/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საინტერესო ფაქტები სერიალიდან "გაბოროტებული"- ნაწილი პირველი

საინტერესო ფაქტები სერიალიდან "გაბოროტებული"- ნაწილი პირველი

"გაბოროტებული" (Breaking Bad) ამერიკული კრიმინალური დრამაა, რომელიც 2008-2013 წლებში გადიოდა AMC-ზე. იგი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მაღალრეიტინგულ სერიალად. გთავაზობთ საინტერესო ეპიზოდებს სერიალიდან:

1. სერიალის ყველა ეპიზოდის დასაწყისში ჩნდება ქიმიური ფორმულა C10H15N, ციფრი 149.24 და წარწერა "მეტჰ". C10H15N არის მეტამფეტამინის ფორმულა, რომლის მოლეკულური წონაც არის 149.24.

2. სერიალი სულ 62 ეპიზოდისგან შედგება. ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში 62-ე ელემენტი არის სამარიუმი. იზოტოპი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კიბოს სამკურნალოდ. მათ შორის ფილტვის კიბოსიც. სწორედ ფილტვის კიბოთი არის დაავადებული სერიალის მთავარი გმირი ვოლტერ ვაითი.

3. უმცროსი ვოლტერ ვაითის როლის შემსრულებელს ერჯეი მაიტს რეალურ ცხოვრებაშიც სჭირს ცერებლარული დამბლა. თუმცა როლისგან განსხვავებით უფრო იოლ ფორმებში, ამიტომ მას მოუწია ესწავლა ყავარჯნებით სიარული და ენის ბორძიკი საუბრის დროს.

4. ფილმის მთავარი შინაარსი ვითარდება ვოლტერ ვაითის ირგვლივ, რომელიც არის გენიოსი ქიმიკოსი. მარიუს სტენი, რომელიც ფილმში თამაშობს ბოგდანის როლს (მანქანების სამრეცხაოს უფროსი სადაც მუშაობს მთავარი გმირი) ცხოვრებაში მართლაც არის ქიმიკოსი. მას აქვს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და დღემდე მოღვაწეობს ამ დარგში. ეს როლი მისთვის პირველი ცდა იყო სატელევიზიო სივრცეში.

5. ბრაიან კრენსტონს, ვოლტერ ვაითის როლის შემსრულებელს არათითზე აქვს ტატუ სერიალის ლოგოს გამოსახულებით.

6. თავდაპირველი სცენარის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ჯესი პინკმენი პირველი სეზონის მეცხრე სერიის შემდეგ აღარ უნდა ყოფილიყო სერიალში. თუმცა სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანი იმდენად მოიხიბლა მისი შესრულებული როლით, რომ გადაწყვიტა შეეცვალა სცენარი და ჯესი სერიალის ბოლომდე დატოვა მასში.

7. ყველაზე მხიარული და ყველასათვის საყვარელი ადვოკატის პერსონაჟის სოლ გუდმენის სახელი იშიფრება როგორც "ყველაფერი კარგად არის, ძმაო", Saul Goodman "it's all good, man."

#ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველსა მუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

კატეგორიის სხვა სტატიები

რინოპლასტიკა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რინოპლასტიკა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქირურგიული ჩარევაა ,რომელიც საქართველოში ტარდება. რინოპლასტიკა კეთდება როგორც ესთეტიური, ასევე ფუნქციური საჭიროებების დროს. ესთეტიური კუთხით, ამ ოპერაციით ხდება ცხვირის ფორმის თანდაყოლილი ხარვეზების, ან ტრამვის შედეგად დეფორმირებული ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია, ხოლო ფუნქციური კუთხით , ცხვირის სუნთქვის აღდგენა. თუმცა ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ერთდროულად ორივე კუთხით ჩატარდეს ოპერაცია.

ახალი მეთოდი

ულტრაბგერითი ოსტეოტომი, ღია რინოპლასტიკის ახალი მეთოდია, რომელიც აქტიურად გამოიყენება საქართველოში 2016 წლიდან. ამ მეთოდით ქირურგიული ჩარევის დროს, ჩაქუჩისა და სატეხის ნაცვლად გამოიყენება ულტრაბგერითი აპარატი. ამ აპარატის საშუალებით ხდება ძვლოვანი ნაწილის დამუშავებავება ულტრაბგერით ,ძვალზე განაკვეთები კეთდება სიზუსტით ,რაც კარგ და სტაბილურ შედეგს გვაძლევს და ნაკლებად ტრავმატულია,რადგან არ აზიანებს რბილ ქსოვილებს.ულტრაბგერითი აპარატი უკვე ათი წელია წარმატებით გამოიყენება როგორც ცხვირის, ასევე ყბა-სახის ქირურგიაში.

ასაკი

რინოპლასტიკის ჩატარებისთვის სასრუველია ორგანიზმი იყოს ზრდასრული,რადგან თავიდან ავიცილოთ შემდგომი დეფორმაციების განვითარების რისკი,სწორედ ამიტომ ადამიანის ასაკზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის ასაკობრივ მდგომარეობას. ამის შესამოწმებლად ხდება მაჯის ან თეძოს ძვლის რენდგენოგრაფია და ოპერაცია ტარდება იმ შემთხვევაში,თუ დახურულია ორგანიზმის ზრდის ზონები.

რეკომენდაციები

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ევალება იყოს განსაკუთრებით ყურადღებით რათა თავიდან აიცილოს ტრავმა. რეაბილიტაციის დროს პაციენტს გარკვეული შეზღუდვები აქვს: პირველი ორი კვირა არ შეიძლება ფრენა,არ შეიძლება გაზიანი სასმლის,რძის , მლაშე,მწარე,მჟავე და ცხელი საკვების მიღება. თვე ნახევარი არ შეიძლება სათვალის ხმარება, 3 თვე აკრძაულია წონით ვარჯიში და კარდიო დატვირთვით სირბილი, თუმცა შესაძლებელია მცირე დატვირთვა,მაგალითად ცურვა. 6თვის განმავლობაში არ შეიძლება გარუჯვა.

იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკა

თენგო ჩიკვაიძე

599 39 00 30