სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სქესობრივი გზით გადამდები ვირუსები

გენიტალური ჰერპესი, ადამიანის პაპილომავირუსი, В, С ჰეპატიტები, ციტომეგალოვირუსი, კაპოშის სარკომა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი.

სქესობრივი გზით გადამდები ვირუსებით დასნებოვნების დროს ინკუბაციური პერიოდი ორი დღიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს. ეს ვირუსები გადაეცემა უპირველესად სქესობრივი კონტაქტისას, ასევე სისხლით, ტრანსპლაცენტურად (ორსულობისა და მშობიარობის დროს), ძუძუთი კვების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა დაავადება ძალიან კონტაგიოზურია, განსაკუთრებით – საწყის ეტაპზე. მათ შეიძლება მიიღონ უსიმპტომო მატარებლობის ფორმა. თვით დაავადებულის მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, ვირუსი რემისიის ფაზაშია თუ გამწვავების. შესაბამისად, ვირუსული დაავადებისას ხშირია რეციდივები, მათ შორის, მკურნალობის შემდეგაც.

სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებების სიმპტომები დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე. უმეტესობა საშიშია გართულებების განვითარების თვალსაზრისით.

სქესობრივი გზით გადამდები ვირუსული დაავადებებისას შეიძლება განვითარდეს ნაყოფის სიმახინჯეები და ნაადრევი მშობიარობა, ონკოლოგიური დაავადებები, პოლიორგანული უკმარისობა.

ვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტი მეთოდი პოლიმერულ-ჯაჭვური რეაქციაა.

ამგვარი დაავადებების მკურნალობა ანტივირუსული თერაპიაა და მკურნალობის სქემაც საკმაოდ რთულია. ვირუსული ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობა უეფექტოა და გამოიყენება მხოლოდ მიქსტ-ინფექციებისას.

ადამიანის პაპილომავირუსი

ეს არის სქესობრივი გზით გადამდები ვირუსების ჯგუფი, რომელიც იწვევს: კონდილომების, საშვილოსნოს ყელი კიბოს, მეჭეჭების, სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.

ადამიანის პაპილომავირუსის ყველა ფორმა სქესობრივი კონტაქტით გადადის: ორალური, გენიტალური, ანალური სექსი, კოცნა, პეტინგი.

პაპილომავირუსი აღწევს გენიტალიების, კანის, ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების, პირის ღრუს, საყლაპავისა და კონიუნქტივის უჯრედებში. ვირუსი გადადის ორსულიდან ნაყოფზეც. ვირუსის შესაღწევად საჭიროა მიკროტრავმები, რომელიც ინფექციის კარიბჭე ხდება. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. ადამიანის პაპილომავირუსის სიმპტომები დამოკიდებულია ვირუსის ტიპზე.

კონდილომები:

  • შეხებით რბილი, ღია ან მოწითალო-ყავისფერი, ბრტყელი ან მახვილკიდეებიანი;
  • კონდილომების შერწყმა მტევნისებურად (ბუშკე-ლევენშტაინის კონდილომები);
  • შეშუპება, ქსოვილოვანი სითხის ექსუდაცია;
  • ქავილი, ტკივილი;
  • გამჭვირვალე ან სისხლისფერი გამონადენი;
  • ურეთრიტი.

ადამიანის პაპილომავირუსმა შეიძლება განიცადოს მალიგნიზაცია ანუ ავთვისებიანად გადაგვარდეს.

პროფილაქტიკა:

  • პერიოდული გამოკვლევა;
  • კონდილომებისა და პაპილომების მოშორება;
  • დინამიკაში დაკვირვება;
  • ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

ადამიანის იმუნოდეფ იციტის ვირუსი

აივ-ი იწვევს იმუნიტეტის დათრგუნვას. ვირუსი ინერგება იმუნოკომპეტენტურ უჯრედებში, მნიშვნელოვნად აქვეითებს ინფექციებისადმი და ონკოლოგიური პათოლოგიებისადმი ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. გადაცემის გზებია: სქესობრივი, ტრანსმისიური, ვერტიკალური. საყოფაცხოვრებო, ჰაერწვეთოვანი და სხვა გზებით აივ-ი ადამიანს არ გადაეცემა. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება დაახლოებით ნახევარი წელი.

აივ-პოზიტიური სტატუსი გულისხმობს შეზღუდულ სიმპტომატიკას ან საერთოდ უსიმპტომი მიმდინარეობას:

  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • მუდმივი ხველა;
  • ფაღარათი;
  • წონის კლება;
  • მუდმივად სუბფებრილური ტემპერატურა.

შიდსის სტადიაზე ვითარდება ინფექციური დაავადებები (ბაქტერიული ინფექციები, მენინგიტი და ტუბერკულოზი), ონკოლოგია (ვირუსული ეტიოლოგიის კიბო ლომფომის სახით ან კაპოშის სარკომა).

აივ-ინფექციის პროფილაქტიკა

  • სქესობრივი აქტის დროს პრეზერვატივით სარგებლობა;
  • ერთჯერადი სამედიცინო მასალების გამოყენება, სამედიცინო ინსტრუმენტების ადეკვატური სტერილიზაცია;
  • დროული ტესტირება;
  • აივ-ინფექციაზე ორსულების გამოკვლევა, დადებითი პასუხის შემთხვევაში – მშობიარობის მიღება საკეისრო კვეთით ვერტიკალური გზით გადადების თავიდან ასაცილებლად.

ჰერპესვირუსი

ჰერპესვირუსის ოჯახი წარმოდგენილია ასზე მეტი სახეობის ვირუსით. მარტივი ჰერპესის მეორე ტიპი იწვევს გენიტალურ ჰერპესს, პირველი ტიპი კი ჩვენთვის კარგად ნაცნობ „გაციებას“.

მესამე ტიპის ვირუსი – ჰერპეს ზოსტერი, იწვევს შემომსარტყველ ლიქენს, მეოთხე ტიპის ეპშტეინ-ბარის ვირუსია, ხოლო მეხუთე – ციტომეგალოვირუსი.

ყველა ვირუსი, ორგანიზმში ერთხელ შეღწევის შემდეგ, მთელი ცხოვრება რჩება და გადადის მორეციდივე ფორმაში.

გენიტალური ჰერპესის გადაცემის გზა არის სქესობრივი და აღმავალი. ინფექციისთვის კარიბჭეა კანის დარღვეული საფარველი ჰერპესულ ვეზიკულებთან კონტაქტისას. ვირუსი შეიძლება გადაეცეს პრეზერვატივის გამოყენების დროსაც კი, თუ ვეზიკულები გენიტალიების გარეთ არის განლაგებული.

კლინიკური სურათი:

  • მცირე ზომის ბუშტულები (ვეზიკულები) გამჭვირვალე სითხით;
  • სველი წყლულები ვეზიკულის გახსნისას;
  • ძლიერი ტკივილი;
  • ქავილი, წვა;
  • შემცივნება, ტემპერატურა.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი

ვირუსი აღწევს უჯრედების დნმ-ში და იწვევს ნოზოლოგიური ფორმის რამდენიმე ვარიანტს, ავთვისებიანი სიმსივნის ჩათვლით. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს ორიდან სამოც დღემდე. ამ ვირუსით დასნებოვნებულთა დიდ ნაწილს კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნებათ, თუმცა შესაძლებელია შემდეგი დაავადებების განვითარება:

  • ლიმფომები;
  • ცხვირ-ხახის კიბო;
  • ინფექციური მონონუკლეოზი;
  • ტრანსპლანტაციის ფონზე ლიმფოპროლიფერაციული დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.

ეპშტეინ-ბარის მწვავე ვირუსული ინფექციის (მონონუკლეოზის) კლინიკა:

  • ასთენია, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, დაავადების დასაწყისში სუბფებრილური ტემპერატურა;
  • ცხელება 40-მდე, ინტოქსიკაცია;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ანგინის სიმპტომები, ცხვირის გაჭედილობა, ხმის ტემბრის შეცვლა;
  • სხვადასხვა ფორმისა და დიამეტრის გამონაყარი;
  • ზოგჯერ სიყვითლე, მუქი ფერის შარდი.

ეპშტეინ-ბარის ქრონიკული ვირუსული ინფექცია:

  • ადვილად დაღლილობა, სისუსტე, ოფლიანობა რამდენიმე თვის განმავლობაში;
  • კუნთების ტკივილი, ართრალგია;
  • თავის ტკივილი;
  • მუდმივი მშრალი ხველა, ცხვირით სუნთქვის დარღვევა;
  • მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ტკივილი;
  • ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევა, მენტალური ფუნქციების გაუარესება;
  • ძილის დარღვევა;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ნუშურების გადიდება.

ციტომეგალოვირუსი

ციტომეგალოვირუსი მიეკუთვნება ჰერპესვირუსების ჯგუფს. გადაეცემა სქესობრივი, ტრანსმისიური, საყოფაცხოვრებო გზით, კოცნით, ახლო ურთიერთობით.

ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 12 დღიდან 2 თვემდე, ხოლო კლინიკური გამოვლინება იწყება მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სიმპტომატიკით.

კლინიკა:

  • ტემპერატურა;
  • ასთენიზაცია, დაღლილობა;
  • სხეულის მტვრევის შეგრძნება;
  • კატარული მოვლენები (სურდო, ხველა);
  • სანერწყვე ჯირკვლების ანთება;
  • ურეთრიტი, ორქიტი;
  • საშვილოსნოს ყელის ეროზიები და ანთება, საშოსა და დანამატების ანთება.

ციტომეგალოვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი გართულებები:

  • თვითნებური აბორტი;
  • მკვდრადშობადობა;
  • ჰიდროცეფალია;
  • ბავშვთა ცერებრული დამბლა;
  • სიყრუე;
  • გონებრივი ჩამორჩენა;
  • შარდ-სასქესო ტრაქტის, ღვიძლისა და ელენთის თანდაყოლილი ანომალიები.