ჰერპესვირუსის სიმპტომები და მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰერპესვირუსის სიმპტომები და მკურნალობა

რომელიც ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ რვა მათგანი აღმოაჩინეს კონკრეტული დაავადებებისას. ჰერპესვირუსი არ იკურნება, მაგრამ მისი დათრგუნვა შესაძლებელია.

ჰერპესი ვირუსული ინფექციაა, რომელმაც სახელი მიიღო კანის დამაზიანებელი მცოცავი სუბსტანციის მსგავსი ბუშტუკოვანი გამონაყარის სიმპტომატიკის მიხედვით. ბერძნულად ჰერპესი ნიშნავს „მცოცავს“, ანუ დაავადება, რომელიც ვრცელდება კანზე.

ჰერპესვირუსის ნებისმიერი შტამი ორგანიზმში მოხვედრისას გადადის ლატენტურ ფორმაში და მისი ბოლომდე განკურნება შეუძლებელია, ის თავსდება ნერვულ განგლიებში და მუდმივად მრავლდება. ამ დროს იმუნური სისტემა გამოიმუშავებს ანტისხეულებს ბალანსის შესანარჩნებლად. იმუნიტეტის დაქვეითების პირობებში ვითარდება დაავადების რეციდივი და ჰერპესვირუსი აქტიურდება.

ყველაზე ხშირად ჰერპესული ინფექცია ადამიანის ორგანიზმში ხვდება ჰაერწვეთოვანი გზით. თუ ადამიანს არასოდეს გამოვლენია ჰერპესული ინფექცია, არ ნიშნავს, რომ ჰერპესი ორგანიზმში არ არის. კარგი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს შეიძლება ცხოვრების მანძილზე არასოდეს ჰქონდეთ ჰერპესული გამოვლინებები.

ჰერპესვირუსის ტიპები

ადამიანის ჰერპესვირუსის რვა შტამი მეტ-ნაკლებად შესწავლილია. მარტივი ჰერპესი, პირველი ტიპი თავისი გამოვლინებებით ყველაზე გავრცელებულია. ის იძლევა სიმპტომატიკას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე – კანის სხვადასხვა უბანზე – ტუჩებზე, თვალზე (ოფთალმოჰერპესი), ხელებზე ან სახის სხვადასხვა ნაწილზე, აზიანებს რა სახის ნერვს.

მარტივი ჰერპესის მეორე ტიპი, ჩვეულებრივ, ჩნდება საზარდულის ან გენიტალიების არეში და აზიანებს კანის ნებისმიერ უბანს, მაგრამ ყველაზე ხშირად ვლინდება სასქესო ორგანოებზე.

ჰერპეს ზოსტერი – მესამე ტიპის ჰერპესვირუსია. ეს შტამი იწვევს ორ დაავადებას. პირველადი ინფიცირებისას, როგორც წესი, ბავშვთა ასაკში ვითარდება ჩუტყვავილა. რეციდივისას, მას შემდეგ, რაც დაავადების ქრონიკული მიმდინარეობა მწვავდება, მოზრდილ ასაკში ვლინდება სარტყლისებრი ლიქენის სახით.

ებშტეინ-ბარის ვირუსი მეოთხე ტიპის ჰერპესვირუსია. იწვევს მრავალ დაავადებას, რომელთაგან ყველაზე ხშირი ინფექციური მონონუკლეოზია.

ციტომეგალოვირუსი მეხუთე ტიპია ჰერპესვირუსებისა. ციტომეგალოვირუსების მატარებელი პლანეტის მოსახლეობის დიდი უმრავლესობაა.

დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ზიანდება შინაგანი ორგანოები და შეიძლება დასრულდეს ლეტალურად. ადამიანის ჰერპესვირუსების მეექვსე ტიპი ორია – 6А და 6В. 6А ხშირად იწვევს გაფანტულ სლკეროზს, ხოლო 6В ბავშვთა როზეალას იწვევს. ეს ყველაზე ხშირი გამოვლინებაა მეექვსე ტიპის ჰერპესის, მაგრამ ისინი სხვა დაავადებებსაც იწვევენ.

ჰერპესვირუსის მეშვიდე ტიპი ზემოთ ჩამოთვლილ შტამებთან შედარებით, დიდი ხანი არაა, რაც აღმოაჩინეს. ხშირად მოქმედებს მეექვსე ტიპთან კავშირში. აღმოაჩინეს მთელი რიგი დაავადებების დროს, როგორებიცაა: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ვარდისფერი ლიქენი, პნევმონია და სხვა დაავადებები.

ჰერპესვირუსი მერვე ტიპი. ეს ვირუსი ასოცირდება ისეთ დაავადებასთან, როგორიცაა კაპოშის სარკომა. მან შიძლება გამოიწვიოს პირველადი ლიმფომები და კასტლემანის დაავადებაც.

ჰერპესის სიმპტომები

ზოგიერთი შტამის ჰერპესვირუსისას ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, ზოგიერთს კი საერთოდ არ აღენიშნება გამოვლინება.

უმეტეს შემთხვევებში სიმპტომატიკა შემდეგია:

ნ ქავილი და წვა, ზოგიერთ ადგილას ტკივილი. შემდგომ ჩნდება მცირე ვეზიკულები, რომლებიც სკდება და წარმოიქმნება დიდი ბუშტი, რომელიც შრება და თანდათანობით ხორცდება. ასეთია მარტივი ჰერპესის პირველი ტიპისა და მეორე ტიპის სიმპტომები. ჩუტყვავილას დროს არსებული გამონაყარის ადვილად დამარცხებაა შესაძლებელი, ხოლო სარტყლისებრი ლიქენისას აღინიშნება ნევრალგიური ხასიათის სიმპტომები. ციტომეგალოვირუსს საერთოდ არ ახასიათებს კანზე გამონაყარი. სხვადასხვა შტამის ჰერპესვირუსს აბსოლუტურად განსხვავებული სიმპტომატიკა შეიძლება ახასიათებდეს.

ნ ჰერპესის სრულად მკურნალობა შეუძლებელია რთულ ადგილებში მისი შენიღბვის სპეციფიკის გამო. ჰერპესვირუსული ინფექციის გამწვავებისას მკურნალობა ტარდება ანტივირუსული საშუალებებით.