გრიპის პროფილაქტიკა, რაც ყველამ უნდა იცოდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის პროფილაქტიკა, რაც ყველამ უნდა იცოდეს

ცნობილია, რომ მისი მკურნალობას დაავადების პროფილაქტიკა სჯობს. არსებობს გრიპის პროფილაქტიკის შემდეგი საშუალებები: არასფეციფიკური პროფილაქტიკა (იმუნიტეტის გასაძლიერებელი საშუალებები და მეთოდები): ჯანსაღი ცხოვრების წესი (ძილისა და სიფხიზლის რეჟიმის დაცვა, მავნე ჩვევების უკიგდება, კვების რაციონში საკმარისი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა); შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში პოლივიტამინური პრეპარატების მიღება, გაკაჟება, ვარჯიში, ინტერფერონის სინთეზის სტიმულაცია.

სპეციფიკური პროფილაქტიკა, ვაქცინაცია, პირდაპირი გზაა ადამიანში იმუნიტეტის ფორმირებისათვის (გრიპის საუკეთესო პროფილაქტიკა). ვაქცინა უნდა გაკეთდეს შემოდგომით, გრიპის ეპიდემიამდე, რადგანაც საჭიროა 2-კვირიანი ჯანსაღი პერიოდი ანტისხეულების გამომუშავებისათვის.

ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციისა და გრიპის ინსტიტუტის კვლევების თანახმად. სასურველია ვაქცინაცია ჩაიტარონ ბავშვებმა, ხანდაზმულმა, ხშირად მოავადე, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა, სამსახურებრივი მოვალეობის გამო ბევრ ხალხთან ურთიერთობის მქონე პორებმა და მედიკოსებმა.

ვაქცინაცია აძლიერებს ზოგად იმუნიტეტს და თავიდან გვაცილებს გირიპით დასნებოვნებას. რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით მეტი იქნება კოლექტიური იმუნიტეტი და ნაკლები დაავადდება გრიპით.

გრიპის დროს მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. აუცილებლობის შემთხვევაში გაიკეთეთ პირბადე, რომელიც ყოველ 3 საათში უნდა გამოიცვალოს;
  • ყოველ 3 საათში გაანიავეთ ოთახი;
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე;
  • ოჯახში გრიპიანის არსებობის შემთხევევაში, შეეცადეთ მის იზოლაციას ცალკე ოთახში.