რინოპლასტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რინოპლასტიკა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა ,რომელიც საქართველოში ტარდება. რინოპლასტიკა კეთდება როგორც ესთეტიური, ასევე ფუნქციური საჭიროებების დროს. ესთეტიური კუთხით, ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის თანდაყოლილი ხარვეზების, ან ტრამვის შედეგად დეფორმირებული ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია, ხოლო ფუნქციური კუთხით , ცხვირის სუნთქვის აღდგენა. თუმცა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ორივე კუთხით ჩატარდეს ოპერაცია.

ახალი მეთოდი

ულტრაბგერითი ოსტეოტომი, ღია რინოპლასტიკის ახალი მეთოდია, რომელიც აქტიურად გამოიყენება საქართველოში 2016 წლიდან. ამ მეთოდით ქირურგიული ჩარევის დროს, ჩაქუჩისა და სატეხის ნაცვლად გამოიყენება ულტრაბგერითი აპარატი. ამ აპარატის საშუალებით ხდება ძვლოვანი ნაწილის დამუშავებავება ულტრაბგერით ,ძვალზე განაკვეთები კეთდება სიზუსტით ,რაც კარგ და სტაბილურ შედეგს გვაძლევს და ნაკლებად ტრავმატულია,რადგან არ აზიანებს რბილ ქსოვილებს.ულტრაბგერითი აპარატი უკვე ათი წელია წარმატებით გამოიყენება როგორც ცხვირის, ასევე ყბა-სახის ქირურგიაში.

ასაკი

რინოპლასტიკის ჩატარებისთვის სასრუველია ორგანიზმი იყოს ზრდასრული,რადგან თავიდან ავიცილოთ შემდგომი დეფორმაციების განვითარების რისკი,სწორედ ამიტომ ადამიანის ასაკზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ასაკობრივ მდგომარეობას. ამის შესამოწმებლად ხდება მაჯის ან თეძოს ძვლის რენდგენოგრაფია და ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში,თუ დახურულია ორგანიზმის ზრდის ზონები.

რეკომენდაციები

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ევალება იყოს განსაკუთრებით ყურადღებით რათა თავიდან აიცილოს ტრავმა. რეაბილიტაციის დროს პაციენტს გარკვეული შეზღუდვები აქვს: პირველი ორი კვირა არ შეიძლება ფრენა,არ შეიძლება გაზიანი სასმლის,რძის , მლაშე,მწარე,მჟავე და ცხელი საკვების მიღება. თვე ნახევარი არ შეიძლება სათვალის ხმარება, 3 თვე აკრძაულია წონით ვარჯიში და კარდიო დატვირთვით სირბილი, თუმცა შესაძლებელია მცირე დატვირთვა,მაგალითად ცურვა. 6თვის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა.

იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა

თენგო ჩიკვაიძე

599 39 00 30