რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

თირკმლის ჩაი - Orthosiphon stamineus Benth - Почечный Чай
თირკმლის ჩაი ძლიერ დატოტვილი მარადმწვანე ბუჩქისებრი მცენარეა, სიმაღლით 150 სმ-მდე. მისი სამშობლო სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ტროპიკებია. ჩვენში ხარობს სუბტროპიკულ რაიონებში, როგორც ერთწლიანი კულტურა, სიმაღლით 70 სმ. ფესვთა სისტემა ფუნჯისებურია და ძლიერ დატოტვილი. ღეროები ოთხკუთხაა, ქვემოთ მოშინდისფრო-იისფერი, ხოლო ზედა ნაწილში მომწვანო-იისფერი ან მწვანე, იისფერი კვანძებით. ფოთლები მოკლეყუნწიანია სიგრძით 2-10 სმ, სიგანით 1,5-4 მ. ფოთლები მოპირისპირეა, ამასთან მომდევნო წყვილი წინა წყვილის მიმართ სწორი კუთხითაა განლაგებული. ღეროს ქვედა ნაწილში მდებარე ფოთლები ძარღვების გასწვრივ შებუსვილია, ოვალური, რომბისებურ-ოვალური ან ფართო ლანცეტური ფორმის, გადაწეული წვერით, მისი კიდეები არათანაბრად მსხვილად დაკბილულია. ყვავილები მქრალი-იისფერია, ორსქესიანი. ყვავილედი ქმნის პირამიდულ მტევანს, სიგრძით 4-6 სმ. ნაყოფი შედგება 1-4 კაკლისაგან. ყვავილობს ივლის-სექტემბერში.
სამკურნალოდ გამოიყენება ფოთლები და ყლორტები 2-3 წყვილი ფოთლით. საზოგადოდ, ფოთლების ფერი მონაცრისფრო-მწვანეა, ხოლო ცალკეული ფოთოლი ზემოთა მხრიდან მურა-იისფერია. ასეთივე ფერისაა მცენარის ღეროებიც. მოკრეფის შემდეგ ნედლეულს ინახავენ ნაგებობებში, აშრობენ 24-36 სთ-ის განმავლობაში. ამ დროს მასში მიმდინარეობს ფერმენტაცია, შემდეგ კი თხლად ფენენ და სწრაფად აშრობენ მზეზე ან სპეციალურ საშრობებში 45-50 გრადუსზე. გამშრალი ფოთლების შენახვის ვადა 4 წელია.
თირმკლის ჩაი ძლიერ ჰიგროსკოპულია, ამიტომ მას ინახავენ მშრალ ადგილას შუშის ან თუნუქის ქილებში.
ფოთლები და ყლორტები შეიცავენ ტრიტერპენულ საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს: ღვინის, ლიმონის და აგრეთვე ფენოლკაბონის, როზმარინის მჟავებს.
თირკმლის ჩაი გამოიყენება ძირითადად როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს შეშუპება, აზოტის დაგროვება, ალბუმინურია, თირკმლის კენჭოვანი დაავადებები. გამოიყენება აგრეთვე ცისტიტების, ურეთრიტების, დიაბეტის,  ქოლეცესტიტის, ნაღვლის კენჭოვანი დაავადების, გულის იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს შეშუპება. შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფასთან ერთად ორგანიზმიდან გამოიდევნება შარდოვანა, შარდმჟავა და ქლორიდები.
თირკმლის ჩაი შეიძლება მიიღონ საგულე გლიკოზიდებთან ერთად ავადმყოფებმა სისხლის მიმოქცევის II და III ხარისხის დეკომპენსაციის, აგრეთვე ჰიპერტონიული დაავადების დროს, რომელიც თირმკლის ფუნქციის მოშლითაა გამოწვეული. მას, ვისაც ქრონიკული ქოლეცესტიტი და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება აწუხებს, თირკმლის ჩაის მიღებით უძლიერდებათ კუჭის წვენის გამოყოფა და ორგანიზმში მატულობს თავისუფალი მარილმჟავას რაოდენობა.
თირკმლის ჩაის დიდი ხნის განმავლობაში მიღება თირკმელების ბევრი დაავადების დროს ძალზე ეფექტურია და მასთან უკუჩვენებები არა აქვს.
თირმლის ჩაის ნაყენის მოსამზადებლად 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად