მწეველებს სმენის დაკარგვა ემუქრებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწეველებს სმენის დაკარგვა ემუქრებათ

რამდენიმე პრინციპული საკითხის გარკვევა უნდოდათ, კერძოდ, როგორ გავლენას ახდენს თამბაქოს მოხმარების ინტენსივობა და სტაჟი სმენის დაკარგვის რისკზე და იკლებს თუ არა ეს საფრთხე მავნე ჩვევის მიტოვების შემთხვევაში.

ამ კითხვებზე პასუხებისათვის გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის იაპონიის ნაციონალური ცენტრის მეცნიერებმა 20-64 წლის ასაკის 50 ათასი მოხალისის მონაცემები გააანალიზეს. ისინი შეისწავლიდნენ საკვლევი პირების როგორც სმენას (აუდიოგრამის მონაცემებს), ასევე ანამნეზს (თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებულს).

ცალკ-ცალკე აანალიზებდნენ თითოეულ ფაქტორს:

1. ნიკოტინის მოხმარების საერთო სტაჟს

2. დღეში მოწეული ღერების რაოდენობას

3. ეწევა თუ არა ამჟამად საკვლევი პირი, თუ მიატოვა მავნე ჩვევა და როდის?

აღმოჩნდა, რომ აქტიურ მწეველებს სმენის დაკარგვის რისკი 1,5-ჯერ უფრო მომატებული აქვთ იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც არასოდეს მოუწევიათ. ამასთან, ეს რისკი განსაკუთრებულად მაღალი იყო იმ მწეველებთან, რომლებიც დღეში მაქსიმალური რაოდენობის ღერებს ეწეოდნენ. რაც მთავარია, საფრთხე მნიშვნელოვნად იკლებდა მოწევაზე უარის თქმის შემდეგ 5 წლის განმავლობაში.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, "ეს მონაცემები სავსებით საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ მოწევა სმენის დაკარგვის ერთმნიშვნელოვანი ფაქტორია, შესაბამისად, მწეველებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, სამუდამოდ მიატოვონ ეს მავნე ჩვევა!".

თინათინ გოცაძე