ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ყელი, ყური, ცხვირი

ჩვენს მკითხველთა უმრავლესობას ალბათ არაერთხელ გაუგონია სიტყვები "ჰაიმორიტი" და "ფრონტიტი". იციან ისიც, რომ ამ დაავადებებს ადამიანისთვის მრავალი უსიამოვნების მოტანა შეუძლია. მაინც რას გულისხმობს ეს სამედიცინო ტერმინები, რა იწვევს ამ პათოლოგიებს? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში, ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ლიკა ლომიძე. - ჰაიმორიტი და ფრონტიტი ცხვირის დანამატი წიაღების ინფექციურ-ანთებითი დაავადებებია. სინუსიტი ამ დაავადებების საერთო სახელწოდება გახლავთ. განასხვავებენ სინუსიტის ორ ტიპს:
მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურის პათოლოგია, რომელიც იწვევს თავბრუხვევის - ოთახისა და საგნების ტრიალის შეგრძნების - შეტევებს, სმენის გარდამავალ დაკარგვას, ყურების შუილს, ზოგჯერ - დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებას. მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.
ჩვილს ყოველდღე სჭირდება ყურის, ცხვირის, პირის ღრუს, ფრჩხილების, თმის, კანის გასუფთავება. სწორად ატარებთ თუ არა ამ პროცედურებს? რა შეიძლება მოჰყვეს პროცედურების არასწორად ჩატარებას? გვესაუბრება ოტოლარინგოლოგი ლალი კიტოვანი. - რა შეიძლება მოხდეს, თუ ყურის გაწმენდის პროცედურა არასწორად ჩავატარეთ?- ჩვილს გარეთა სასმენი მილი ძალიან ფრთხილად უნდა გავუსუფთაოთ, რომ უნებლიეთ არ დავუზიანოთ. შუა ყურის ანთება, ოტიტი, ასიდან 60 შემთხვევაში ბავშვს პირველად წლამდე ასაკში ემართება. ის უმეტესად გადატანილ ვირუსულ ინფექციას უკავშირება, მაგრამ მისი პროვოცირება ასევე შეიძლება მოახდინოს ყურების გაწმენდის დროს მიღებულმა ტრავმამ.
მყავს 5 წლის შვილი. ზამთარ-ზაფხულ ხშირად ცივდება, ეწყება სურდო, 7-10 დღე აქვს სქელი გამონადენი ცხვირიდან. თან ერთვის ტემპერატურა. იგივე ემართება ქარიან ამინდშიც. ვის მივმართოთ და რას გვირჩევთ? მცირე ასაკის ბავშვებს ცხვირის დანამატი წიაღები ჩამოუყალიბებელი აქვთ. 3-5 წლისთვის ამ წიაღების ჩამოყალიბება თითქმის სრულდება და გაციებისას ცხვირიდან დენას იწყებს სქელი, მწებავი მოყვითალო-მომწვანო ფერის, არცთუ იშვიათად დამახასიათებელსუნიანი გამონადენი, რასაც თან ერთვის ტემპერატურული რეაქციაც. ეს სიმპტომები ზედა ყბის დანამატი ღრუს ანთებაზე, ჰაიმორიტზე მიგვანიშნებს. ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების მესამედი ჰაიმორიტის წილად მოდის.
ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებებს მოსახლეობა რატომღაც ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს და მაინცდამაინც არც აქცევს ყურადღებას. არადა ამ სისტემაში ბევრი რამ ერთმანეთთან ძალზე მჭიდრო კავშირშია; დაავადებულმა ყელმა შესაძლოა მძიმე გართულებებს მისცეს დასაბამი, მაგალითად, სმენასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს... ყურის ანთება რომ არ გართულდესოტიტი ანუ ყურის ანთება გაციებით გამოწვეული სხვადასხვა ხასიათის არანამკურნალები დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს  რინიტმა - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებამ, ხახის ანთებამ, ტონზილიტმა - ნუშურების ანთებამ და ყელ-ყურ-ცხვირის ნებისმიერმა სხვა დაავადებამ.
მიკროსკოპული სოკოებით გამოწვეული დაავადებები, მიკოზები, თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიკოზურმა ინფექციებმა ინფექციურ პათოლოგიათა ჯგუფში გამორჩეული ადგილი დაიკავა, ხოლო ერთ-ერთი გამომწვევი ჩანდიდა ალბიცანს მიკოზების ხუთეულში ლიდერობს. ადამიანის ყველა ძირითადი მიკოზი თავ-თავისი გამომწვევითურთ XIX-XX საუკუნეებში დაწვრილებით იქნა აღწერილი. ცნობილ მეცნიერთა - ვირხოვის, გრუბის, რემარკის, შენლეინის, შემდგომ კი საბუროს სახელები მჭიდროდ არის დაკავშირებული სამედიცინო მიკოლოგიის განვითარებასა და, საზოგადოდ, ისტორიასთან. ანტიბიოტიკების ფართო გამოყენების გამო XX საუკუნის მეორე ნახევარში მიკოზებით ავადობამ განსაკუთრებით იმატა. დღეს ზრდასრული მოსახლეობის 10-20% მიკოზებით არის დაავადებული.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად