რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

სალბი - Salvia officinalis - Шалфей лекарственный

სალბი მრავალწლიანი ნახევრადბუჩქოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, სიმაღლით 20-80 სმ, იშვიათად 100 სმ. ფესვი ძლიერია, მერქნისებრი. ღეროები დატოტვილია, ქვემოთ მერქნისებრი. განვითარების პირველ წელს ქვემოთ ოთხწახნაგოვანია, ღეროს ძირში მოკლე, ხშირფოთლებიანი ყლორტებით. ფოთლები მოგრძოა, მოპირისპირე, ყუნწიანი, სიგრძით 2-8 სმ, სიგანით 0,8-2,5 სმ, ნაოჭიანი, შებუსული, განსაკუთრებით ქვედა მხრიდან, მონაცრისფრო-მწვანე. ვეგეტაციის დამთავრების შემდეგ ფოთლები იცვლიან ფერს მოვერცხლისფრო-ნაცრისფრად. ყვავილედი მარტივია ან დატოტვილი 6-7 ათყვავილოვანი ცრუ რგოლით. მოლურჯო-იისსფერი ყვავილები სხედან თანაყვავილედების უბეებში. ნაყოფი იშლება ოთხ ერთთესლიან კაკლუჭად. ყვავილობს მაის-ივნისში.
ნედლეულის შეგროვებას აწარმოებენ ნაყოფის შემოსვლის დროს, ივლისის დასაწყისიდან ოქტომბრამდე. ამ დროს ფოთლებში ეთერზეთის მეტი რაოდენობაა, აშრობენ ჰაერზე, მზეზე ან ჩრდილში 40-50 სმ სისქეზე გაშლილს. შემდეგ გამშრალ ბალახს აცლიან ფოთლებს და ინახავენ მშრალ ადგილას არაუმეტეს 1,5 წლისა.
სალბის ყველა ნაწილი (ღერო, ფოთლები, ყვავილები), შეიცავს ეთერზეთს, ფოთლებში აგრეთვე არის ალკალოიდები, სათრიმლავი ნივთიერებები, ურსოლის, ოლეანოლის მჟავები, პარადიფენოლი, B ჯგუფის ვიტამინები.
სალბის ნაყენებსა და ნახარშებს ძირითადად იყენებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო ბაქტერიოსტატიკური თვისებების, მადეზინფიცირებელ საშუალებას პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. ხალხურ მედიცინაში სალბის ფოთლები გამოიყენება გასტრიტების, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების დაავადების, ბრონქიტების დროს, აგრეთვე როგორც ამოსახველებელი, ხველის შემარბილებელი, შარდმდენი საშუალება.
სალბის ნაყენის მისაღებად 10 გრ (2 სუფრის კოვზი) ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილზე არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოიყენება პირის ღრუში, ყელში გამოსავლებად. სალბის ნაყენში დასველებული დოლბანდის საფენები გამოიყენება კანის დაზიანების, ჭრილობების, დამწვრობის, მოყინვის დროს.
თვლიან, რომ სალბის ნაყენის მიღება ამცირებს ოფლის გამოყოფას. ამიტომ ურჩევენ მის მიღებას ძლიერი ოფლიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში.
მის ნაყენს იყენებენ აგრეთვე როგორც კოსმეტიკურ საშუალებას ფერისმჭამელების სამკურნალოდ. ამისათვის ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ არაუმეტეს 5 წუთისა, ხმარობენ თბილი საფენების სახით.

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად