რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დერმატიტი  - dermatitis, dermitis  - дерматит, воспаление кожи

[ბერძნ. derma (ნათ.dermatos) კანი, -itis ანთება] - კანის ანთება, რომელსაც იწვევს გარემოს სხვადასხვა აგენტის უშუალო მოქმედება. დერმატიტის გამომწვევი ზოგიერთი გამღიზიანებლის (ძლიერი მჟავების, ტუტეების, მაღალი და დაბალი ტემპერატურისა და სხვ.) ზემოქმედებით დაავადება შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს, ზოგიერთი კი მხოლოდ იმ პორებზე მოქმედებს რომელთაც მომატებული მგრძნობიარობა აქვთ ამ გამღიზიანებლისადმი (ე.წ. ალერგიული დერმატიტი). არსებობს დერმატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე დერმატიტს ახასიათებს კანის სიწითლე და შეშუპება, წვის, ჩხვლეტის, ზოგჯერ ტკივილის ან ქავილის შეგრძნება. გაწითლებულ კანზე შეიძლება წარმოიქმნეს ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდება და ნაჭდებევს ტოვებს; უფრო იშვიათია კანის დაწყლულება ან ნეკროზი. ქრონიკულ დერმატიტს, რომელიც შედარებით სუსტი გამაღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ვითარდება, ახასიათებს კანის მოლურჯო შეფერილობა და რქოვანათა შრის შესქელება. გამაღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დერმატიტი მალე ქრება.

 იხილეთ ენციკლოპედიაში 

 

ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად