აკნე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკნე

აკნე კანის ცხიმოვანი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს. თუმცა, ყველაზე ხშირად, აკნეს პროვოცირება გარდატეხის პერიოდს და მის თანმხლები მოვლენებს უკავშირდება, კერძოდ - ჰორმონული ფონის ცვლილებას, სასქესო ჰორმონების - ანდროგენების მატებას.

გამომწვევი მიზეზები

აკნეს გამომწვევი მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს ფსიქო-ემოციური ფაქტორი, ანუ სტრესი. არსებობს მედიკამენტური, ანუ სხვადასხვა წამლის მიღების შედეგად განვითარებული აკნე, რომელიც იმავე სიმპტომებით ხასიათდება. ასევე საკმაოდ ხშირად გვხვდება გენეტიკური ფაქტორით გამოწვეული აკნე. ზოგჯერ აკნეს მექანიკური ფაქტორიც იწვევს. ეს შეიძლება იყოს მაკიაჟი, ან მავნე ჩვევა, როგორიც არის მაგალითად, სახის კანის ტრამვირება თითებით.

mkurnali.ge mkurnali.ge mkurnali.ge
mkurnali.ge mkurnali.ge mkurnali.ge

სიმპტომები

აკნესთვის დამახასიათებელი კანის ელემენტები უხშირესად გვხვდება სახის, გულმკერდისა და ზურგის არეში. დამახასიათებელია ფერიმჭამელების წარმოქმნა, რომლებიც ორგვარი შეიძლება იყოს: შავი წერტილების ან თეთრი ცხიმგროვების სახით. ახასიათებს პაპულო-პუსტულოზური ელემენტები. პაპულა არის მშრალი კვანძი, პუსტულა კი ჩირქგროვა. ასევე, შესაძლებელია დამახასიათებელი იყოს, კვანძებისა და კისტების წარმოქმნა, რაც მახასიათებელია ამ დაავადებისათვის და გვეხმარება დიაგნოზის დასმაში.

გამონაყარის ლოკაცია

გამონაყარის ლოკალიზაციის არე დაავადების მიზეზთან არ არის კავშირში. იგი იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ უბანშია მეტად გამოხატული ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის გაძლიერება...

აკნესკენ მიდრეკილი კანი

"აკნეს მიმართ მიდრეკილი კანი" -ეს ტერმინი შეესაბამება ცხიმიანი ტიპის კანს. მაშინ, როდესაც კანზე ჯერ მხოლოდ ცხიმიანობაა გამოხატული და აკნეს სიმპტომები არ ვლინდება, ასეთი კანის შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის აკნესკენ მიდრეკილია. გარკვეულწილად ეს არის აკნეს ერთ-ერთი წინაპირობა.

სპეციალისტები რომლებიც გვეხმარებიან აკნეს გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტირებაში

ქალებში აკნეს მკურნალობის პროცესში სასურველი და ზოგჯერ აუცილებელიც არის გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის ჩართვა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ანდროგენების ანუ მამაკაცური სასქესო ჰორმონების ზრდა დიდწილად განაპირობებს ამ დაავადების ჩამოყალიბებას.

მამაკაცების შემთხვევაში ამის საჭიროება არ გვაქვს, თუმცა, თუ პარალელურად, სხვადასხვა ჰორმონალური დარღვევა იჩენს თავს, ენდოკრინოლოგი უნდა ჩაერთოს მკურნალობაში.

როგორ არ უნდა ვუმკურნალოთ აკნეს

ნუ მიმართავთ თვითნებურად ხალხურ მედიცინას, რომელსაც, რა თქმა უნდა, აქვს შედეგი, მაგრამ მოითხოვს გამოცდილებასა და შესაბამის ცოდნას, რათა, რაც შეიძლება სწორად მოერგოს სახეს ესა თუ ის საშუალება.

თვითშერჩეული პრეპარატები, როგორც ადგილობრივი გამოყენების, ისე შინაგანი აბების სახით, მოითხოვს მაქსიმალურ სიფრთხილეს, რათა არ გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და დაავადების პროგრესირება.

საკვების გავლენა

აკნეს წარმოქმნაში, ზოგადად, კვებას არანაირი როლი არ მიუძღვის. არ ითვლება საკვები აკნეს ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად. თუმცა, გარკვეულწილად, ინდივიდუალურად, ძალიან ბევრი პაციენტი უკავშირებს სხვადასხვა საკვებს აკნეს გამწვავებას. რეკომენდაციის სახით, ერთადერთი შეზღუდვა ეხება რძის ცილის შემცველ პროდუქტებს და ცხიმიან საკვებს.

აკნე და ორსულობა

ორსულობის დროს შესაძლებელია მოხდეს აკნეს როგორც გამწვავება, ასევე სიმპტომების შემსუბუქება. ეს დიდწილად არის დაკავშირებული სასქესო ანდროგენებთან, რომელთა დონე ორსულობის პერიოდში შესაძლებელია ვარირებდეს. აქედან გამომდინარე, ორსულთა ერთი ნაწილს აღენიშნება აკნეს გამწვავება, ნაწილი კი, პირიქით, უკეთესობას აღნიშნავს.

ასევე აქტუალურია ახალშობილთა აკნე, როცა ახალშობილს დაბადებიდან მალევე შეიძლება დაეწყოს აკნესთვის დამახასიათებელი ელემენტები. ამის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ სასქესო ჰორმონების გადაცემა დედიდან ნაყოფში, რომლებიც ახალშობილთა აკნეს პროვოცირებას იწვევს.

mkurnali.ge

ნაწიბურების მკურნალობა...

აკნეს მკურნალობის შემდგომ თითოეული ჩირქგროვის ან გამონაყრის არეში შეიძლება დაგვრჩეს ნაწიბურები და პიგმენტური უბნები. დღესდღეობით მათი განკურნება სავსებით შესაძლებელია. ამაში დიდწილად გვეხმარებიან კოსმეტოლოგები ან სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები, რომლებსაც დერმატოლოგიც აკეთებს. ეს პროცედურებია: პლაზმოლიფტინგი, პილინგი - ოღონდ თითოეული მათგანი ინდივიდუალურად უნდა იყოს შერჩეული და მაქსიმალურად სწორად მორგებული თითოეული პაციენტზე, რათა მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.

აკნეს მკურნალობა შესაძლებელია კლინიკა "კანში" უახლესი სტანდარტებით, სრულიად უმტკივნეულოდ და სწრაფად !

კონფედენციალობა დაცულია და მკაცრად კონტროლდება !

კლინიკა "კანი"

ტელ: (032) 2 43 40 00

მის: ჭავჭავაძის გამზ. 7