რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

ომბალო  - Mentha Pulegium L - Мята болотная

ტუჩოსანთა ოჯახში შედის. მრავალწლიანი 10-15 სმ სიგრძის აღმამდგომი ან მიწაზე გართხმული, ორწახნაგოვანი ღეროებიანი, ფესვურიანი მცენარეა. მოკლეყუნწიანი, 8-30 მმ სიგრძისა და 5-12 მ სიგანის, კვერცხისებრი ან ოვალური, ბეწვებით შებუსვილი ფოთლები ღეროზე ერთიმეორის პირისპირაა განლაგებული.
მოვარდისფრო-მოიისფრო, ზოგჯერ თეთრი ყვავილები ფოთლების იღლიებში ჩხრო ყვავილედებადაა შეკრებილი, რომელთა ჯამი 3 მმ-დე სიგრძისაა და ბანჯგვლიანი, ქვედა ტუჩი 2 სადგისისებრი, ზედა 3 ლანცეტა ძირგანიერი სამკუთხისებრი კბილებით. ყვავის ივლისში, მრავლდება თესლით და ბუჩქის დაყოფით (ვეგეტაციურად).
იზრდება ტყიანი ზონის მდინარეთა სანაპიროებზე, საერთოდ კი ნესტიან ადგილებში. გვხვდება ძირითადად აფხაზეთში, სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, გურიაში, რაჭაში, ლეჩხუმსა და სვანეთში.
ხმელი ფოთლები 2 პროცენტამდე, მთლიანად ნედლი მიწის ზედა ნაწილები კი 0,12-0,7 პროცენტ ეთერზეთს შეიცავს, რომლის შემადგენლობის 99-პროცენტამდე ნაწილ პულეგონსა და ლიმონენზე მოდის. ზეთი გამოიყენება პარფიუმერიაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში სასმელების, ჩაის და ძმრის არომატიზირებისთვის. შესანიშნავი ბალახია შეჭამანდებისათვის, განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ტყემლის საწებლისათვის.
ხალხური მედიცინა იყენებს ჭრილობის შემახორცებელ და ანტისპაზმურ, აგრეთვე ყივანახველის, ასთმის და ისტერიის დროს დამაწყნარებელ საშუალებად. ყველა ამ შემთხვევაში რაჭაში ამ ბალახის წყლიან ნაყენს იყენებენ. გარდა აღნიშნულისა, ომბალო შესანიშნავია იმითაც, რომ მისი სურნელი აფრთხობს რწყილებს.

 

როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად