ჰერცამდე ბგერის აღქმა შეუძლია, 30 წლის ასაკისთვის ეს რიცხვი 16 000 ჰერცამდე მცირდება, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს კი 12-13 ათას ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერითი ტალღების აღქმაც უჭირთ. ხოლო თუ თქვენი ყური 8 ათას ჰერცზე მაღალი სიხშირის ბგერებს ვერ აღიქვამს, ეს სმენადაქვეითებულობაზე მიანიშნებს.
დაჯექით ჩუმ გარემოში, მოირგეთ ყურსასმენები და ჩართეთ ვიდეო. აქ ბგერის სიხშირე თანდათანობით იზრდება. პირველად ბგერას 20-100 ჰერცის ფარგლებში გაიგონებთ, ხოლო 12 000-სა - 20 000 ჰერცს შორის გარკვეულ სიხშირეზე თქვენი ყური ბგერის აღქმას ისევ შეწყვეტს. რაც უფრო მაღალი სიხშირის ბგერას გასწვდება თქვენი ყური, მით უკეთესი სმენა გაქვთ.
მოუსმინეთ და შეამოწმეთ, რამდენად კარგი სმენა გაქვთ
08.09.2018
კომენტარები (0)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა

რეკომენდებული ექიმები