ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალშობილთა კანის არაინფექციური დაავადებები

საშუალო სიმძიმისა, როდესაც ჰიპერემიასთან ერთად კანის ეროზიაც აღინიშნება, და მძიმე, როდესაც ეროზიების შეერთების შედეგად შედარებით დიდ არეზე კანის სველი სიწითლე ვითარდება. შესაძლოა გაჩნდეს წყლულები, ხშირია ინფიცირება. ახალშობილს დიდხანს ნუ დატოვებთ სველ საფენებში, მით უმეტეს, პამპერსში. პირველი ხარისხის დაოდვილობისას კანი დაამუშავეთ გვირილისა და ორკბილას სპირტიანი ნაყენით, თევზის ქონით, საბავშვო ზეთით. საშუალო სიმძიმის დაზიანების შემთხვევაში კა-ნის დაზიანებული ზედაპირი რამდენიმე ხანს საფენების გარეშე დატოვეთ - ჰაერის აბაზანები ამ დროს ძალიან კარგია. უფრო მძიმე გამოყელვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.

ნასიცხი

ახალშობილთა და ჩვილთა კანის საკმაოდ გავრცელებული დაზიანებაა ნასიცხი. მისი მიზეზია ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურა, არაჰიგიენური ტანსაცმელი, ბავშვის ზედმეტი შეფუთვნა და სველ პამპერ-სში დიდხანს დატოვება. დასიცხვისას კისერზე, ზურგზე, დუნდულებსა და სხვა არეებზე ჩნდება ღია წი-თელი ფერის წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. ხელის გადასმისას გამონაყარი შეიგრძნობა და კანის სა-ფარს ოდნავ სცილდება. ბავშვის გახდისას ჰაერმოხვედრილი გამონაყარი სწრაფად უფერულდება. ბავ-შვის საერთო მდგომარეობა დარღვეული არ არის, მაგრამ ნასიცხი კანი შესაძლოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკული ინფექციების კარიბჭედ იქცეს. ხშირად ჩაბანეთ ბავშვი თბილი წყლით, კვირაში ერთ-ხელ გადაავლეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი. დაბანის შემდეგ კანზე საბავშვო ტალკი მოაფრ-ქვიეთ.

სკლერედერმა

იგი სასქესო ორგანოების, მუცლის ქვედა მესამედის, თეძოების, ზურგის, ხელის მტევნისა და ტერფის შეშუპების განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი შრის ცომისებრი კონსის-ტენციის შეშუპება ახასიათებს. სკლერედერმა უმეტესად უვითარდებათ დღენაკლულ და სუსტ ბავშვებს, გაციების შემთხვევაში - ზოგ დროულ და ჯანმრთელ ახალშობილსაც. დღენაკლულ ახალშობილთა აღნი-შნული პათოლოგია აიხსნება კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის აგებულების უკმარისობით, თირ-კმლის ფუნქციისა და წყლის ცვლის ნერვული რეგულაციის უმწიფრობით. დაავადების მთავარ ხელშემ-წყობ მიზეზად მიჩნეულია ახალშობილის ორგანიზმის ხანგრძლივი და ძლიერი გადაცივება. გარკვეულ როლს ასრულებს სამშობიარო ტრავმაც.

დაავადება ვითარდება სიცოცხლის მე-2-4 დღეს, იშვიათად - უფრო გვიანაც. თავდაპირველად თავს იჩენს კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ცომისებრი შეშუპება. მოგვიანებით კანი მკვრივდება. თითის და-ჭერისას მასზე ჩაღრმავება წარმოიქმნება. კანი დაჭიმულია (შეუძლებელია თითებით მისი აწევა), ფერ-მკრთალი, ზოგჯერ დაჰკრავს მოლურჯო ან ღია წითელი ელფერი. დაავადების მძიმე ფორმისას დაზია-ნებულია მთელი სხეული, ნაკეცების, ხელისგულებისა და ტერფების ჩათვლით. ბავშვის საერთო მდგო-მარეობა მძიმეა: ახალშობილი მოდუნებულია, სხეულის ტემპერატურა დაბალი აქვს, სუნთქვა და გულის-ცემა - შენელებული, მადა - დაქვეითებული. სკლერედერმის დროს სუსტდება იმუნური სისტემა.

როგორ დავეხმაროთ პატარას?

უწინარეს ყოვლისა, გავათბოთ (ამისთვის იყენებენ კიუვეზს, სათბურებს, ცხელ აბაზანებს). შედეგიანია მასაჟი, ე ვიტამინი (50მგ დღეში), კორტიკოსტეროიდების მოკლე კურსი. პროფილაქტიკისთვის საჭიროა ბავშვის ორგანიზმის დაცვა გადაცივებისაგან.

სკლერემა

ისევე, როგორც სკლერედერმა, სკლერემაც დღენაკლულ, სუსტ ახალშობილთა ხვედრია, თუმცა, სკლერე-დერმისგან განსხვავებით, თავდაპირველად ყურადღებას იპყრობს კანისა და კანქვეშა ქსოვილის დიფუზუ-რი გამკვრივება (და არა ცომისებრი შეშუპება) სახის, თეძოების, დუნდულების, კიდურების არეში, თუმ-ცა თითის დაჭერისას ჩაღრმავება არ წარმოიქმნება, კანი ცივი, გამკვრივებული, ფერმკრთალი ან ციანო-ზურია, სხეულის დაზიანებული უბნები - ატროფიული, კიდურების მოძრაობა - შეზღუდული, სახე ნიღ-ბისებრ გამომეტყველებას იღებს, სხეულის ტემპერატურა 35-36 გრადუსამდეა დაცემული, ხელის მტევ-ნები, ტერფები, სასქესო ორგანოები გამკვრივებული არ არის. პროგნოზი მძიმეა.

მილია

ახალშობილთა უმრავლესობას სახეზე, უმთავრესად ნესტოებსა და ცხვირის წვერზე, აქვს ქინძისთავის-ოდენა მოთეთრო-მოყვითალო, მრგვალი წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კანის ზედაპირს არ სცილდება. ეს ცხიმოვანი ჯირკვლების თანდაყოლილი ცისტებია, რომლებშიც დროებით გროვდება სეკ-რეტი. იგი ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებული სეკრეციის შედეგია. ცხიმოვანი ცისტა მკურნალობას არ საჭიროებს. ის უმეტესად სიცოცხლის მეორე კვირისთვის ქრება.

ტოქსიკური ერითემა

ეს დაავადება ხშირია ახლშობილობის პერიოდში. მისთვის დამახასიათებელია ტრიადა: პოლიმორფული გამონაყარი, დისპეფსია და ეოზინოფილია. თავდაპირველად კანზე ჩნდება ღია წითელი ინფილტრი-რებული ლაქები, რომლებიც გვერდიგვერდ ან ცალ-ცალკეა განლაგებული და ჭინჭრის ნასუსხს წააგავს. ამ ერითემულ ლაქებთან ერთად წარმოიქმნება მოთეთრო ან მოყვითალო პატარა მკვრივი ბურთულები - პა-პულები. პაპულა შემოსაზღვრულია ფართო წითელი გვირგვინით და ქავილს არ იწვევს. ზოგჯერ გამო-ნაყარი მთელ ტანს ედება. განსაკუთრებით ხშირია სახესა და თავის თმიან არეზე. არასოდეს გადადის ლორწოვან გარსებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. მეორე დამახასიათებელი ნიშანია დისპეფსიუ-რი მოვლენები (ნაწლავთა გახშირებული მოქმედება).

სისხლში მომატებულია ეოზინოფილები. ბავშვის საერთო მდგომარეობა არ იცვლება. ერითემა ვითარ-დება სიცოცხლის პირველი 4-5 დღის განმავლობაში და 2-3 დღეს გრძელდება. ავადდებიან როგორც დროული, ისე დღენაკლული ბავშვები, უფრო - ბუნებრივი კვების დროს. ტოქსიკური ერითემა ექსუდა-ციური დიათეზის ადრეული გამოვლინებაა. დამახასიათებელი ეოზინოფილია და გამონაყარის პოლი-მორფულობა ორგანიზმის ალერგიულ განწყობაზე მეტყველებს. მას განიხილავენ არა ახალშობილობის პათოლოგიად, არამედ ორგანიზმის დროებით სენსიბილიზაციად. ტოქსიკური ერითემა მკურნალობას არ საჭიროებს.


დესკვამაციური ერითროდერმია

ავადდებიან ბუნებრივ კვებაზე მყოფი სამ თვემდე ასაკის ბავშვები. დაავადება იწყება თავისა და დუნდუ-ლების კანის გაწითლებით. შესაძლოა სიწითლე თანდათან მთელ სხეულს, მათ შორის კიდურებსაც მოე-დოს. გაწითლებულ უბანზე იწყება კანის აქერცვლა - დესკვამაცია. ქერცლი მორუხო-მოთეთრო, ცხიმო-ვანი და მბრწყინავია, კანს ადვილად სცილდება და მის ადგილას წარმოიქმნება ახალი ქერცლი.  დამახა-სიათებელია დისპეფსიური მოვლენებიც, მიუხედავად სწორი ბუნებრივი კვებისა. დაავადების პერიოდში განავალი თხიერი, მწვანე, არცთუ იშვიათად ლორწოვანია.

თავის თმიანი ნაწილის კანის დაზიანება ძნელი გასარჩევია სებორეული ეგზემისგან - ექსუდაციური დია-თეზისგან, მაგრამ ერითროდერმიის დროს კანის სიწითლე უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ეპიდერ-მისის ქერცლი განუწყვეტლივ იცვლება ახალი ელემენტებით. ერითროდერმიის დროს რეგიონული ლიმ-ფური კვანძები არასოდეს დიდდება, ექსუდაციურ-კატარული დიათეზის შემთხვევაში კი აღინიშნება ლიმფური ჯირკვლების გადიდება.

ახალშობილისთვის დაავადების თავიდან ასაცილებლად ორსულმა, განსაკუთრებით - ბოლო თვეებში, ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენური და კვების რეჟიმი. მისი საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბ ჯგუფის ვიტამინების მიღება. კანის დაზიანებული ადგილები უნდა არიდოს ინფექციას, ჩირქოვან გართულებებს.

ვინაიდან დაავადება დედის რძის არასრულფასოვნებას, მასში ვიტამინების ნაკლებობას უკავშირდება, ის სანახევროდ უნდა შეიცვალოს ისეთი დონორის რძით, რომლის შვილსაც კანის მხრივ ცვლილებები არ აღენიშნება ან დაემატოს რძემჟავა ადაპტირებული ნარევები. A ვიტამინს ბავშვს აძლევენ თევზის ქონის სახით. მას უსვამენ კანზეც. ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება სადეზინფექციო, სტერო-იდული მალამოები.

კანის ფართო უბნების დაზიანებისა და დისპეფსიის გამო ბავშვი ბევრ სითხეს კარგავს და უვითარდება ტოქსიკოზი ექსიკოზით. ამ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპიის განყო-ფილებაში გადასხმების ჩატარება. ადეკვატური და დროული მკურნალობის ფონზე პროგნოზი საიმედოა.

ექსფოლიაციური დერმატიტი

2-3 კვირის ბავშვებს კანი, განსაკუთრებით - ცხვირისა და პირის გარშემო, მკვეთრად უწითლდებათ. პრო-ცესი სწრაფად ვრცელდება ტანსა და კიდურებზე. ეპიდერმისი იქერცლება და წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის ბუშტუკები. ისინი ერთმანეთს უერთდება და დამწვრობას ემსგავსება, შემდეგ კი სკდება და აშიშ-ვლებს წითელი ფერის კანს. ამ პერიოდს თან სდევს ტემპერატურული რეაქცია. დაავადების მწვავე მიმ-დინარეობისას ლეტალური შედეგი 4-7 დღეშია მოსალოდნელი, მაგრამ თანამედროვე სამკურნალო საშუ-ალებები დაავადების მიმდინარეობას აფერხებს, კანისმხრივი ცვლილებები კი დესკვამაციური ერითრო-დერმიის სურათს ქმნის.

დედისა და ახალშობილის კვება ისეთივე უნდა იყოს, როგორიც დესკვამაციური ერითროდერმიის დროს.

სტრეპტო-სტაფილოკოკური ინფექციისგან დასაცავად კანის დამუშავებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე. კანის დასამუშავებლად გამოიყენება თევზის ქონი, სადეზინფექციო და სტეროიდული (ჰორმონული) მალამოები.