რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

აბსცესი პირის ღრუს - Mouth abscess - абсцесс ротовой полости

პირის ღრუს ფსკერის აბსცესი.  თავდაპირველად ენის ძირი შეწითლდება. მცირე ხნის შემდეგ ეს უბანი მკვრივდება, ლაპარაკისა და ჭამის დროს მტკივნეულია. ენა ნაკლებად მოძრავი ხდება და მაღლა იწევს. პირის ღრუს ფსკერის შეშუპება თანდათან იმატებს. საერთო მდგომარეობა უარესდება. შესაძლოა, ჩირქგროვა თავისთავად გაიხსნას პირის ღრუში. ასეთ შემთხვევაში მწვავე გამოვლინებები ცხრება, მაგრამ არსებობს ჩირქის ხახასა და ყელში გავრცელების საფრთხე.

სასის აბსცესი. ის უმეტესად ზედა ყბის კბილების (უფრო ხშირად - მეორე საღეჭის, ეშვის ან მეორე პრემოლარის) პერიოდონტიტის დროს ვითარდება. თავდაპირველად მაგარი სასის არეში ტკივილი აღმოცენდება. ლორწოვანი გარსი წითლდება. მისი გამობერვის შემდეგ ტკივილი უფრო ინტენსიური ხდება. საკვების მიღება ძნელდება. შესაძლოა, ჩირქგროვა თავისთავად გაიხსნას, რის შემდეგაც მდგომარეობა მსუბუქდება, თუმცა ჩირქი მაგარი სასის დიდ ფართობზე რომ არ გავრცელდეს და ოსტეომიელიტი არ განვითარდეს, სასურველია, აბსცესი ექიმმა გახსნას. მასთან მისვლამდე ავადმყოფმა უნდა მიიღოს გამაყუჩებელი საშუალებები და გამოივლოს თბილი სავლები.

ლოყის აბსცესი. პროცესის გავრცელების კვალობაზე, შეშუპება და სიწითლე შესაძლოა გამოხატული იყოს ან ლოყის გარეთა ზედაპირზე - კანის საფარველზე, ან შიგნითა მხარეს - ლორწოვანზე. ტკივილი სუსტია, თუმცა პირის გაღებისას ძლიერდება. ყოველივე ამას თან სდევს ზომიერი საერთო სისუსტე. საშიშია ჩირქოვანი პროცესის სახის მეზობელ უბნებში გავრცელება. ექიმთან მისვლამდე (რაც აუცილებელია) რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებლის მიღება, თბილი სახვევები და სავლები.

ენის აბსცესი იწყება ენის ტკივილით, რომელიც სწრაფად ძლიერდება. ენა დიდდება, მაღლა იწევს და ნაკლებად მოძრავი ხდება. მკვეთრად იზღუდება ღეჭვა და ყლაპვა. ხშირად ირღვევა სუნთქვა. იშვიათად ამას ერთვის სულის ხუთვაც.
 ასეთი ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია.

 

თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად