რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

შავი მოცხარი - Ribes Nigrum L - Смородина черная

ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი 1850 კგ/ჰექტ. ნაყოფები ივლის-აგვისტოში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ბუჩქია.
ნაყოფები შეიცავს 10-13 პროცენტ შაქრებს, 2,6-3,7 პროცენტ თავისუფალ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, ღვინის), 1 პროცენტამდე პექტინურ ნივთიერებებს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, P, B1 და A ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით (1400-1500 მგ პროცენტი, კულტივირებულ ფორმებში - 4000-მდე მგ პროცენტი). ამ მხრივ იგი მხოლოდ ასკილსა და აკტონდიას ჩამორჩება, ნაყოფები იჭმება ხილად, აგრეთვე ხარშავენ მურაბას, ხილფაფას, კისელს, კომპოტს და ამზადებენ გამაგრილებელ სასმელებს. მაღალ ტემპერატურაზე ვიტამინი C იშლება, ამიტომ შესანახად შაქრის ფხვნილში ურევენ და ისე ინახავენ, ნაყოფებს ტემპერატურული დამუშავების გარეშე. განთქმულია შავი მოცხარის ღვინოები, რომელთაც ყირგიზეთის და ყაზახეთის ქარხნები უშვებენ. ფოთლები და კვირტები 0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავენ და იხმარება ნაყენების და ლიქიორების წარმოებაში. ფოთლები ბურახის, სოკოების, კიტრის და პომიდვრის დამწნილებისას მათი არომატიზირებისათვის იხმარება.
შავი მოცხარის ნაყოფები და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად. ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად დიათეზის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
შავი მოცხარის ნაყოფს იყენებენ აგრეთვე სისხლნაკლოვანების, მადის მოსაგვრელად, ხველების დროს. ხალხურ მედიცინაში შავი მოცხარის ნაყოფებისა და ფოთლების გამონახარშს იყენებენ ხველების, ჰიპერტონიის, რევმატიზმის წინააღმდეგ, აგრეთვე როგორც ოფლმომგვრელ და შარდმდენ საშუალებას. ფოთლებისა და კვირტების ნაყენი გამოიყენება როგორც სუსტი გამხსნელი, სიყვითლის და სისხლნაკლოვანების საშუალება. ზოგჯერ ნაყოფების, ფოთლების და ქერქის ნაყენს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს, გაციებისა და ყივანა ხველის, საშარდე ბუშტის დაავადების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ. კუჭის წყლულის დროს ნაყოფების წვენს სვამენ და დაახლოებით 60-90 გ დღეში სამჯერ.
შავი მოცხარის ფოთლებს, კვირტებს და ნაყოფებს, ეთერზეთთან ერთად, დეზინფექციის თვისებები გააჩნია, ფოთლებისა და ნაყოფების პრეპარატი სპობს დიზენტერიის ჩხირებს.
შავი მოცხარის, ჟოლოს და მოცვის ფოთლები ასკილის ნაყოფთან ერთად ვიტამინის კომპლექსის შემცველობისაა. ამიტომ იგი საუკეთესო საკვებად ითვლება ადრე გაზაფხულზე ავიტამინოზის დროს. ამ მიზნით ახალგაზრდა ფოთლებს ამზადებენ შემოდგომაზე, ნაყოფების შეგროვების შემდეგ. შეგროვებულ ფოთლებს ზამთარში ჩრდილში ახმობენ. პრეპარატს ამზადებენ შემდეგნაირად: 5 სუფრის კოვზ მშრალ ან ახლად დაკრეფილ, წვრილად დაქუცმაცებული ფოთლებს ათავსებენ მინის ან ემალის ჭურჭელში (უმჯობესია ჰერმეტულად, თერმოსში) დგამენ 40-60 წუთს, მიიღება ჩაის სახით შაქრის დამატებით დღეში 5-6 ჭიქა.

 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად