კრიპტორქიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კრიპტორქიზმი

ჯირკვლის ჩამოუსვლელობაში ბრალი მიუძღვის გენეტიკურ ფაქტორს, ორსულობის პერიოდის ტოქსიკოზს, მშობლების ქრონიკულ დაავადებებს და სხვა. ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი შესაძლოა შეჩერდეს საზარდულის არხში, მუცლის ღრუში ან არასწორად ჩამოვიდეს და მოხვდეს შორისის მიდამოში ან ბარძაყის გვერდით.

სათესლე ჯირკვალი, რომელიც დროულად ვერ ჩამოვიდა პარკში, შედარებით პატარა, განუვითარებელი და ფუნქციურად არასრულფასოვანი რჩება. ორივე ჯირკვლის შეკავება შესაძლოა უშვილობის მიზეზადაც კი იქცეს. გარდა ამისა, კრიპტორქიზმის დროს საშიშია ფიზიკური და¬ტვირთვა და თამაში - შესაძლოა, სათესლე ჯირკვალი შემოიგრიხოს ან ჩაიჭედოს. ამ შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.

კრიპტორქიზმის მოსალოდნელ გართუ¬ლებათაგან ყველაზე სახიფათოა შეკავებული ჯირკვლის მიდრეკილება სიმსივნური გადაგვარებისკენ. საფრთხე მით უფრო დიდია, რაც უფრო მაღლა მდებარეობს ჯირკვალი და რაც უფრო დაგვიანებულია მისი ჩამოსვლა.

კრიპტორქიზმს ყველაზე ადრე დედები ამჩნევენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ამას რაღაც საჩოთირო ნაკლად მიიჩნევს და ნაცვლად იმისა, რომ უროლოგს მიმართოს, წლების მანძილზე საიდუმლოდ ინახავს ამ ფაქტს. გარდა ამისა, არსებობენ ექიმები, რომლებიც მშობლებს ურჩევენ, შვილის სქესობრივ მომწიფებას დაელოდონ - ამ პერიოდში შესაძლოა ჯირკვალი თავისთავად ჩამოვიდესო. მართლაც შეიძლება, ასე მოხდეს, მაგრამ გვიან ჩამოსული ჯირკვალი არასრულფასოვანი იქნება. შეკავებული სათესლე ჯირკვალი ნორმალურად რომ განვითარდეს, მის თავისთავად ჩამოსვლას არ უნდა დაველოდოთ. ოპერაცია ორ წლამდე უნდა გაკეთდეს. ამ დროისთვის ჯირკვალში არსებული ცვლილებები არც ისე ღრმა და ჯერ კიდევ შექცევადია.