რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

ჰეპატიტი ინფექციური, ეპიდემიური ჰეპატიტი, ბოტკინის დაავადება, შრატისმიერი ჰეპატიტი, პარენქიმული ჰეპატიტი, ვირუსული ჰეპატიტი - hepatitis infectiosa, hepatitis epidemica  - гепатит инфекционный, гепатит епидемический, болезнь Боткина, сывороточный гепатит, паренхиматозный гепатит, вирусный гепатит

(ლათ.hepatitis იხ. ჰეპატიტი, infectiosus ინფექციური, epidemia იხ. ეპიდემია); morbus Botkini [ლათ. ავადმყოფობა(1832–1889) რუსი ექიმი] – ინფექციური ვირუსული  დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე (Botkina hominis). მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10–12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას – დაბინძურებული ხელებით, საჭმლით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროს დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით, მაგ. ორგანიზმში შრატის შეყვანისას, ვირუსის შემცველი სისხლის გადასხმისას ან არასაკმაოდ გასტერილებული ინსტრუმენტის ხმარებისას, რომლითაც სისხლს უღებდნენ ჰეპატიტით დაავადებულებს. ღვიძლის ეპითელიუმურ უჯრედებში ვირუსი მრავლდება და იწვევს პარენქიმის დაზიანებას. დამახასიათებელია ღვიძლის გადიდება, ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლა. განსაკუთრებით ეს შეეხება პიგმენტების ცვლას (თავდაპირველად მატულობს ურობილინოგენის, შემდეგ კი – ბილირუბინის შემცველობა, რაც განაპირობებს ბოტკინის დაავადების ისეთ მნიშვნელოვან სიმპტომებს, როგორიცაა კანის, ლორწოვანი გარსებისა და სკლერების ყვითლად შეფერვა და აგრეთვე კანის ქავილი. ზოგჯერ სიყვითლე გამოხატული არ არის, მაგრამ ასეთი ავადმყოფები ისევე საშიშნი არიან გარშემო მყოფთათვის, როგორც ტიპიური ფორმით დაავადებულნი. სისხლის სურათის მხრივ აღინიშნება ლეიკოპენია ლიმფოციტოზით.

 

როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად