რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჭინჭრის დედა - Lamium album - Глухая крапива

 

ჭინჭრის დედა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, მრავალრიცხოვანი სწრორმდგომი ღერები 30-60 სმ-ის სიმაღლისა, ოთხკუთხა და ღრუა. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია, კვერცხისებრი ან გულისებრი ფორმის, სიგრძით 10 სმ, სიგანით 8 სმ, წამახვილებული წვერითა და დაკბილული კიდეებით. ყვავილები ორტუჩაა, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი გვირგვინით, ოთხი მტვრიანით, მოშავო-იისფერი ყვავილის მტვერით და ერთი ბუტკოთი, ყვავილები შეკრებილია მტევნებად ზედა ფოთლების უბეებში. ნაყოფი იყოფა ოთხ მუქ-ნაცრისფერ კაკლად. ყვავილობს აპრილ-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ბაღებში, ბუჩქნარებში, მინდვრებში, წყალსაცავისა და გზის ნაპირებზე, ტყის პირებში.
სამკურნალოდ აგროვებენ ჭინჭრის დედას ფოთლებსა და ყვავილებს, რომლებაც ჩრდილში ახმობენ.
ყვავილები შეიცავენ ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, ჰისტამინს, ვიტამინ C-ს, ფოთლები – ალკაოლოიდ ლამიინს და გარდა ამისა იმ ნივთიერებებს, რომლებლიც ყვავილშია.
ხალხურ მედიცინაში ჭინჭრის დედა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს ფაღარათი. ყვავილების ნაყენი გამოიეყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება ტრაქეიტების ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების დროს. მის ნაყენებს ხშირად ხმარობენ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, აგრეთვე სისხლნაკლებობის დროსაც. ზოგიერთი ავტორის ცნობით ნაყენი გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის და ქალური დაავადებების (თეთრად შლის) დროს.
საკმაოდაა ხალხში გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად. ბავშვებში საყმაწვილოს ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების და სხვა გამონაყარის დროს. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.
ჭინჭრის დედას გააჩნია აგრეთვე ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ სასურველია მისი გამოყენება უძილობის და ნევროზების დროს. კარგია მისი გამოყენება ფარსმანდუკთან ერთად.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ 15 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა. ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისათვის ნაყენი მზადდება უფრო მეტი კონცენტრაციის (2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე). 
 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად