რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

მარწყვაბალახა - Potentilla tormentilla Neck - Лапчатка прямостоячая

მარწყვაბალახა ხალხურ მედიცინაში კარგად ცნობილი მცენარეა. მან სახელწოდება მიიღო სიტყვებისაგან tormind (ასე უწოდებენ შუა საუკუნეებში დიზენტერიას, რომლის საწინააღმდეგოდაც იყენებდნენ მცენარეს) და potentilla "ძალა".
მარწყვაბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფესურა გორგლისებრია ან მოკლეცილინდრული. ღერო სწორმდგომია ან ამართებადი, წვრილი; ზემოთა ნაწილში დატოტვილი. ღეროს ფოთლები მჯდომარეა, სამყურა, ორი მსხვილი თანაფოთლით. ფოთოლაკები ლანცეტისებრია ან მოგრძო-სოლისებრი. მსხვილ-ხერხკბილა ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ყვავილობის დროს უკვე დამჭკნარია. ყვავილები სწორია, მარტოული, სხედან წვრილ გრძელ ყუნწებზე. ჯამი ორმაგია, 4 გარეთა და 4 შიდა ერთმანეთის მონაცვლე ფოთლით. გვირგვინი ოთხფურცლიანია, რითაც განსხვავდება დანარჩენი სახეობის მარწყვაბალახებისაგან, რომელთაც აქვთ გვირგვინის 5 ფურცელი. ფურცლები ოქროსფერ-მოყვითალოა, ფუძესთან წრიული ლაქებით. მტვრიანა ბევრი აქვს, ნაყოფი მშრალია.
მარწყვაბალახა გვხვდება წიწვოვან და წიწვოვან-წვრილფოთლოვან ტყეებში, მდებლოებში და ტყის პირებში, მდინარის ნაპირის გასწვრივ, ბუჩქნარებში, შოთხვსა და ტირიფთან ერთად. ნესტიან ადგილებში ვითარდება უფრო მსხვილი ფესურებით.
ფესურას აგროვებენ შემოდგომით, აცლიან წვრილ ფესვებს, რეცხავენ და აშრობენ. გამშრალი ფესურები მაგარია და მძიმე, მაგრამ მათი დანაყვა ადვილია. გარედან მუქი-რუხია, გადატეხის ადგილას მუქი წითელი ან მოწითალო-წაბლისფერი. გემო ძალიან მწკლარტე აქვს. შეიცავს 15-30% სათრიმლავ ნივთიერებებს. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები, გლიკოზიდი ტორმენტილინი, ქინაქინის მჟავა, ფისები, ეთერზეთის კვალი.


მარწყვაბალახას იყენებენ როგორც შემკვრელ, სისხლდენის შემაჩერებელ და ბაქტერიოციდულ საშუალებას. გარედან - ყელში გამოსავლებად და საფენებად, შინაგანად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის დროს.
ამ დროს იყენებენ ნახარშს ან ნაყენს.
ნახარშის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მსხვილად დანაყილი ფესურა, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ, დაუმატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-5-ჯერ ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
მარწყვაბალახა შედის რთული ნაკრებების შემადგენლობაში.

ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად