რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2019

კითხვა-პასუხი

თიამინი - THIAMINE - ТИАМИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

თიამინის ქლორიდი წარმოადგენს ვიტამინურ პრეპარატს, იგი ხელს უწყობს ვიტამინ B1-ის (თიამინის) დეფიციტის შევსებას მისი უკმარისობის შემთხვევაში. თიამინი აგრეთვე ახდენს ზემოქმედებას ორგანიზმის ფუნქციებზე. მათ შორის ნივთიერებათა ცვლაზე, ხელს უწყობს ნერვიული იმპულსების გატარებას. თიამინი აუცილებელია ნერვული, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები

  • თიამინის ქლორიდი გამოიყენება B1 (თიამინის) - ვიტამინის ჰიპო- და ავიტამინოზის პროფილაქტიკისათვის;
  • ასევე ნევრიტების, პოლინევრიტების, რადიკულიტის, ნევრალგიის; პერიფერიული პარეზის, ენცეფალოპათიისას;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებისას;
  • ნაწლავების ატონიისას;
  • ღვიძლის დაავადებებისას;
  • მიოკარდიუმის დისტროფიისას;
  • პერიფერიული სისხლძარღვების (ენდარტერიტის და სხვა);
  • ნეიროგენული წარმოშობის დერმატოზების, კანის ქავილის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

თიამინის ქლორიდის საინექციო ხსნარი მოზრდილებში შეყავთ კუნთებში 0.05 გ (1 მლ 5% ხსნარი), ბავშვებში - 0.0125 გ (0.25 მლ 5% ხსნარი) ერთხელ დღეში ყოველდღიურად. მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 10-30 ინექცია.

ინექციის ადგილას მოსალოდნელია ტკივილის შეგრძნება, რაც განპირობებულია ხსნარის pH-ის სიმცირით.

პრეპარატის ერთჯერადი დოზა, სიხშირე და მისი გამოყენების ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები

პრეპარატი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება.

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანის ქავილი, კვინკეს შეშუპება), ანაფილაქსიური შოკი, აღნიშნული რეაქციები ვითარდება ალერგიის  მიმართ მიდრეკილებისას, კლიმაქსის ან პრეკლიმაქსის პერიოდში მქოფ ქალებში, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმით შეყრობილ პაციენტებში.

უკუჩვენებები

თიამინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ამიტომ თუკი პაციენტს გააჩნია მიდრეკილება ალერგიული დაავადების მიმართ ან აღენიშნებოდა B ჯგუფის ვიტამინებზე ალერგიული რეაქციები, საჭიროა ამის შესახებ ექიმის ინფორმირება.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღების შემთხვევაში აუცილებელია რეკომენდებული დოზის შენარჩუნება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის ერთდროული შეყვანა ვიტამინ B6 და B12 საინექციო ხსნართან არ არის რეკომენდებული.

ერთ შპრიცში თიამინის ქლორიდის პენიცილინთან ან სტრეპოტომიცინთან, აგრეთვე ნიკოტინის მჟავასთან შერევა დაუშვებელია.

მუცლის შებერილობას იწვევს აირების ჭარბი დაგროვება, ამის შესამცირებლად იყენებენ პრეპარატებს, რომლებიც ხელს უწყობს ნაწლავში დაგროვილი აირების შთანთქმას.
რა დაავადებაა პნევმოსკლეროზი, როგორ ვლინდება იგი და რას გულისხმობს ამ პათოლოგიის პროფილაქტიკა,
ტესტით სისხლში იძებნება დაავადებისთვის დამხასიათებელი დნმ-ის ფრაგმენტი, რაც ინვაზიური სადიაგნოსტიკო
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად