/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დაავადებები, მკურნალობა

სისხლდენით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში

სისხლდენით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში
ადამიანის ორგანიზმის ჯანსაღი ფუნქციობისთვის სისხლს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამაზე აღარ შევჩერდებით. მხოლოდ იმას გავუსვამთ ხაზს, რომ გაცილებით მეტია მისი მნიშვნელობა ბავშვთა ასაკში,

ამიტომ სისხლის უმნიშვნელო დანაკარგმაც კი შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ჩვენი სტუმარი, ჰემატოლოგი ნინო ბეგიაშვილი, გვესაუბრება სისხლდენით მიმდინარე თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებზე, რომლებიც უმეტესად ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.

- რა არის ჰემოფილია?

- ჰემოფილია თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლის შედედების უნარის დაქვეითებით გამოიხატება. მისი სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს და სისხლდენისადმი მიდრეკილებას ნიშნავს. ჰემოფილია სქესთან შეჭიდული დაავადება გახლავთ - ავადდებიან მხოლოდ მამაკაცები, ქალი კი პათოლოგიური გენის გადამტანია. არსებობს ორი სახის ჰემოფილია: ჰემოფილია A - სისხლის შემდედებელი პლაზმური VIII ფაქტორის დეფიციტი და ჰემოფილია B (კრისმასის დაავადება) - IX ფაქტორის დეფიციტი. მიმდინარეობაც სხვადასხვანაირია, რის კვალობაზეც განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- რა ასაკში ვლინდება ჰემოფილია და როგორ?

- მძიმე ჰემოფილია დაბადებიდან რამდენიმე თვეში ვლინდება კანქვეშა ჩალურჯებებით, კბილების ამოსვლისას ღრძილებიდან სისხლდენით და სხვა, საშუალო სიმძიმისა - ფეხის ადგმის შემდეგ, მცირე ტრავმების შედეგად; მსუბუქი - მხოლოდ მძიმე ტრავმის ან ქირურგიული ოპერაციისას, კბილის ამოღებისას.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ, ვარ 14 კვირის ორსული, მაქვს ორსულთა ფიზიოლოგიური თრომბოციტიპენია, დღეის მონაცემებით თრომბოციტების რაოდენობა მაქვს 106. პირველი ორსულობა შემიწყდა 11 კვირაზე, მეორე ბავშვზე დამჭირდა საკეისრო კვეთა, მაქვს მხედველობის პრობლემა(ცალ თვალში თითქმის ვერ ვიხედები),ასევე მაქვს სწორი ნაწლავის პოლიპი, განაკეთები მაქვს მიომის ოპერაცია(დამჭირდა სისხლის გადასხმა) და ვარ 42 წლის. ამ ფონზე გინეკოლოგები მაინც მეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ არის საკეისრო ჩვენება და უნდა ვიმშობიარო ბუნებრივად, გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად უსაფრთხოა თრომბოციტების ეს რაოდენობა(პირველი ორსულობის დროს მქონდა 86) და ბუნებრივი მშობიარობა? რას მირჩევთ ასე ცალსახად ბუნებრივ მშობიარობას, თუ კონსულტაცია გავიარო სხვა მეანთან და განვიხილო საკეისრო კვეთაც?(პ.ს აქვე დავამატებ, რომ ამ ეტაპზე ჩემი მასის ინდექსის 38). მადლობა წინასწარ.</p>

- აუცილებლად გადაეცემა თუ არა ჰემოფილია მშობლისგან შვილს?

- ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცის ვაჟი ჯანმრთელი იბადება, ხოლო ქალიშვილი - გენის მატარებელი. ჯანმრთელი ვაჟის შთამომავლობა ამ დაავადებისგან დაზღვეულია, გენის მატარებელ ქალიშვილს კი შესაძლოა შეეძინოს როგორც დაავადებული, ისე ჯანმრთელი ვაჟი, - ალბათობა 50/50-ზეა, იმისდა მიხედვით, დეფექტურ გენს მიიღებს იგი დედისგან თუ ჯანმრთელს, - და დაავადებული ან ჯანსაღი გენის მატარებელი ქალიშვილი - ალბათობა ისეთივეა. ასე გრძელდება უსასრულოდ. ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცისა და გენის მატარებელი ქალის შეუღლება ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შესაძლოა, დაიბადოს ჰემოფილიით დაავადებული გოგონა.

ასევე დაგაინტერესებთ
ჰემოფილია - სისხლდენით მიმდინარე გენეტიკური დაავადება

- რა სიმპტომები ახასიათებს ჰემოფილიას?

- დაავადებას ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა - ძლიერი, მასიური, მტკივნეული სისხლჩაქცევები და სისხლდენები სახსრებში, კუნთებში, აპონევროზის ქვეშ. ჰემატომაში შესაძლოა ჩალაგდეს კალციუმი და ფსევდოსიმსივნის შთაბეჭდილება დატოვოს. სახსრებში სისხლჩაქცევის შედეგად სახსრის ფუნქცია ქვეითდება, მოძრაობა იზღუდება. განმეორებითი სისხლჩაქცევის შემთხვევაში ვითარდება კონტრაქტურა, საბოლოოდ კი ანკილოზი და ადამიანი ინვალიდდება. მძიმე ჰემოფილიის დროს სახსრებში სისხლჩაქცევები სამ წლამდე ასაკში იწყება. სახსრები უმეტესად ასეთი თანმიმდევრობით ზიანდება:

  • მუხლის სახსარი - ასიდან 4 შემთხვევაში
  • იდაყვის სახსარი - ასიდან 25 შემთხვევაში
  • კოჭ-წვივის სახსარი - ასიდან 15 შემთხვევაში
  • მხრის სახსარი - ასიდან 8 შემთხვევაში
  • მენჯ-ბარძაყის სახსარი - 5-8 შემთხვევაში

ხდება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენებიც - თავის ქალას, გულმკერდის, მუცლის ღრუს მიდამოებში.

ჰემოფილიით დაავადებულებმა კბილებს განსაკუთრებით უნდა მოუარონ. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია კარიესისა და ღრძილების ანთების პროფილაქტიკა. მოგეხსენებათ, კარიესს ბაქტერიების ზემოქმედებით კბილის მინანქრისა და დენტინის დარბილება, დემინერალიზაცია განაპირობებს. როცა საკვებში შაქარი ჭარბადაა, პირის ღრუში წარმოიქმნება მჟავე არე, რომელიც კბილებიდან კალციუმის კარგვას იწვევს, მინანქრის დარბილებას კი ანთებითი პროცესის ნერვამდე გავრცელება მოჰყვება, რაც ტკივილით ვლინდება.

ამგვარად, კარიესის მთავარი მიზეზია იმ პროდუქტების ჭარბი გამოყენება, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს შაქარს. ასეთია კანფეტები, საკონდიტრო ნაწარმი, უალკოჰოლო გაზიანი და ტკბილი სასმელები - სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს. დაიმახსოვრეთ: დემინერალიზაციას ხელს უწყობს ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ხილის წვენების სმა. მჟავე ხილის მეტისმეტ სიყვარულსაც კბილის სტრუქტურის ცვლილებამდე მივყავართ.

კარიესი თავიდან რომ აიცილოთ, რამდენიმე წესი დაიცავით:

  • მიაჩვიეთ ბავშვი, ყოველი ჭამის შემდეგ საგულდაგულოდ გამოივლოს პირში ნელთბილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი.
  • ფრთხილად გაიხეხოს კბილები რბილი ჯაგრისით - თითოეული მიკროტრავმა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
  • გაამდიდრეთ ბავშვის ყოველდღიური რაციონი ფთორით მდიდარი საკვებით. ამ გზით კბილებს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავთ.

- რას უნდა უფრთხოდეს ჰემოფილიით დაავადებული ყველაზე მეტად?

- დაავადების მთავარი სიმპტომი, სისხლდენა, თუ დროულად არ შევაჩერეთ, უკვე რისკია. გარდა ამისა, მოსალოდნელია სისხლის გადასხმის შედეგად B, C ჰეპატიტით ან აივით ინფიცირება. 1980-იანი წლებში ფაქტორ-კონცენტრატის თერმული დამუშავების მეთოდის შემოღებამდე თითქმის ყველა ჰემოფილიით დაავადებული C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირდა. ბოლო ხანს საქართველოში ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენებამ მინიმუმამდე შეამცირა ინფიცირების ალბათობა, ამიტომ მოზრდილებში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბავშვებში.

- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია?

- 20-25 წლის წინ განვითარებულ ქვეყნებში პათოლოგიური გენის მატარებელი მრავალი ქალი ორსულობის მე-12-16 კვირას გენეტიკური კონსულტაციისთვის ჰემოფილიის ცენტრებს მიმართავდა. ტარდებოდა ნაყოფის სქესის გამოკვლევა, შემდეგ მამრობითი სქესის ნაყოფის უჯრედს ჰემოფილიის გენზე იკვლევდნენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ოჯახს ეძლეოდა რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში ხელოვნურად შეეწყვიტა ორსულობა. საბედნიეროდ, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იმდენად ეფექტურია, რომ ჰემოფილიით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი დანარჩენი მოსახლეობისას გაუტოლდა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს აღარ მიმართავენ. სულ სხვა დატვირთვა აქვს ჰემოფილიის გენის პოტენციურად მატარებელი გოგონას გენეტიკურ კონსულტაციას. ამ კონსულტაციის შედეგად გოგონა და მისი ოჯახი დარწმუნდებიან, რომ იგი ჯანმრთელია და მის შთამომავლობას არაფერი ემუქრება, ხოლო თუ გენის მატარებელი აღმოჩნდა, ფსიქოლოგიურად მოემზადება დაავადებული ვაჟის გაჩენისთვის.

- როგორ მკურნალობენ ჰემოფილიას?

- ჰემოფილიური სისხლდენის მკურნალობის ძირითადი მეთოდი დეფიციტური (VIII ან IX) ფაქტორით ჩანაცვლებითი თერაპიაა. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ასევე - საქართველოშიც, ფართოდ გამოიყენება ფაქტორ-კონცენტრატები, ასე რომ, ურგენტულ შემთხვევაში პაციენტის დახმარება შეგვიძლია. რაც შეეხება პროფილაქტიკის მიზნით ფაქტორ-კონცენტრატების შეყვანას, მათი სიმცირისა და სიძვირის გამო ჩვენში ასეთი პრაქტიკა დანერგილი არ არის, თუმცა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს უტარდებათ პროფილაქტიკური ინფუზიები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინვალიდების რაოდენობასა და ინვალიდობის ხარისხს.

ჰემოფილიური ართროპათიების შემთხვევაში მიმართავენ ორთოპედიულ ოპერაციებს (სახსრის პროთეზირება), სამკურნალო ვარჯიშებს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ფაქტორ-კონცენტრატების წყალობით შესაძლებელია, ამ კატეგორიის პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ურთულესი ქირურგიული ოპერაციებიც კი სისხლის მინიმალური დანაკარგით ჩაუტარდეთ.

- როგორია პერსპექტივა, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების განკურნება გენური ინჟინერიის საშუალებით?

- უკვე რამდენიმე ათეული წელია, გენეტიკოსები ამ საკითხზე მუშაობენ. მოხერხდა ჰემოფილიის გენის გამოყოფა და ბაქტერიის გენეტიკურ აპარატში ჩაკერება. ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს ცდები ცხოველებზე. აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ გენური თერაპია პაციენტს სიკეთესთან ერთად საშინელ გენეტიკურ ზიანსაც არ მიაყენებს. ამას დრო გვიჩვენებს...

- სისხლდენით მიმდინარე კიდევ რომელი დაავადებები გვხვდება ბავშვებში?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ თრომბოციტოპენიური პურპურა ანუ ვერლჰოფის დაავადება, არათრომბოციტოპენიური პურპურა ანუ კაპილაროტოქსიკოზი, მწვავე ლეიკემია. მოკლედ მიმოვიხილავ თითოეულ მათგანს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

გრიპის პროფილაქტიკა, რაც ყველამ უნდა იცოდეს
გრიპის პროფილაქტიკა, რაც ყველამ უნდა იცოდეს
გრიპი მძიმე ინფექციური დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს გამოხატული ინტოქსიკაციით და შესაძლებელია ლეტალურადაც კი დასრულდეს, ან დატოვოს სერიოზული გართულებები.
სრულად
მწვავე ვირუსული ინფექციები
მწვავე ვირუსული ინფექციები
გრიპი, კორონავირუსული ინფექციები და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები პირველ ადგილზეა ყოველწლიურად ადამიანთა დაავადების კუთხით.
სრულად
ჰერპესვირუსის სიმპტომები და მკურნალობა
ჰერპესვირუსის სიმპტომები და მკურნალობა
ჰერპესის ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. არსებობს ჰერპესის ორასზე მეტი შტამი,
სრულად
სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები
სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები
სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ვირუსულ ინფექციებს, ესენია:
სრულად
ვირუსთა სამყარო
ვირუსთა სამყარო
ვირუსები დედამიწის აბორიგენები არიან, ისინი პლანეტის შექმნისას მოხვდნენ ჩვენთან, ცხოვრობენ ყველგან: კოსმოსში, წყალში, ჰაერში, მიწაზე, ყველგან, სადაც ადამიანი, ცხოველი და მცენარეა.
სრულად
სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები
სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები
სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები მრავალფეროვანი კლინიკური გამოვლინებით ხასიათდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ზოგადი ქირურგია

გამარჯობათ ვარ ბიჭი და მაინტერესებს ანუ იცით როგორ მემართება? კუჭშირომ გავდივარ და ბოდიშით და ვიწმენდავ ხომ ვდგები იმ მომენტში ვისუფთავებ კარგად ქაღალდით და რო აღარ მრჩება არაფერი თავისთავად ვდგები მარა დრორო გადის 20 30 წუთი მაწუხებს ის ფაქტი რო ვგრძნობ რომ ბოდიშით და ტრაკი ისევ გამოსაწმენდი მაქვს და ისევ ქაღალდს რო ვისვამ ძალიანძალიან თხლად ყვითლად ისევ მრჩება განავალი ქააღალდზედა ეს რამეს ნიშნავს?? ან საერთოდ ხდება ასეთირამ? კუჭში გადიოდე იწმენდავდე და 20 30წუთი როგადის ისევ ბოდიშიდა გამოსაწმენდი გრჩება დავიჯერო ნაწლავიდან ან ანალური ნაპრალიდან ძალიან მცირე კიდე გამოდის? და ბოლომდე ვერ გავდივარ თუ რახდება ვერ ვიგებ და ან არის თუარა ეს ბუასილთან რამე კავშირში.. ოღონდ სისხლიანი და რაღაცა არ მაქვს განავალი. იქნებ დროულად გამცეთ პასუხი რახდება ჩემს თავს

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სისხლდენით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლდენით მიმდინარე დაავადებები ბავშვებში

ამიტომ სისხლის უმნიშვნელო დანაკარგმაც კი შესაძლოა მძიმე შედეგი გამოიწვიოს. ჩვენი სტუმარი, ჰემატოლოგი ნინო ბეგიაშვილი, გვესაუბრება სისხლდენით მიმდინარე თანდაყოლილ და შეძენილ დაავადებებზე, რომლებიც უმეტესად ამ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება.

- რა არის ჰემოფილია?

- ჰემოფილია თანდაყოლილი, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც სისხლის შედედების უნარის დაქვეითებით გამოიხატება. მისი სახელწოდება ბერძნულიდან მომდინარეობს და სისხლდენისადმი მიდრეკილებას ნიშნავს. ჰემოფილია სქესთან შეჭიდული დაავადება გახლავთ - ავადდებიან მხოლოდ მამაკაცები, ქალი კი პათოლოგიური გენის გადამტანია. არსებობს ორი სახის ჰემოფილია: ჰემოფილია A - სისხლის შემდედებელი პლაზმური VIII ფაქტორის დეფიციტი და ჰემოფილია B (კრისმასის დაავადება) - IX ფაქტორის დეფიციტი. მიმდინარეობაც სხვადასხვანაირია, რის კვალობაზეც განასხვავებენ დაავადების მძიმე, საშუალო და მსუბუქ ფორმებს.

- რა ასაკში ვლინდება ჰემოფილია და როგორ?

- მძიმე ჰემოფილია დაბადებიდან რამდენიმე თვეში ვლინდება კანქვეშა ჩალურჯებებით, კბილების ამოსვლისას ღრძილებიდან სისხლდენით და სხვა, საშუალო სიმძიმისა - ფეხის ადგმის შემდეგ, მცირე ტრავმების შედეგად; მსუბუქი - მხოლოდ მძიმე ტრავმის ან ქირურგიული ოპერაციისას, კბილის ამოღებისას.

- აუცილებლად გადაეცემა თუ არა ჰემოფილია მშობლისგან შვილს?

- ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცის ვაჟი ჯანმრთელი იბადება, ხოლო ქალიშვილი - გენის მატარებელი. ჯანმრთელი ვაჟის შთამომავლობა ამ დაავადებისგან დაზღვეულია, გენის მატარებელ ქალიშვილს კი შესაძლოა შეეძინოს როგორც დაავადებული, ისე ჯანმრთელი ვაჟი, - ალბათობა 50/50-ზეა, იმისდა მიხედვით, დეფექტურ გენს მიიღებს იგი დედისგან თუ ჯანმრთელს, - და დაავადებული ან ჯანსაღი გენის მატარებელი ქალიშვილი - ალბათობა ისეთივეა. ასე გრძელდება უსასრულოდ. ჰემოფილიით დაავადებული მამაკაცისა და გენის მატარებელი ქალის შეუღლება ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც შესაძლოა, დაიბადოს ჰემოფილიით დაავადებული გოგონა.

- რა სიმპტომები ახასიათებს ჰემოფილიას?

- დაავადებას ახასიათებს ჰემატომური ტიპის სისხლდენა - ძლიერი, მასიური, მტკივნეული სისხლჩაქცევები და სისხლდენები სახსრებში, კუნთებში, აპონევროზის ქვეშ. ჰემატომაში შესაძლოა ჩალაგდეს კალციუმი და ფსევდოსიმსივნის შთაბეჭდილება დატოვოს. სახსრებში სისხლჩაქცევის შედეგად სახსრის ფუნქცია ქვეითდება, მოძრაობა იზღუდება. განმეორებითი სისხლჩაქცევის შემთხვევაში ვითარდება კონტრაქტურა, საბოლოოდ კი ანკილოზი და ადამიანი ინვალიდდება. მძიმე ჰემოფილიის დროს სახსრებში სისხლჩაქცევები სამ წლამდე ასაკში იწყება. სახსრები უმეტესად ასეთი თანმიმდევრობით ზიანდება:

  • მუხლის სახსარი - ასიდან 4 შემთხვევაში
  • იდაყვის სახსარი - ასიდან 25 შემთხვევაში
  • კოჭ-წვივის სახსარი - ასიდან 15 შემთხვევაში
  • მხრის სახსარი - ასიდან 8 შემთხვევაში
  • მენჯ-ბარძაყის სახსარი - 5-8 შემთხვევაში

ხდება სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენებიც - თავის ქალას, გულმკერდის, მუცლის ღრუს მიდამოებში.

ჰემოფილიით დაავადებულებმა კბილებს განსაკუთრებით უნდა მოუარონ. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია კარიესისა და ღრძილების ანთების პროფილაქტიკა. მოგეხსენებათ, კარიესს ბაქტერიების ზემოქმედებით კბილის მინანქრისა და დენტინის დარბილება, დემინერალიზაცია განაპირობებს. როცა საკვებში შაქარი ჭარბადაა, პირის ღრუში წარმოიქმნება მჟავე არე, რომელიც კბილებიდან კალციუმის კარგვას იწვევს, მინანქრის დარბილებას კი ანთებითი პროცესის ნერვამდე გავრცელება მოჰყვება, რაც ტკივილით ვლინდება.

ამგვარად, კარიესის მთავარი მიზეზია იმ პროდუქტების ჭარბი გამოყენება, რომლებიც დიდი ოდენობით შეიცავს შაქარს. ასეთია კანფეტები, საკონდიტრო ნაწარმი, უალკოჰოლო გაზიანი და ტკბილი სასმელები - სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად უყვართ ბავშვებს. დაიმახსოვრეთ: დემინერალიზაციას ხელს უწყობს ჩვეულებრივი წყლის ნაცვლად ხილის წვენების სმა. მჟავე ხილის მეტისმეტ სიყვარულსაც კბილის სტრუქტურის ცვლილებამდე მივყავართ.

კარიესი თავიდან რომ აიცილოთ, რამდენიმე წესი დაიცავით:

  • მიაჩვიეთ ბავშვი, ყოველი ჭამის შემდეგ საგულდაგულოდ გამოივლოს პირში ნელთბილი ან ოთახის ტემპერატურის წყალი.
  • ფრთხილად გაიხეხოს კბილები რბილი ჯაგრისით - თითოეული მიკროტრავმა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.
  • გაამდიდრეთ ბავშვის ყოველდღიური რაციონი ფთორით მდიდარი საკვებით. ამ გზით კბილებს მავნე ზემოქმედებისგან დაიცავთ.

- რას უნდა უფრთხოდეს ჰემოფილიით დაავადებული ყველაზე მეტად?

- დაავადების მთავარი სიმპტომი, სისხლდენა, თუ დროულად არ შევაჩერეთ, უკვე რისკია. გარდა ამისა, მოსალოდნელია სისხლის გადასხმის შედეგად B, C ჰეპატიტით ან აივით ინფიცირება. 1980-იანი წლებში ფაქტორ-კონცენტრატის თერმული დამუშავების მეთოდის შემოღებამდე თითქმის ყველა ჰემოფილიით დაავადებული C ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირდა. ბოლო ხანს საქართველოში ფაქტორ-კონცენტრატების გამოყენებამ მინიმუმამდე შეამცირა ინფიცირების ალბათობა, ამიტომ მოზრდილებში ინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე ბავშვებში.

- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია?

- 20-25 წლის წინ განვითარებულ ქვეყნებში პათოლოგიური გენის მატარებელი მრავალი ქალი ორსულობის მე-12-16 კვირას გენეტიკური კონსულტაციისთვის ჰემოფილიის ცენტრებს მიმართავდა. ტარდებოდა ნაყოფის სქესის გამოკვლევა, შემდეგ მამრობითი სქესის ნაყოფის უჯრედს ჰემოფილიის გენზე იკვლევდნენ და დადებითი პასუხის შემთხვევაში ოჯახს ეძლეოდა რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში ხელოვნურად შეეწყვიტა ორსულობა. საბედნიეროდ, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები იმდენად ეფექტურია, რომ ჰემოფილიით დაავადებულთა სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი დანარჩენი მოსახლეობისას გაუტოლდა, ამიტომ დღეს ამ მეთოდს აღარ მიმართავენ. სულ სხვა დატვირთვა აქვს ჰემოფილიის გენის პოტენციურად მატარებელი გოგონას გენეტიკურ კონსულტაციას. ამ კონსულტაციის შედეგად გოგონა და მისი ოჯახი დარწმუნდებიან, რომ იგი ჯანმრთელია და მის შთამომავლობას არაფერი ემუქრება, ხოლო თუ გენის მატარებელი აღმოჩნდა, ფსიქოლოგიურად მოემზადება დაავადებული ვაჟის გაჩენისთვის.

- როგორ მკურნალობენ ჰემოფილიას?

- ჰემოფილიური სისხლდენის მკურნალობის ძირითადი მეთოდი დეფიციტური (VIII ან IX) ფაქტორით ჩანაცვლებითი თერაპიაა. მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ასევე - საქართველოშიც, ფართოდ გამოიყენება ფაქტორ-კონცენტრატები, ასე რომ, ურგენტულ შემთხვევაში პაციენტის დახმარება შეგვიძლია. რაც შეეხება პროფილაქტიკის მიზნით ფაქტორ-კონცენტრატების შეყვანას, მათი სიმცირისა და სიძვირის გამო ჩვენში ასეთი პრაქტიკა დანერგილი არ არის, თუმცა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ბავშვებს უტარდებათ პროფილაქტიკური ინფუზიები, რაც მინიმუმამდე ამცირებს ინვალიდების რაოდენობასა და ინვალიდობის ხარისხს.

ჰემოფილიური ართროპათიების შემთხვევაში მიმართავენ ორთოპედიულ ოპერაციებს (სახსრის პროთეზირება), სამკურნალო ვარჯიშებს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ფაქტორ-კონცენტრატების წყალობით შესაძლებელია, ამ კატეგორიის პაციენტებს საჭიროების შემთხვევაში ურთულესი ქირურგიული ოპერაციებიც კი სისხლის მინიმალური დანაკარგით ჩაუტარდეთ.

- როგორია პერსპექტივა, შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების განკურნება გენური ინჟინერიის საშუალებით?

- უკვე რამდენიმე ათეული წელია, გენეტიკოსები ამ საკითხზე მუშაობენ. მოხერხდა ჰემოფილიის გენის გამოყოფა და ბაქტერიის გენეტიკურ აპარატში ჩაკერება. ამჟამად წარმატებით მიმდინარეობს ცდები ცხოველებზე. აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ გენური თერაპია პაციენტს სიკეთესთან ერთად საშინელ გენეტიკურ ზიანსაც არ მიაყენებს. ამას დრო გვიჩვენებს...

- სისხლდენით მიმდინარე კიდევ რომელი დაავადებები გვხვდება ბავშვებში?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა დავასახელოთ თრომბოციტოპენიური პურპურა ანუ ვერლჰოფის დაავადება, არათრომბოციტოპენიური პურპურა ანუ კაპილაროტოქსიკოზი, მწვავე ლეიკემია. მოკლედ მიმოვიხილავ თითოეულ მათგანს.


თრომბოციტოპენიური პურპურა

თრომბოციტოპენიური პურპურა როგორც გოგონებს, ისე ვაჟებს შორის საკმაოდ ხშირად გვხვდება, თუმ-ცა უმეტესად მაინც გოგონებს ემართებათ. მიმდინარეობს ან მწვავედ, ან ქრონიკულად. დაავადების მწვა-ვე ფორმის მიზეზებს შორის აღსანიშნავია რესპირაციული გზების ვირუსული დაავადებები, ვაქცინაცია. დაავადების დასაწყისი უეცარია. კლინიკური ნიშნები მკაფიოდ იშვიათად არის გამოხატული. აღინიშნება ტემპერატურის მომატება. ათიდან ერთ შემთხვევაში ელენთა ოდნავ გადიდებულია - 2-3 სმ-ზე მეტით არ გამოდის ნეკნთა რკალიდან. დამახასიათებელია სისხლდენა ღრძილებიდან, ლორწოვანი გარსებიდან, რო-მელიც სპონტანურიც შეიძლება იყოს და მცირე ტრავმით ან ოპერაციული ჩარევით (კბილის ამოღება, ტონზილექტომია) გამოწვეულიც. არცთუ იშვიათად ვხვდებით ჰემორაგიულ მოვლენებს ფილტვებიდან, კუჭ-ნაწლავის ტარქტიდან, თირკმელებიდან. შესაძლოა, მოხდეს სისხლჩაქცევა კანქვეშ, პლევრაში, მუცლის ღრუში, თავის ტვინში, თვალის სკლერასა და ბადურაში. ხშირია ინექციის ადგილას. პერიფერიულ სისხლში სპეციფიკური ცვლილებები არ შეიმჩნევა, გარდა ერთისა - თრომბოციტების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარზე (30.0X109/ლ) დაბალია და გამორიცხული არ არის, ნულსაც კი გაუტოლდეს.

მკურნალობა პათოგენეზურია. სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტების მიღებისას. ავადმყოფისთვის აკრძალულია შემდეგი მედიკამენტები:

  • საძილე საშუალებები (ბარბიტალი, ფენობარბიტალი);
  • სალიცილის ჯგუფის პრეპარატები (ასპირინი, ციტრამონი);
  • პირაზოლინის ჯგუფის პრეპარატები (რეოპირინი);
  • პურინის ჯგუფის პრეპარატები (კოფეინი).

ასევე არ შეიძლება ძმრიანი საკვების მიღება.

არათრომბოციტოპენიური პურპურა

ამ დაავადებას კაპილაროტოქსიკოზს, ჰემორაგიულ ვასკულიტსა და შენლეინ-პენოხის დაავადებასაც უწოდებენ. იგი ორივე სქესსა და ნებისმიერ ასაკში გვხვდება, თუმცა ბავშვებში შედარებით ხშირია. ამ დაავადების დროს მომატებულია სისხლძარღვის კედლის განვლადობა. დამახასიათებელია:

  • ტემპერატურის მომატება;
  • კანზე ინტენსიური ჰემორაგიული გამონაყარი, რომელიც სიმეტრიულად იწყება ქვედა კიდურებიდან;
  • სახსარშიგა სისხლჩაქცევები, რომლებიც იწვევს სახსრების ტკივილს;
  • სისხლჩაქცევები მუცლის არეში, განპირობებული კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანზე ჰემორაგიული გამონაყარის არსებობით (ასეთ შემთხვევებში "მწვავე მუცლის" გამო ოპერაციაც კი გაკეთებულა);
  • ჰემატურია - სისხლიანი შარდი, რომელიც პათოლოგიურ პროცესში თირკმლის ჩათრევას მოსდევს.

ლიმფური კვანძები, ღვიძლი და ელენთა გადიდებული არ არის, სისხლში სპეციფიკური ცვლილებები არ აღინიშნება. მკურნალობა ითვალისწინებს წოლით რეჟიმს, სიმპტომურ თერაპიას. საკვები რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს კვერცხი, სოკო, ლობიო, კაკალი, ხიზილალა, შოკოლადი, კაკაო, ყავა, ფორთოხალი, მანდარინი, მარწყვი, ყურძენი, პომიდორი, ნებისმიერი ხილისა და კენრის წვენი და კომპოტი. ფიზიოთერაპიული პროცედურები გაუმართლებელია. დაუშვებელია ყოველგვარი პროფილაქტიკური აცრა.

მწვავე ლეიკემია

მწვავე ლეიკემია დედამიწის ყველა კუთხეში თითქმის ერთნაირი სიხშირით გვხვდება. დაავადებულებს შორის 7 წლამდე ასაკის ბავშვები ჭარბობენ.

პათოლოგიური პროცესი იწყება ან თანდათან, შემპარავად, ან უეცრად, მწვავედ. დამახასიათებელია:

  • სიფითრე;
  • საერთო სისუსტე;
  • ოფლიანობა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ნეკროზები ყელში;
  • სისხლჩაქცევები კანქვეშ;
  • სისხლდენა ღრძილებიდან, ცხვირიდან, იშვიათად - საშოდან;
  • ლიმფადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება);
  • ოსალგია (ძვლების ტკივილი).

ღვიძლი და ელენთა გადიდებულია, უმეტესად - ზომიერად, იშვიათად - საგრძნობლად. ცვლილებებია სისხლის საერთო სურათში, ძვლის ტვინის პუნქტატში. ზუსტი დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი პირობაა პერიფერიულ სისხლში ბლასტური უჯრედების არსებობა. მკურნალობა ტარდება ციტოსტატიკური პრეპარატებით. პროგნოზი ცუდია, თუმცა ლიმფობლასტური ვარიანტის დროს სიცოცხლის გახანგრძლივება ზოგჯერ 10 წლამდეც კი შესაძლებელია. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ მეტია და რემისიაც უფრო ხანგრძლივია იმ პაციენტებში, რომელთა ლეიკოციტების მაჩვენებელი 20,0X109/ლ-ზე ნაკლებია. რაც უფრო მაღალია ლეიკოციტების რაოდენობა (100,0-500,0X109/ლ), მით უფრო ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობა.

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადება

ახალშობილთა ჰემორაგიული დაავადების, იმავე ახალშობილთა ჰემორაგიული დიათეზის დროს ახალშობილებს აღენიშნებათ კოაგულაციური სისტემის დარღვევები (მაგალითად, კ ვიტამინზე დამოკიდებული შედედების ფაქტორების ზომიერი დეფიციტი), რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციონ როგორც ჰემატოლოგებმა, ასევე პედიატრებმა, ვინაიდან ამ ცვლილებებმა შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობის ჰემორაგიები გამოიწვიოს. საყურადღებოა, რომ ახალშობილთა პლაზმიდან გამოყოფილ იქნა "ფიზიოლოგიურად ანომალიური" ფიბრინოგენი. ეს "ანომალიურობა" სიცოცხლის პირველ თვეებში თავისთავად ქრება.

ზემოხსენებული კოაგულაციური დარღვევები ფიზიოლოგიურია და ღვიძლის ბისინთეზური აპარატის უმწიფრობას უნდა მიეწეროს. ახალშობილებში, განსაკუთრებით - დღენაკლულ ჩვილებში, სისხლდენის ძირითადი მიზეზი K ვიტამინის დეფიციტია, რომელიც დედის ორგანიზმის K ჰიპოვიტამინოზით არის განპირობებული. პათოლოგიური პროცესი კლინიკურად მჟღავნდება დაბადების მეორე-მეხუთე დღეს. დამახასიათებელია სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მელენა - სისხლიანი განავალი), ჭიპლარიდან, ცხვირიდან, საშარდე გზებიდან, სისხლჩაქცევა პლევრაში, ფილტვის ქსოვილში, კანქვეშ, თავის ტვინში, ღვიძლში, თირკმელზედა ჯირკვლებში. მკურნალობა პათოგენეზურია. ვიკასოლი (K ვიტამინი) გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე საპროფილაქტიკოდაც. პროგნოზი მძიმეა.