რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
პანოფთალმიტი - panophthalmitis - панофтальмит
პანოფთალმიტი თვალის ყველა გარსის ჩირქოვანი ანთებაა. ამ დაავადებას თვალის ფლეგმონასაც უწოდებენ. ყველაზე ხშირად პანოფთალმიტის მიზეზი თვალზე არსებული ჭრილობის ინფიცირებაა, თუმცა არის შემთხვევები, როცა თვალის გარსების ანთებას იწვევს ინფექციური დაავადება ჩირქოვანი კერიდან თვალამდე ინფექციის ენდოგენური გზით გავრცელების გამო.

სიმპტომები და მიმდინარეობა
პანოფთალმიტს ახასიათებს თვალისა და თავის ძლიერი ტკივილი, ტემპერატურის მატება, კონიუნქტივის შეშუპება (ქემოზი), თვალის კაკლის წინ წამოწევა (ეგზოფთალმი), მკვეთრი ჰიპერემია, ქუთუთოების შეშუპება. თვალის წინა კამერაში არის ჩირქი და ნეკროზული ქსოვილის ნაწილები, მინისებურ სხეულში კი ჩირქოვანი ექსუდატი. ავადმყოფს მხედველობა სწრაფად და მნიშვნელოვნად უქვეითდება.

მკურნალობა
დაავადების ადრეულ სტადიაში ამოცნობისა და დროული აქტიური მკურნალობის შემთხვევაში ხერხდება თვალისა და ნარჩენი მხედველობის შენარჩუნება. ვიდრე ჩირქი ჯერ კიდევ თვალის წინა კამერაშია, ავადმყოფს ადებენ სველ მადეზინფიცირებელ კომპრესს (დღეში რამდენჯერმე). ინიშნება ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები. თუ პროცესი შორს არის წასული, საჭირო ხდება თვალის კაკლის ამორთვა (ევისცერაცია).

როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად