რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2019

კითხვა-პასუხი

ბეგქონდარა - Thymus serpyllum - Чабрец
ბეგქონდარა შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა, ამიტომ მის გარშემო ყოველთვის ბევრი პეპელა და ფუტკარია. ეს გარემოება შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ძველ ბერძნებს. მთა ქიმეტორი ბერძნებში ცნობილი იყო შესანიშნავი მარმარილოთი და თაფლით. თაფლისთვის მტვერს ფუტკრები ბეგქონდარაზე აგროვებდნენ. ამ შეუხედავ მცენარეს თაყვანს სცემდნენ როგორც შრომისმოყვარეობის სიმბოლოს. ფუტკრებით გარშემორტყმული ბეგქონდარას ტოტები რაინდების შარფების ყველაზე გავრცელებული სამკაული იყო.
ბეგქონდარა განეკუთვნება ტუჩოსანთა ოჯახს. გვარის დასახელება წარმომდგარია ბერძნული სიტყვისაგან thymos "ძალა", "სული" ამგზნები მოქმედების გამო, ხოლო სახეობისა - ლათინური სიტყვისაგან -serpere-  "ჯგუფურად, გადაბმულად ცოცვა", მცენარის ზრდის ხასიათის გამო. მცენარის ანტიკური სახელწოდებაა - herpyillos.
ბეგქონდარა მრავალწლიანი ნახევარბუჩქია, მისი ღერო მიწაზე გართხმული, ადგილ-ადგილ ფესვგადგმული, დატოტვილი, ქვენა ნაწილში გახევებულია, მოწითალო-მორუხო, მრავალრიცხოვანი შეფოთლილი და ყვავილიანი მოკლე ტოტით. ფოთლები მოპირისპირეა, წვრილი, ოვალური, კვერცხისებრი ან ლანცეტისებრი, მთლიანკიდიანი, მოკლე ყუნწიანი, დაფარულია ლუპაში შესამჩნევი ღრმულებით, რომლებშიც მოთავსებულია ჯირკვლები ეთერზეთით; ფუძესთან აქვს რამდენიმე გრძელი ჯაგარის მაგვარი, თვალით შესამჩნევი ბეწვი. წვრილი ორტუჩიანი მელნისფერ-წითელი ყვავილები შეკრებილია ტოტების ბოლოში ცრუ რგოლებად.
მცენარე ძალიან არომატულია. ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. იგი ხარობს ღია, ქვიშიან ადგილებში, მშრალ ფიჭვნარში, განსაკუთრებით ბევრია სტეპებში. ცნობილია ბეგქონდარას მსგავსი მრავალი სახეობის მცენარე, მაგრამ მათი ქიმიური შემადგენლობა არ არის საკმარისად შესწავლილი.
ნედლეულად აგროვებენ ღეროებს ტოტებიანად ყვავილობის პერიოდში. გაშრობის შემდეგ ღერებს აცილებენ ფოთლებს ან ამტვრევენ და ცხრილავენ რკინის ბადიან საცერში, უხეში ღეროებისა და ფესვების მოსაცილებლად. რეკომენდებულია ბალახის მოჭრა დანით ან ნამგლით, რადგან მოგლეჯის შემთხვევაში იგი მიწიდან ფესვებიანად ამოდის. ბეგქონდარა ნელა იზრდება, ცუდად მრავლდება და ბუნებრივია, ფესვებიანად ამოთხრის შემთხვევაში, შესაძლებლია მისი გადაშენება.
ბეგქონდარას ბალახი შეიცავს 0,5-1% ეთერზეთს. ეთერზეთი ძირითადად შედგება არომატული ნახშირწყალბადის თიმოლისაგან. ეთერზეთის სამედიცინო გამოყენება განპირობებულია მასში ფენოლების (60%), კრისტალური თიმოლისა და თხევად კარვაკროლის არსებობით. თიმოლს აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება. ბეგქონდარას შემადგენლობაში შედის მწარე სათრიმლავი ნივთიერებები.
ბეგქონდარას იყენებენ როგორც ამოსახველებელ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, რადიკულიტებისა და ნევრიტების დროს ნახარშისა და ექსტრაქტების სახით. ბეგქონდარას ექსტრაქტი შაქართან ერთად შედის ყივანახველის საწინააღმდეგო პრეპარატში ("პერტუსინი").
ხალხურ მედიცინაში ბეგქონდარას ნახარშს იყენებენ საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის, ნაწლავების შებერვის, ხველის, მკერდის არეში ტკივილისა და უძილობის დროს. აგრეთვე, როგორც შარდმდენ და კუჭის გასამაგრებელ საშუალებას. გარეგანად ხმარობენ არომატიზირებული აბაზანების სახით ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ტკივილების დროს. კომპრესებისა და საფენების სახით – ჭრილობის შესახორცებლად და თვალის ტკივილის დროს. ფხვნილი გამოიყენება საყნოსავად გრძნობის დაკარგვისას.
ბეგქონდარას იცნობდნენ ძველ აღმოსავლეთშიც.
ავიცენა წერდა, რომ ძმარში მოხარშული და ვარდის ზეთში შერეული ბეგქონდარას ნაყენის თავის კანში შეზელვა შველის მეხსიერების დაკარგვისა და ფსიქიკური პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, ბეგქონდარა ათავისუფლებს ქალს მკვდარი ნაყოფისაგან, ხელს უწყობს შარდის გამოყოფასა და მენსტრუაციას. ველური ბეგქონდარას ფოთლების საფენის შუბლზე და თავზე დადება აყუჩებს თავის ტკივილს.
ბალახეული ნაყენები: ბალახეულ ნაყენებს ორგვარად - ცხელი და ცივი მეთოდით - ამზადებენ. ცივი მეთოდი ასეთია: ნედლეულს
ბებიაჩემი გამუდმებით ჩამჩიჩინებს, რომ კანი კოსმეტიკით არ უნდა გადავტვირთო, რომ კონსერვანტები ზამთარშიც ეყოფა, ახლა კი დასვენება და ცოცხალი ვიტამინები სჭირდება. მართლა ასეა თუ არა?


ბაღი ნამდვილად ყველა სახლს დაამშვენებს. ბაღიან ეზოში დასვენება, განტვირთვა ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა.
აღმოსავლელი მკურნალები გვირჩევენ:

კვების სიბრძნე
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად