რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კავკასიური სოჭი  - Abies Nordmanniana (Stev). Spash.  - пихта кавказская

ფიჭვისებრთა ოჯახს ეკუთვნის. კავკასიური სოჭი სიმაღლეში 60-70 მეტრამდე აღწევს. დიამეტრი კი - 2 მეტრამდე. მისი ფისითა და მთრიმლავი ნივთიერებებით მდიდარი ქერქი ერთწლიან ყლორტებზე მოყვითალომწვანე ან მურა-მოწითალოა, ზოგჯერ - ღია ყავისფერი. ევროპული სოჭისაგან განსხვავებით, ყლორტის კენწეროზე ოთხი კვირტი ზის.
ბლაგვი ან წვერომოკვეთილი ბრტყელი წიწვი ქვედა მხრიდან წყვილ თეთრზოლიანია, ტოტზე წიწვები ორ მწკრივადაა განლაგებული.
ღია ადგილზე სოჭი 30-40 წლის, ხოლო კორომში 60-70 წლის ასაკში იწყებს მსხმოიარობას.
მოყვითალო მწვანე მამრობითი ყვავილები თავთავისებრ ყვავილედებადაა შეკრებილი წიწვების იღლიებში და გასული წლის ტოტების კენწრულ ნაწილში არის განლაგებული.
მდედრობითი აღმამდგომი გირჩები გასული წლის ყლორტების კენწეროებზე ზის, ამასთან ხის მხოლოდ კენწეროშია თავმოყრილი.
თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება, გირჩის დაშლა და თესლის გამობნევაც ამ დროს ხდება.
1000 ცალი თესლის წონა 64 გრამს შეადგენს. კავკასიური სოჭის სიცოცხლის ხანგრძლივობა 500 წელს აღწევს.
კავკასიური სოჭი ქიმიკო-ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით ჯერ კიდევ სუსტადაა შესწავლილი, მაგრამ ამ მიმართებით იგი ძალიან ახლოს დგას ციმბირულ სოჭთან და მის შემცვლელადაც გამოდგება.
მედიცინაში სოჭის წიწვები, ქერქი და ახალგაზრდა ტოტები გამოიყენება, მათგან მიღებული ეთერზეთი ერთ-ერთი ძირითადი წყაროა სინთეზური ქაფურის მისაღებად.
ქაფური სამედიცინო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება, როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის აღმგზნები, ინფექციური და სხვა დაავადების დროს გულის მოქმედების გამაძლიერებელი საშუალება. ამავე მიზნით გამოიყენება გულის გასამაგრებლად ნარკოტიკებით, ძილისმომგვრელი და ტკივილგამაყუჩებელი (მორფინი) ნივთიერებებით მოწამვლისას და სხვ. ქაფურს გარეგან საშუალებადაც იყენებენ მიოზიტის, ნევრიტის და სახსრების რევმატიზმების დროს. დიდი დოზით შიზოფრენიის მკურნალობაში იყენებენ. სოჭისაგან მიღებულ სკიპიდარს გარეგან სახმარად იყენებენ გამაღიზიანებელ საშუალებად.
კვირტებისა და ჩვილი წიწვების ნახარში ვიტამინიზებული სასმელია და შესაძლოა გამოყენებული იქნას სურავანდის პროფილაქტიკასა და მკურნალობაში.
სოჭის ფისისაგან მიღებული "სოჭის ბალზამი" მედიცინაში ჭრილობების შეხორცების მასტიმულიზებელ საშუალებადაა ცნობილი, მასვე ხმარობენ მინის შესაწებებლად.

 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად