მიელოზი სუბლეიკემიური - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

მიელოზი სუბლეიკემიური - Myelosis Subleucaemiae - Сублейкемический миелоз

სუბლეიკემიური მიელოზი
სუბლეიკემიური ლეიკოზი (მიელოლეიკემია მიელოიდური მეტაპლაზიებით, იდიოპათიურ-პირველადი მიელოფიბროზი, მიელოიდური სპლენომეგალია, ალეიკემიური მიელოზი, ოსტეომიელოპოეზური დისპლაზია) მიეკუთვნება ქრონიკული მიელოპროლიფერაციული ლეიკემიების ჯგუფს. მის ძირითად ნიშანს წარმოადგენს სპეციფიკური ფიბროზოსკლეროზირება, ძვლებისა და ძვლის ტვინის დაზიანება. ერთ-ერთი უახლესი კონცეფციის თანახმად, ლეიკემიის ამ ფორმის განვითარება  და მისი პათოგენეზი განპირობებულია მეგაკარიოციტებითა და თრომბოციტებით, რომლებიც აწარმოებენ განსაზღვრულ ზრდის ფაქტორს და იწვევენ ფიბრინობლასტების პროლიფერაციის გაძლიერებას. შედეგად ვითარდება უხეშბოჭკოვან-კოლაგენური მიელოფიბროზი, ძვლის ტვინის შენების დარღვევა მის ცხიმოვან ქსოვილად გარდაქმნამდე.
დაავადების კლინიკური სურათი მისი ხანგრძლივობითა და სიმძიმით განისაზღვრება. სუბლეიკემიური მიელოზის ყველაზე ხშირი და ადრეული ნიშანი, ელენთის გადიდება, შესაძლოა გამოვლინდეს ჰემატოლოგიური გადახრების გაჩენამდე და დიაგნოზის დასმამდე 10 წლით ადრე. ზოგჯერ ელენთის გადიდება ბავშვობიდანვე აღინიშნება. ელენთის ძლიერი გადიდების გამო ხდება ერითროციტების დაშლა, რაც ანემიას იწვევს. კარის ვენის თრომბოზისა და ღვიძლში ფიბროზული პროცესების გამო ხშირად ვითარდება პორტული ჰიპერტენზია, რაც, თავის მხრივ, ციროზის განვითარებას აძლევს დასაბამს. ავადმყოფები ხშირად საგრძნობლად იკლებენ წონას. ასეთი გამოფიტვა უკავშირდება უჯრედულ დონეზე ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას და გადიდებული ელენთის ზეწოლას ნაწლავებსა და კუჭზე.
სუბლეიკემიური ლეიკოზი დუნედ მიმდინარეობს და შესაძლოა, ათეულობით წელიც გაგრძელდეს. დაავადება უმეტესად ხანში შესულ ასაკში ვლინდება, მაგრამ, წესისამებრ, ახალგაზრდობაში იწყება. შედარებით იშვიათია მწვავე მიმდინარეობა. ამ დროს სწრაფად დიდდება ელენთა, თავს იჩენს ცხელება, ანემიზაცია და სხვა გართულებები. ავადმყოფის სიკვდილის მიზეზად იქცევა სისხლის არასაკმარისი წარმოქმნა, დისტროფია ან ინფექციური გართულებები.
სუბლეიკემიურ მიელოზს ციტოსტატიკური თერაპიით მკურნალობენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვოა ლეიკოციტების მზარდი მატება პერიფერიულ სისხლში, ელენთის ძლიერი ზეწოლა გარემომცველ ორგანოებსა და ქსოვილებზე და სხვა. ჩვეულებრივ, ციტოსტატიკებთან კომბინირებულად ინიშნება პრედნიზოლონი.
ელენთის ძლიერი გადიდების შემთხვევაში ინიშნება სხივური თერაპიისა და პრედნიზოლონის კომბინაცია. ბლასტური კრიზის დროს ხელმძღვანელობენ მწვავე ლეიკემიის მკურნალობის პრინციპებით. ბოლო ხანს, ქირურგიული ჩარევის საშუალებათა სრულყოფის კვალობაზე, ხშირად მიმართავენ სპლენექტომიას (ელენთის ამოკვეთას), თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ზედმიწევნით უნდა შეფასდეს   ქირურგიული ჩარევის ჩვენებები და უკუჩვენებები.
მკვეთრად გამოხატული ანემია ზოგჯერ მოითხოვს ჰემოტრანსფუზიის (სისხლის გადასხმა) ჩატარებას კორტიკოსტეროიდულ ჰორმონებთან კომბინირებულად (მკურნალობის სქემის მიხედვით).

 

„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად