რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ქერით მკურნალობა

ქერით მკურნალობა

ქერი მეტად ღირებული მარცვლოვანი კულტურაა. მისი სამშობლო აზიაა, თუმცა ველური სახით ის სირიაში, თურქეთში, შუა აზიასა და კავკასიაშიც ხარობს. ეგვიპტეში ქერის კულტურა ფარაონების დროიდანაა ცნობილი. სწორედ აქედან გავრცელდა ის საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. მე-15 საუკუნემდე ქერის მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. დღეს ის უმთავრესად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საკვებად და ლუდის წარმოებაში გამოიყენება.


აღსანიშნავია, რომ ძველი მკურნალები სამკურნალოდ იყენებდნენ როგორც ქერის მარცვლებს, ასევე ქერის წყალს. ავიცენას მიაჩნდა, რომ ქერი უნიკალურად წმენდს ორგანიზმს.

ამ მცენარის წყლით წარმატებით მკურნალობდნენ სარძევე ჯირკვლებს. ხოლო კამის თესლთან

მისი ნარევით ლაქტაციის სტიმულაციას ახდენდნენ. ქერის წყალი შეუცვლელი იყო ცხელების დროს როგორც გამაგრილებელი და დამატენიანებელი საშუალება. ხალხური მედიცინა დღესაც წარმატებით იყენებს ქერს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, ბუასილისა და ფაღარათის სამკურნალოდ. აგრეთვე - როგორც ამოსახველებელ, დიაბეტის საწინააღმდეგო და ზოგადგამაჯ
ანსაღებელ საშუალებას. ყველა ჩამოთვლილი შემთხვევისთვის გამოიყენება ქერის მარცვლების ან მისი ფქვილის ნახარში: უნდა აიღოთ 20 გ ქერი, დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩეროთ 4-5 საათი, შემდეგ ადუღოთ 20 წუთი, გაფილტროთ და მიიღოთ 2-3 სადილის კოვზი ჭამამდე 15-20 წუთით ადრე დღეში 4-5-ჯერ. სამკურნალო მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ალაოს ფქვილის გამოყენება. ქერის ალაოს 40% სახამებელია, 10% - ცილა, 10% - დექსტრინი, 30% - უჯრედისი. გარდა ამისა, შეიცავს ფერმენტ პეპტაზას, მინერალურ მარილებს, A, D, PP, E და B ჯგუფის პრაქტიკულად ყველა ვიტამინს, კაროტინოიდებს. ალაოს ფქვილის მისაღებად ქერის მარცვლებს გასაღივებლად ხელსაყრელ პირობებში ათავსებენ, გაღივების შემდეგ კი აშრობენ და ფქვავენ. მიღებული ფქვილისაგან ნახარშს ამზადებენ - 1,5-2 კგ ფქვილს  მომინანქრებულ ჭურჭელში ათავსებენ, 8-10 ლიტრ მდუღარე წყალს ასხამენ, 20-30 წუთი ნელ ცეცხლზე ადუღებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს აბაზანებისთვის იყენებენ წყლით განზავებულს. ასეთი აბაზანები მკვეთრად გამოხატული კოსმეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი ეფექტით გამოირჩევა. ალაოს ფქვილის ნაყენი ხველების საწინააღმდეგო, ბუასილის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმელებისა და შარდის გამომყოფი გზების დაავადებათა სამკურნალო საშუალებაა. ამ მიზნით 2-3 სადილის კოვზ ფქვილს უნდა დაასხათ ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, 25-30 წუთი გააჩეროთ და დღეში 5-6-ჯერ მიიღოთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა (შეგიძლიათ ოდნავ დაატკბოთ). ქერის მარცვლები შეიცავს მიკროორგანიზმებზე, განსაკუთრებით - გრამდადებით ბაქტერიებზე, დამღუპველად მოქმედ ნივთიერებებს. ისინი მდიდარია უჯრედისით, რომელიც ასე სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და, საზოგადოდ, საჭმლის მონელებისთვის. გარდა ამისა, უჯრედისს ორგანიზმიდან წიდა და ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტები გამოაქვს. ის ძნელი ასათვისებელია და ადვილად ცლის ნაწლავებს. ამ თვალსაზრისით ქერი მეტად მნიშვნელოვანია სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის. ქერის ალაოს ექსტრაქტი (გამონაწვლილი) სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. ქერის მარცვლები მდიდარია ნახშირწყლებით (70%). ამის გამო ქერის ფაფას დიდი კვებითი ღირებულება აქვს. მარცვლების 16% ცილაა, რომელიც ლიზინისა და სხვა შეუცვლელი ამინომჟავების შემცველობით ბევრად სჯობია ხორბლის მარცვლებს და, შესაბამისად, მათზე ღირებულია. ქერის მარცვლები მდიდარია კალიუმით, კალციუმით, იოდით, მაგნიუმით, თუთიით, სპილენძით, ფოსფორით, რკინით, ნიკელით, მოლიბდენით, ბრომით, კობალტით, სტრონციუმით, ქრომითა და სხვა მინერალებით. გამორჩეული სამკურნალო და სასარგებლო თვისებების გამო ქერის საფუძველზე სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატი მზადდება. ნედლეულად გამოიყენება არა მხოლოდ მარცვლები, არამედ  ყლორტებიც, რომლებისგანაც ალაოსა და ყავის სუროგატს ამზადებენ. საკვები ბოჭკოთი გამდიდრებული ქერის ბურბუშელა კარგია ორგანიზმის გასაწმენდად გაცხიმოვნების, შაქრიანი დიაბეტისა და ნაწლავთა პრობლემების დროს.
   

სასარგებლო რეცეპტები
პნევმონიის, ბრონქიტის, გახანგრძლივებული ხველის დროს დღეში რამდენჯერმე უნდა მიიღოთ ასეთი ნახარში: 2 სადილის კოვზ ქერს ან შვრიას შეურიეთ იმავე რაოდენობის ქიშმიში, დაასხით 1,5 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე თავდახურული ჭურჭლით, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. ამის შემდეგ გადმოდგით და გააცივეთ. თბილ-თბილსვე შეურიეთ ერთი სადილის კოვზი ნატურალური თაფლი. მიირთვით 3-4 სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. ბუასილის დროს რეკომენდებულია ასეთი ნაყენი: ქერის მარცვლები მოათავსეთ თბილ და ტენიან გარემოში გასაღივებლად. გაღივების შემდეგ გააშრეთ და დააქუცმაცეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული ღივი, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ 4 საათი. დალიეთ თაფლით დამტკბარი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-6-ჯერ.


 

გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად