რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

აბსცესი ტვინის - Abscessus cerebri - абсцесс мозга

ტვინის აბსცესი ტვინის ქსოვილში გაჩენილი ჩირქით სავსე შემოფარგლული ღრუა. მის წარმოსაქმნელად აუცილებელია, ჩირქმბადი მიკრობი (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი) ტვინის ქსოვილში მოხვდეს.
მიკრობი ტვინში იჭრება:
1. თავის ქალას ღია დაზიანების (ტრავმის, ოპერაციის) დროს თმიდან, ტანსაცმლიდან, ძვლის ნატეხებიდან;
2. ორგანიზმში არსებული ჩირქოვანი ანთებითი კერიდან (ფილტვების ანთება, წითელი ქარი, ფურუნკულოზი, ანგინა, დაავადებული კბილი) სისხლის ან ლიმფის საშუალებით;
3. ცხვირის ღრუდან (ჰაიმორიტი, ფრონტიტი) ან შიგნითა ყურიდან (ოტიტი) თხელი ძვლოვანი ძგიდის გავლით, რომელიც მათ ქალას ღრუსგან გამოყოფს.
ტვინის აბსცესს რიგი თავისებურება ახასიათებს. კერძოდ, განსაზღვრულ პირობებში (ძლიერი ანტიბიოტიკების მიღებისას) ინფექციის კერა შესაძლოა ჩაიპარკოს - მის ირგვლივ წარმოიქმნას გამმიჯნავი გარსი, რომლის მიღმაც ინფექცია დიდხანს იქნება მთვლემარე მდგომარეობაში და ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებისას (გაციება, სტრესი, შიმშილი, სიბერე) აბსცესის ხელახალ განვითარებას გამოიწვევს.

ტვინის აბსცესის დროს ავადმყოფი შესაძლოა დიდხანს უჩიოდეს თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუხვევას, ტემპერატურის მატებას, სხეულის ამა თუ იმ ნაწილის სისუსტეს, ძილად  იყოს მივარდნილი ან, პირიქით, აგზნებული იყოს. მოგვიანებით ფსიქიკური დარღვევები ღრმავდება: თავს იჩენს ჰალუცინაციები, ბოდვა, დეზორიენტაცია, გონების დაბინდვა თანდათან ღრმავდება. უმწვავეს სტადიაში იწყება შეუკავებელი (ტვინისმიერი) ღებინება, ვითარდება დამბლა, სოპორი (ძლიერი ძილიანობა) და ბოლოს - კომა.
დიაგნოზის დასმა ძნელია, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ყელ-ყურ-ცხვირისა და კბილის დაავადებებმა, ფილტვების ანთებამ, თავის ტრავმამ, ფურუნკულმა შესაძლოა ტვინის აბსცესი გამოიწვიოს. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ თუ თავის ტკივილი თორმეტ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მით უმეტეს, თუ ამას ტემპერატურის მატება, ფსიქიკის მოშლა, გონების დაბინდვაც დაერთო, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივმართოთ ექიმს (გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება).
მკურნალობა ქირურგიულია, პროგნოზი - მძიმე.

 

 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად