ყელი, ყური, ცხვირი

ანგინის მკურნალობა და პროფილაქტიკა

ანგინის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ანგინა ცხელებით, ინტოქსიკაციითა და ნუშურა ჯირკვლების გამოხატული ანთებით მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადებაა. ანგინის, ანუ ტონზილიტის გამომწვევი 80-90% შემთხვევაში ბეტა-ჰემოლიზური А ჯგუფის სტრეპტოკოკია.

ანგინის სხვა სავარაუდო გამომწვევი – სტაფილოკოკია. ზოგჯერ ანგინის განვითარებაში აღინიშნება მიქს-ინფექცია, ე.წ. შერეული ინფექცია – გამოწვეული სტრეპტოკოკებითა და სტაფილოკოკებით, რაც მნიშვნელოვნად ართულებს მკურნალობას.

ანგინის გამომწევევი სხვა მიკროორგანიზმებიც შეიძლება იყოს.


ანგინის განვითარების მიზეზები

ინფექციის წყარო მხოლოდ ადამიანია, ძირითადად კი ანგინით, ქუნთრუშით, სტრეპტოკოკებით გამოწვეული მწვავე რესპირატორული დაავადებით მოავადე პირი. დასნებოვნება, უმთავრესად, ჰაერწვეთოვანი გზით ხდება და ზ
ამთარში და შემოდგომით აღინიშნება.


რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?

დაავადების გამომწვევი ხვდება ნუშურებში და იწყებს გამრავლებას. ამასთან ბაქტერიები გამოყოფენ ტოქსინს, რაც აზიანებს ქსოვილებს. ტოქსინების ნაწილი ხვდება სისხლში და მთელ ორგანიზმს მოივლის, ეს კი ზოგად ინტოქსიკაციას – მაღალ ტემპერატურას, შემცივნებას და სხვა მოვლენებს იწვევს. მკურნალობის გარეშე დატოვებული ანგინის დროს დაავადების მთელი მიმდინარეობისას
სტრეპტოკოკური ცილა იწოვება და გულის, თირკმელების, რევმატიზმისა და სხვა მძიმე დაავადებების განვითარების წინაპირობას ქმნის.

ნუშურების ადგილობრივი ანთება შეიძლება სხვადასხვა ხარისხით იყოს გამოხატული. ყველაზე მსუბუქს კატარულს უწოდებენ, შემდეგ მოდის ჩირქოვანი ფორმა, ის იყოფა ფოლიკულურად – როდესაც ნუშურებზე ჩანს ჩირქით სავსე ბუშტუკები და ლაკუნურად – ამ დროს ჩირქით ლაკუნებია სავსე.

ძალიან მძიმე ფორმას (სტაფილოკოკებით გამოწვეული) ახლავს ქსოვილების გამოხატული ნეკროზი.

გადატანილი ანგინა იმუნიტეტს არ ტოვებს. 8 თვის ასაკამდე ბავშვები ანგინით პრაქტიკულად არ ავადდებიან, რამდენადაც ნუშურები მათ ჯერ არ აქვთ განვითარებული.


როგორ მიმდინარეობს ანგინა?

ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 10-12 საათია. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურა იწევს 38-39°ჩ-მდე, აღინიშნება შემცივნება, თავის ტკივილი, ზოგჯერ ღებინება და ყელის ტკი­ვილი.

კატარული ანგინისას ჩირქი არ არის, აღინიშნება მხოლოდ ნუშურების შეშუპება. ტემპერატურა და ინტოქსიკაციის მოვლენები მსუბუქადაა გამოხატული.

ფოლიკულური ფორმის დროს შეშუპებული ნუშურების ზედაპირზე ჩანს მცირე ზომის თეთრი წერტილები – ჩირქით სავსე ფოლიკულები (ბუშტუკები).

ლაკუნური ფორმის დროს ჩირქი გროვდება ლაკუნებში და ზოგჯერ ფარავს მთელ ზედაპირს. აღსანიშნავია, რომ ხშირად დაავადება კატარული ფორმით იწყება და გადადის ფოლიკულურში, როდესაც ჩირქიანი ბუშტუკები სკდება, ის გადადის ლაკუნურ ანგინაში.

ხშირად აღინიშნება სახის შეწითლება, ლიმფური კვანძების გადიდება, ყლაპვისას ყელის ტკივილი.

დროული მკურნალობის გარეშე ვითარდება ნეკროზული ანგინა. მაღალი ტემპერატურის ფონზე (40°ჩ) ნუშურებზე ჩანს ჭუჭყიანი – რუხი ფერის ნადებით დაფარული წყლულები. არასწორი მკურნალობისას ვითარდება გართულებები (ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი პერიტონზილური აბსცესი, ჰაიმორიტი, ოტიტი, ჩირქოვანი მენინგიტი). აღინიშნება ასევე გულის დაზიანება (მიოკარდიტი), თირკმელების დაზიანება, შეიძლება განვითარდეს რევმატიზმი.


ანგინის მკურნალობა

საჭიროა წოლითი რეჟიმი, სითხის მიცემა, საკვები უნდა იყოს ნახევრად თხევადი, სასურველია ბავშვისთვის საყვარელი საჭმელი.

ანგინის მკურნალობის მთავარი ელემენტი ანტიბიოტიკია. მის გარეშე ადეკვატური მკურნალობა შეუძლებელია, მოსალოდნელი გართულებების ალბათობა კი დიდია. ანტიბიოტიკი უნდა შეარჩიოს მხოლოდ ექიმმა. სხვა პრეპარატებიდან ნიშნავენ სიცხის დამწევს.


ანგინის პროფ ილაქტიკა

თუკი ოჯახში ანგინით დაავადებულია, ოჯახის სხვა წევრებიც შეიძლება დაავადდნენ, რადგან დაავადება გადამდებია და გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით. ამიტომ საჭიროა მოერიდოთ დაავადებულს, ხელები ხშირად დაიბანოთ, გაანიავოთ ოთახი და იხმაროთ ნიღაბი.
რეკომენდებული პროდუქტები
მხედველობის ხელშეწყობისთვის-60აბი
ფასი: 44.9
ამცირებს ქოლესტერინის და ცხიმის დონეს-50მლ
ფასი: 26.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
მსგავსი სიახლეები
ზაფხულის ცხელ დღეებში ინტოქსიკაციის (მოწამვლის) შემთხვევები, ჩვეულებრივ, მატულობს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს:
16-08-2019
თბი­ლის­ში, ვარ­კე­თი­ლის და­სახ­ლე­ბა­ში სავარადოდ ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის შე­დე­გად ორი ადამიანი
21-01-2019
გორში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, ორი კი მძიმე ინტოქსიკაციით გორის
17-12-2018