რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

აბსცესი ღვიძლის - Abscessus hepatis - абсцесс печени

ღვიძლის აბსცესი ამებური დიზენტერიის, ზოგადი ჩირქოვანი ინფექციის, პიელონეფრიტის, ჩირქოვანი ქოლანგიტის გართულების შედეგად ვითარდება. განასხვავებენ მის სამ ძირითად სახეს: ამებურს, ბაცილურსა და ჩირქოვანს. ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე ტრავმები, დაავადებები და ინტოქსიკაცია ღვიძლის აბსცესის რისკფაქტორებს წარმოადგენს.

სიმპტომები და მიმდინარეობა
საწყის სტადიაზე დაავადება მკვეთრად გამოხატული არ არის. მერე და მერე მისი ნიშნები უფრო შესამჩნევი ხდება, მაგრამ საერთო მდგომარეობის სიმძიმის გამო კლინიკური სურათი მაინც დაბინდულია. ღვიძლის აბსცესი ნელა ვითარდება. სიმპტომატიკაც თანდათანობით ვლინდება. ავადმყოფი მარჯვენა ფედქვეშა არეში ძლიერ და მუდმივ ტკივილს უჩივის. აბსცესის ზრდის კვალდაკვალ ტკივილი ძლიერდება და მჭრელი ხდება. მუცლის მარჯვენა ნახევარსა და გულმკერდში შეიგრძნობა სიმძიმე და დაძაბულობა, რომელიც თანდათან იმატებს. ადამიანი ზოგავს მტკივან მხარეს, რის გამოც სიარულისა და წოლის მანერას იცვლის. ნებისმიერი მოძრაობა ღვიძლის ტკივილს იწვევს. პიოგენური აბსცესისა და მეორეული ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მძიმე ჩირქოვანი ინტოქსიკაცია. მუცლის კუნთები მარჯვნივ ოდნავ დაჭიმულია, შეხებისას აბსცესის საპროექციო არეში ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა. პულსი სუსტია, მაგრამ ხშირი - 120-140 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა დაქვეითებულია. კლინიკური სურათი სეფსისის მძიმე შემთხვევას მოგვაგონებს.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ინფორმაციულია რენტგენოგრაფია, ღვიძლის სკანირება, ექოსკოპია, ლაპაროსკოპია. დიაგნოზის დასაზუსტებლად წვრილი ნემსით აბსცესის პუნქციას მიმართავენ. ღვიძლის ამებური აბსცესის დროს, სიმძიმის კვალობაზე, მიმართავენ კონსერვატიულ ან კონსერვატიულ-ქირურგიულ მკურნალობას, ღვიძლის პიოგენიური აბსცესი კი ოპერაციულ ჩარევას მოითხოვს.

 

თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად