რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

აბსცესი აპენდიკულარული - Abscessus appendicularis - аппендикулярный абсцесс

აპენდიკულარული აბსცესი არის მუცლის აპკის შემოფარგლული ჩირქოვანი ანთება, რომელიც მწვავე აპენდიციტის გართულების გამო ჭიანაწლავში მიმდინარე პროცესების შედეგია. აპენდიკულარული აბსცესი მარჯვენა თეძოს ღრმულში ან მცირე მენჯის ღრუს სხვა ადგილებზე მდებარეობს. აბსცესის ღრუ ყალიბდება მუცლის აპკის შეწებების, ნაწლავის კიდეებზე, ჯორჯალსა და ბადექონზე შეზრდის შედეგად. აპენდიკულარულ აბსცესს ახასიათებს ძლიერი ტკივილი მარჯვენა თეძოს არეში ან მუცლის ქვემოთა ნაწილში, მტკივნეული, მაგარი, ელასტიკური ინფილტრატი, რომელიც ცენტრში ზოგჯერ რბილდება, ტემპერატურის მომატება, ღებინება. დიაგნოზის დასმას აადვილებს სწორი ნაწლავიდან ან საშოდან გასინჯვა.
ჩირქგროვა შესაძლოა გაიხსნას:

  • ნაწლავში. ამ შემთხვევაში პროცესი, ჩვეულებრივ, თვითგანკურნებით სრულდება;
  • მუცლის ღრუში - რთულდება პერიტონიტით;
  • მუცლის ღრუს მიღმა - რთულდება ფლეგმონით.

მკურნალობა თავდაპირველად კონსერვატიულია: ანტიბიოტიკოთერაპია, დასვენება, დიეტა და ინტოქსიკაციასთან ბრძოლა. მკვეთრად შემოსაზღვრული აბსცესი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას ჩირქგროვის გასახსნელად. დუგლასის ფოსოს აბსცესის დროს ჩირქგროვის გახსნა ხორციელდება საშოს უკანა თაღიდან ან სწორი ნაწლავის წინა კედლიდან (ჩირქგროვის წინასწარი პუნქციის შემდეგ). ამოუჭრელი ჭიანაწლავის შემთხვევაში, რომლის ანთებაც გართულდა აბსცესით, ნაჩვენებია ოპერაცია - ჭიანაწლავის ამოკვეთა, აბსცესის ღრუს გაკვეთა და დრენირება.

 

 

თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად