რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

კითხვა-პასუხი

გონორეა, სუსუნატი - gonorrhoea  - гонорея, триппер

(ბერძნ. gonos თესლი, rheo მოვედინები) - ინფექციური ვენერიული დაავადება. გამომწვევია გონოკოკი, დაავადების წყაროა გონორეით დაავადებული ადამიანი. თითქმის მუდამ სქესობრივი გზით ვრცელდება. არასქესობრივი გზით იშვიათად ავადდებიან მცირეწლოვანი გოგონები, თუ დაავადებული დედის ან მომვლელის მიერ გონოკოკით დაბინძურებულ ნივთებს იხმარენ. ზოგჯერ დაავადება ავადმყოფი დედისგან მშობიარობისას გადაედება ნაყოფს. გონოკოკი შეიძლება მოხვდეს ნაყოფის თვალის ლორწოვან გარსზე და გლემორეა გამოიწვიოს. შარდ–სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე მოხვედრილი გონოკოკები სწრაფად მრავლდებიან და იწვევენ ანთებას. გონორეის ადრეული ნიშნებია წვა და ქავილი მოშარდვისას, რასაც მალე დაერთვის ანთებითი ინფილტრაცია და ჩირქის გამოყოფა. შემდგომ ინფილტრატის ადგილზე ვითარდება ნაწიბური, რომელიც ზოგჯერ ავიწროებს შარდსადენს. თუ ნაწიბური მამაკაცის სათესლეების დანამატებისა და ქალის ფალოპის ლულებში განვითარდა, მას ამ ორგანოთა გაუვალობა მოსდევს, რაც ხშირად უნაყოფობის მიზეზი ხდება. გონოკოკების სისხლში მოხვედარამ შეიძლება დააზიანოს სახსრები, კუნთები, ძვლები და ნერვული სისტემა. დაგვიანებული ან არასწორი მკურნალობისა და რეჟიმის დარღვევის შედეგად პროცესი ქრონიკულ ხასიათს ღებულობს.

 იხილეთ ენციკლოპედიაში 

 

ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად