რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
პოლიპი ცხვირის
ცხვირის პოლიპი არის ერთეული ან მრავლობითი კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოიქმნება. პოლიპი უმეტესად ზრდასრულებში გვხვდება. დიაგნოზს სვამენ ცხვირის დათვალიერების შედეგად და ცხვირის ღრუს ზონდის დახმარებით.
ცხვირის პოლიპის განვითარების მრავალი მიზეზი არსებობს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიული დაავადებები: ალერგიული რინიტი, ბრონული ასთმა, პოლიპოზი, ასევე - ცხვირის დანამატი წიაღების ქრონიკული ანთებითი დაავადებები - ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი. პაციენტს შეიძლება დაბადებიდანვე დაზიანებული ჰქონდეს ცხვირის ანატომიური სტრუქტურა (ძგიდის გამრუდება,  ჰიპერტროფიული რინიტი, ცხვირის შესასვლელის სივიწროვე და სხვა), რაც შემდგომ პოლიპის განვითარებას განაპირობებს. ასევე მნიშვნელოვანია ცხვირის ღრუს ამომფენი ლორწოვანი გარსის შემადგენელი ცილის სინთეზის გენეტიკურად კოდირებული (დეტერმინირებული) დარღვევა, გადატანილი ვირუსული ინფექცია და სხვა.
ყველა ამ ფაქტორის გავლენით ირღვევა იმ ცილოვანი შენაერთების სრულფასოვანი სინთეზი (წარმოქმნა), რომლებიც ცხვირის ღრუსა და მისი დანამატი წიაღების ამომფენი ლორწოვანი გარსის საფუძველია. არასრულფასოვანი (არასრულყოფილი) ცილოვანი კომპონენტების გამო ლორწოვანი გარსის სტრუქტურა რამდენადმე იცვლება, ლორწოვანი გარსი მოეშვება და ჩამოეკიდება, ასეთ უბანში კი განსაკუთრებული უჯრედები - ეოზინოფილები - გროვდება. პოლიპი, ფაქტობრივად, ლორწოვანი გარსის ფენაში თავმოყრილი ეოზინოფილების გროვაა. მისი ზრდა ეოზინოფილების ინტენსიურ გამრავლებაზეა დამოკიდებული.
ხშირად პოლიპის განვითარებას ერთდროულად რამდენიმე მიზეზი იწვევს.

სიმპტომები და ნიშნები
ცხვირის პოლიპის სიმპტომებია:
  • ცხვირით სუნთქვის დარღვევა, გაჭედილობის მუდმივი შეგრძნება (რაც პოლიპის ზომასა და ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული);
  • ყნოსვის დაქვეითება ან გაქრობა;
  • ქავილი, წვისა და უცხო სხეულის შეგრძნება, სხვა სახის დისკომფორტი;
  • თავის ტკივილი, დაქაჩულობა.
პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ, ამასთანავე, რეციდივი ვითარდება პოლიპის მოკვეთიდან რამდენიმე თვეში. მიზეზი ის გახლავთ, რომ ოპერაციული ჩარევის შემდეგ ლორწოვანი გარსი იმავე, პათოლოგიური ანუ არასრულფასოვანი ცილოვანი შენაერთებისგან შემდგარი სახით აღდგება და დარღვეული სტრუქტურის გამო კვლავ აძლევს დასაბამს პოლიპს. ასე რომ არ მოხდეს, უნდა ჩატარდეს კომპლექსური მკურნალობა და აღმოიფხვრას პოლიპის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები.

დიაგნოსტიკა
ცხვირის პოლიპის დიაგნოზს სვამს ოტოლარინგოლოგი ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე. ამისთვის, როგორც წესი, გამოიყენება რინოსკოპი - ლითონის ან პლასტმასის ინსტრუმენტი, რომელიც ნესტოებს აფართოებს და ექიმს ცხვირის ღრუს დათვალიერების საშუალებას აძლევს.

მკურნალობა
არსებობს პოლიპის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები.
კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს:
  • ცხვირის პოლიპის ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორების ლიკვიდაციას:
  • საყოფაცხოვრებო, ეპიდერმულ, მტვრის, მედიკამენტურ და პროფესიულ ალერგენებთან, ასევე - ინფექციურ და სოკოვან აგენტებთან კონტაქტის გამორიცხვას;
  • ყველა არასტეროიდული პრეპარატისა და ბუნებრივი სალიცილატების შემცველი პროდუქტების, საკვები დანამატებისა და საღებავების გამორიცხვას;
  • ცხვირისა და დანამატი წიაღების ინფექციური დაავადებების მკურნალობას:
  • სისტემური მედიკამენტებით:  ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებებით - სტეროიდებით (ბეკლომეტაზონი, მომეტაზონი, ფლუტიკაზონი);  ანტიჰისტამინური პრეპარატებით (ფლექსოფენადინი, ლორატადინი, ცეტირიზინი და სხვა);  პოხიერი უჯრედების მემბრანის სტაბილიზატორებით (კრომოგლიკატებით); საჭიროებისამებრ - ანტიბიოტიკოთერაპიას.
  • იმუნომაკორეგირებელ თერაპიას;
  • სპეციფიკურ იმუნოთერაპიას არაბაქტერიული და ბაქტერიული ალერგენებით (ვაქცინებით).
უეფექტო კონსერვატიული მკურნალობის შემთხვევაში დაისმის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის საკითხი.
ცხვირის პოლიპების ოპერაციული მკურნალობის ჩვენებებია:
  • ცხვირისა და დანამატი წიაღების ჩირქოვან-ანთებითი პროცესები;
  • ცხვირით სუნთქვის უხეში დარღვევა.
ცხვირის პოლიპების ოპერაციული მკურნალობის უკუჩვენებებია:
  • ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის გართულება;
  • ალერგიული მცენარეების ყვავილობის სეზონი ოპერაციისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.

ოპერაციისთვის მზადება
ცხვირის პოლიპის ქირურგიული მეთოდით მოცილების წინ აუცილებელია პაციენტის გამოკვლევა. ტარდება სისხლის (საერთო, ბიოქიმიური და შედედების უნარზე) ანალიზი. თუ პაციენტი იღებს რომელიმე პრეპარატს (მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგოს, ანთების საწინააღმდეგოს და სხვა), ამის შესახებ უნდა აცნობოს ექიმს. ასევე აუცილებელია ქრონიკული დაავადებების (მათ შორის ალერგიული დაავადებების) შესახებ ექიმის ინფორმირება. ოპერაციის წინ ტარდება ცხვირის დანამატი წიაღების რენტგენოლოგიური კვლევა სინუსიტისა და ძგიდის გამრუდების გამოსავლენად.

ცხვირის პოლიპის ოპერაციული მკურნალობა
ჩვეულებრივ, ცხვირის პოლიპის ოპერაციული მეთოდით მოცილება ხორციელდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მოცილება ხდება ქირურგიული დანით ან ლაზერით, ამასთანავე, ქირურგიული კვეთა (ჭრილობა) კეთდება ცხვირის ღრუს შიგნით, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები არ ჩანს.
ოპერაციის დროს ტარდება ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების გამორეცხვა, რაც პოლიპის რეციდივის პროფილაქტიკას ემსახურება. ოპერაციის შემდეგ ჭრილობიდან სისხლდენის შესაჩერებლად ცხვირის შესასვლელში შეჰყავთ მარილწყალში გაჟღენთილი ტამპონი, რომელსაც რამდენიმე დღეში უკან იღებენ. ეს პროცედურა მტკივნეულია, ამიტომ ტარდება გაუტკივარებით. ოპერაციის შემდეგ ინიშნება ანტიბიოტიკები ინფექციული გართულების თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, ავადმყოფს ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები.

ოპერაციიის შემდგომი გართულებები
ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია:
  • სისხლდენა;
  • ნაწიბურები და შეხორცებები ცხვირის შესასვლელში;
  • პოლიპის ხელახალი განვითარება;
  • ინფექციური გართულებები.



ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად