ყელი, ყური, ცხვირი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ყელი, ყური, ცხვირი

ყურადღებიან დედას არ გამოეპარება, რომ მის შვილს პირღიას სძინავს და ხვრინავს. რისი ბრალია ეს, როგორ უნდა მოვიქცეთ? გვესაუბრება ოტორინოლარინგოლოგი ლალი კიტოვანი. - ხვრინვა, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ბავშვებში არ არის იშვიათი მოვლენა. მას ვხვდებით სურდოს, გაციების დროს და, ამდენად, ყველა როდი აქცევს სათანადო ყურადღებას. მაგრამ თუ პატარა ხშირად ცივდება და ხშირად აქვს გამონადენი ცხვირიდან, ნესტოების გარშემო კანი უწითლდება და ექერცლება, პირღია სუნთქავს არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც, ხმა ისეთი აქვს, თითქოს დუდღუნებს - გამოცდილი ექიმი მიხვდება, რომ საქმე აქვს ადენოიდებთან და საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია.
არსებობს დაავადებები, რომლებიც მთელი წელი არ გვანებებს თავს. ერთ-ერთი მათგანია ქრონიკული რინიტი - ქრონიკული სურდო. გარდა გაციებისა, სურდოს პროვოცირება შეუძლია მწვავე ვირუსულ ინფექციას, მტვრითა და გამონაბოლქვი აირებით ძლიერ დაბინძურებულ ჰაერს. ქრონიკული სურდო განსაკუთრებით დიდი ქალაქების მოსახლეობას ემტერება და დღითი დღე ხშირდება. დაავადების მიზეზებსა და სიმპტომებზე ექიმი ნელი მაისურაძე გვესაუბრება. - სურდოს მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის დასუსტებაა. სუსტი იმუნიტეტის მქონე ორგანიზმს იოლად ერევიან ვირუსები და ბაქტერიები. სურდოს განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის გადაცივებაც. რინიტის ხელშემწყობი ფაქტორებია აგრეთვე მტვერი, კვამლი და მავნე ნივთიერებები, რომლებთანაც ადამიანს პროფესიული საქმიანობის დროს უწევს კონტაქტი.
ცხოვრების დონის ზრდა, არაადამიანურად დაძაბული რიტმი, ტექნიკის განვითარება ახალი დაავადებებისა და სინდრომების მიზეზი ხდება. მაგალითად, ხმაური ყურებში - ტინიტუსი - მხოლოდ განვითარებული ქვეყნების მოსახლეობას აწუხებს. განვითარებად (მაგალითად, აფრიკის) ქვეყნებში მას ვერსად შეხვდებით. გვესაუბრება აუდიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი. - ყურის რომელ დაავადებებს ახლავს თან ყურებში ხმაური? - ყურებში ხმაურმა სასმენი ორგანოს ნებისმიერი დაავადების დროს შეიძლება იჩინოს თავი. ტინიტუსის მიზეზად შეიძლება იქცეს:
ადამიანის ორგანიზმის ვესტიბულური აპარატის ნორმალური, დაბალანსებული ფუნქციობა აუცილებელია, რათა სხეულმა ვერტიკალური მდგომარეობა შეინარჩუნოს და სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა - ფიქსირებული, სათანადოდ წარიმართოს სივრცობრივი ორიენტაციის ფორმირება. აქედან გამომდინარე, ვესტიბულური აპარატის ნებისმიერ დარღვევას აღნიშნული ფუნქციების დარღვევა მოსდევს. ვესტიბულური ანალიზატორის ამა თუ იმ ნაწილში მომხდარი დარღვევის დროს წარმოიშობა სპეციფიკური სიმპტომები, რომელთა ანალიზიც საშუალებას აძლევს ოტორინოლარინგოლოგს (ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს), დაადგინოს დაავადების ლოკალიზაცია - შიდა ყურის რეცეპტორებიდან დაწყებული, დამთავრებული თავის ტვინის ქერქით.
სმენის სიმახვილის დაქვეითებას ჰიპაკუზია ეწოდება, სრულ სიყრუეს - ანაკუზია. სმენის დაქვეითების დროს შესაძლოა ცალ-ცალკე დაქვეითდეს როგორც მაღალი, ასევე დაბალი სიხშირის ბგერების აღქმა. სწორედ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე, სმენის დაქვეთების კორექციის თანამედროვე მეთოდებსა და სასმენი აპარატების მოქმედების პრინციპებზე გვესაუბრება აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ზურაბ ქევანიშვილი: - რა არის სმენის დაქვეითების ძირითადი მიზეზი?
როგორ შევაჩეროთ სმენის დაქვეითება ყოველი გრიპის ან უბრალო გაციების შემდეგ? არადა, ხშირად ვხდები ავად, სმენა კი მიქვეითდება. დამისვეს დიაგნოზი - ოტოსკლეროზი - 20 წლიდან. ამჟამად 45 წლისა ვარ, ოპერაციაზე უარი ვთქვი, ვატარებ სასმენ აპარატს, მაგრამ მაინც ცუდად მესმის. მაინტერესებს, როგორ შევაჩერო სმენის დაქვეითება, ასე მაინც რომ მესმოდეს, როგორც ახლა. - სამწუხაროდ, ოტოსკლეროზი პროგრესირებადი დავადებაა, მისი განვითარების სიჩქარეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს. სმენის პროთეზირება ოტოსკლეროზის დროს, ჩვეულებრივ, ძალზე ეფექტურია. თუ ცუდად გესმით, გამოიცვალეთ სასმენი აპარატი. შეიძინეთ ისეთი, რომლის გადაწყობაც შესაძლებელია სმენის ცვალებადობის შესაბამისად.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 13 - დან
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად