გულის სარქვლის დაავადებები
გულის სარქვლის დაავადებები
გული არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე



გული არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანოა და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ დინებას სისხლძარღვებში. დროთა განმავლობაში ასეთი ძლიერი დატვირთვა, იდეალური ადამიანის შემთხვევაშიც კი, იწვევს გარკვეულ პათოლოგიებს.


ეს პათოლოგიები არის მანკები, რომლებიც არსებობს როგორც თანდაყოლილი ასევე შეძენილი.


 


შეძენილი მანკი

აფრისებული ქსოვილები, რომლებიც გულის მიტრალურ სარქველს იჭერენ, დროთა განმავლობაში ზიანდება. გენეტიკური მიკროცვლილებების გამო, ხშირად ხდება მათი დაგრძელება ან დატვირვთს გამო აწყვეტა და სარქველი კარგავს თავის ფუნქციას .ამას ეწოდება დეგენერატიული მიტრალური

სარქველი . ასეთი პათოლოგიის შემთხვევაში ზიანდება არა მთლიანად სარქვლის ქსოვილი , არამედ გარკვეული უბნები და აუცილებელი ხდება მათი შეკეთება ან გამოცვლა.

თანამედროვე მედიცინის წინსვლასთან ერთად გარკვეული ახალი მიმართულებები ჩაისახა. ერთ-ერთ მოწინავე მიმართულებად იქცა მინი-ინვაზიური ქირურგია, რომელიც ძალიან განვითარდა ბოლო წლების განმავლობაში და მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა

ოპერაციის გაკეთება სულ მცირე ხუთ სანტიმეტრიანი განაკვეთით.


მინი ინვაზიური მეთოდი

მინი-ინვაზიური მეთოდით ოპერირება ნაკლებად ტრავმატულია , რადგან ქირურგის ინსტრუმენტი შედის ნეკნთაშუა სივრცეში რაც გამორიცხავს ძვლების დაზიანებას . გარდა ამისა მინიმუმამდეა დაყვანილი სისხლის დანაკარგი და ინფექციის განვითარების რისკი.

მინი-ინვაზიური მეთოდით საქვლის გამოცვლის ოპერაცია კეთდება დისტანციურად, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ ქირურგს არ უწევს საოპერაციო ველში ყურება , ის სპეციალური კამერის მეშვეობით ეკრანზე ხედავს 3 D გამოსახულებას, რაც ექიმს ეხმარება უფრო მკაფიოდ და ფართოდ დაინახოს დაზიანებული უბანი.


მოსამზადებელი პერიოდი

ერთნაირი აქვთ როგორც ტრადიციულ, ასევე მინი-ინვაზიურ მეთოდს. რაც შეეხება პოსტ ოპერაციულ პერიოდს, თანამედროვე მეთოდით ჩატარებული პროცედურის შემდეგ რეაბილიტაცია შედარებით მარტივია ნაკლები დაზიანებების გამო და პაციენტი 4-5 დღის შემდეგ მზადაა გასაწერად და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


ასაკობრივი ცენზი

ამ მეთოდის გამოყენებისას ასაკობრივი ცენზი არ არსებობს, თუმცა ხანდაზმული ადამიანებისათვის რეკომენდირებულია სარქვლის შეცვლა ინტრავასკულარული მეთოდით , რასაც ტავი ეწოდება. ამ მეთოდით შესაძლებელია ჩაიდგას და გაიშალოს სარქველი ტენტის მსგავსად. ზოგიერთ შემთხვევებში , ხანდაზმული ადამიანისათვის ტრადიციული ქირურგიული ჩარევა ,რომელიც გულისხმობს ოპერაციას დიდი განაკვეთით შესრულებას შეიძლება იყოს ძალიან სარისკო და შედეგად პაციენტს გაუჭირდეს არა ოპერაციის არამედ უშუალოდ ტრამვის გადატანა.


ტრადიციული მეთოდი

ოპერაციის ტრადიციული მეთოდით ჩატარება საჭიროებს გულმკერდის გახსნას. არის შემთხვევები როდესაც აუცილებელი ხდება მისი გამოყენება, რადგან მცირე განაკვეთი არის ლიმიტი, სადაც შეიძლება ვერ მოხერხედეს ყველაფრის გაკეთება, მაგალითად კომბინირებული ოპერაციები, რომლებიც მოითხოვს ტრადიციულ მეთოდს.

 

ლევან ქარაზანიშვილი
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალი
598 912 599

 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი დააადების, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი
10-05-2019
ექიმები 14 წლამდე ბავშვებში თავის, თვალისა და ნერვულ სისტემათა ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებს
08-05-2019
სადღეისოდ საკმაოდ იმატა ცხვირ-ხახის პრობლემებმა.
05-12-2018
ტრაქეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „სასუნთქ ყელს, არტერიას“ ნიშნავს.
05-12-2018
კატეგორიის სხვა დაავადებები
ოსტეოართრიტი და მისი გამომწვევი მიზეზები
რას ნიშნავს უშვილობა და რამდენად ხშირია ეს პრობლემა?
ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრი აგრესიული ფაქტორი მოქმედებს,
ეს არის დამხმარე რეპროდუქციული საშუალება იმ წყვილებისთვის
ძილის დარღვევა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა
მისი მნიშვნელობა და მკურნალობის მეთოდები
ყველაფერი აკნეს შესახებ
ეპილეფსია უამრავ ცრურწმენასთან დაკავშირებული
რინოპლასტიკა - ცხვირის პლასტიკური ოპერაცია