როგორ მოვუწესრიგოთ ბავშვს კუჭის მოქმედება საკვების მეშვეობით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვუწესრიგოთ ბავშვს კუჭის მოქმედება საკვების მეშვეობით

მშობლებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში ბავშვის მენიუში ჩართონ. ისიც უნდა ითქვას, რომ ნაწლავური ინფექციების მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით, დიეტის გარეშე, წარმოუდგენელია. კვების რეჟიმის რეგულირება ხშირად დაავადების გართულების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება, ხოლო შეკრულობასთან ბრძოლა სამკურნალო კვების გარეშე შეუძლებელიც კია.

- რომელი პროდუქტები იწვევს კუჭ-ნაწლავის მოქმედების სტიმულაციას და ხსნის შეკრულობას?

- პერისტალტიკის ზომიერ სტიმულაციას იწვევს შაქრის შემცველი, მარილიანი საკვები, ცივი კერძები. მეტ-ნაკლებად გამოხატული ეფექტი აქვს რძემჟავა პროდუქტებს: მაწონს, კეფირს, იოგურტს, ასევე - გაზიან მინერალურ წყლებს, ლიმონათს, ბურახს. ნაწლავთა პერისტალტიკას აძლიერებს უჯრედისის შემცველი პროდუქტები, მათ შორის - ხილ-ბოსტნეული. უჯრედისით მდიდარია ბურღულიც. 100 გრამი ბრინჯი 0,5 გრამ უჯრედისს შეიცავს, აი, შვრია კი 14-ჯერ მეტს - 7 გრამს, ამიტომ შვრიის ფაფა რაციონის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა. უჯრედისით მდიდარია გაუწმენდავი და დაცეხვილი მარცვლეულის ნაწარმიც. ქატო საგრძნობლად ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას, გამოაქვს ორგანიზმიდან ყველაფერი ზედმეტი, მავნე, მათ შორის - ქოლესტერინიც. მასში ბევრია B1, B2, B6, E, PP ვიტამინები, პანტოთენის მჟავა. ბურღული ვიტამინებს დიდხანს ინარჩუნებს, რაც ზამთარში და გაზაფხულზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწრაფი მომზადებისთვის განკუთვნილი ფაფები უჯრედისსა და ვიტამინებს უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავს. თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე რეგულარულად აჭმევთ ასეთ ფაფებს, რაფინირებულ და კონსერვირებულ ხილფაფებს, უნებლიეთ სერიოზული პრობლემის - შეკრულობის (ყაბზობის) ხელის შემწყობი ხდებით. როგორც დიეტოლოგები გვარწმუნებენ, თანამედროვე ბავშვების რაციონი უჯრედისის სერიოზულ დეფიციტს განიცდის.

- რა მიიჩნევა უჯრედისის ძირითად წყაროდ?

- უჯრედისის ძირითადი წყაროა ხილი, ბოსტნეული, კენკრა, კაკალი. განსაკუთრებით მდიდარია უჯრედისით ჟოლო - 100 გრამი შეიცავს 5,1 გრამს. 100 გრამ მაყვალში 4 გრამი უჯრედისია, კაკალში, გარგარის ჩირში, ფინიკის ჩირში, შავ ქლიავში - 3-4 გრამი, ლეღვში - 2,5 გრამი (მას აქვს ძლიერად გამოხატული ყაბზობის საწინააღმდეგო ეფექტი). ბოსტნეულიდან გამოვყოფდი ჭარხალს. ბადრიჯანს. შედარებით სუსტი მოქმედება აქვს გოგრას. უჯრედისით მდიდარი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება მიზანშეწონილია ჭარბწონიანი ბავშვებისთვის. უჯრედისი ზრდის საკვების მოცულობას, მთლიანად ავსებს კუჭს და სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს. ბავშვი ნაყრდება საკვების კუთვნილი ულუფით და ზედმეტს აღარ ითხოვს.

- როგორ მოვაწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები უჯრედისით მდიდარი საკვებით?

- თუ ბავშვი უჩივის შეკრულობას, ყაბზობას და უმთავრესად იკვებება ქარხნული წესით დამზადებული რაფინირებული საკვებით, საჭიროა მისი ყოველდღიური რაციონის შეცვლა. უჯრედისით მდიდარი პროდუქტები რაციონს თანდათანობით და მცირე ულუფებით უნდა დაემატოს. თუ უჯრედისით მდიდარ საკვებს ერთბაშად და დიდი რაოდენობით ჩავრთავთ რაციონში, შესაძლოა ამან ნაწლავთა დისფუნქცია - დიარეა, აშლილობა, შებერილობა გამოიწვიოს.

- როგორ შევცვალოთ დიარეისადმი მიდრეკილი ბავშვის რაციონი?

- ნაწლავთა გახშირებული მოქმედებისადმი მიდრეკილი ბავშვის რაციონში უნდა შევიტანოთ ისეთი საკვები, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავების მოტორიკის შენელებას. ასეთია ბურღულის ნახარშზე მომზადებული წვნიანი, სქელი ფაფა, მაგარი ჩაი, წყალზე მომზადებული კაკაო, უმნიშვნელოდ დამტკბარი ხილის კისელი (წრაწი). ნაწლავების ნორმალური ფლორის შესანარჩუნებლად, სასარგებლო მიკრობების გასამრავლებლად, დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება პექტინით მდიდარი პროდუქტები: ვაშლი, ბანანი, შავი მოცხარი, ატამი, გარგარი, წიწიბურა. ვაშლი აუცილებლად ტკბილი და ჩაშუშული უნდა იყოს. მჟავე ვაშლი და სხვა ხილი დიარეის დროს უკუნაჩვენებია.

- რომელი პროდუქტები არ ახდენს გავლენას პერისტალტიკაზე?

- ასეთებია:

  • მჭლე ხორცი - მოხარშული ორთქლზე ან წყალში;
  • მჭლე თევზი - უმჯობესია მოხარშული;
  • ნაკლებცხიმიანი ახალი (არამჟავე) ხაჭო;
  • პურის ორცხობილა ან გამომშრალი, წინა დღის თეთრი პური.

ამ პროდუქტების რაციონში შეტანა შეიძლება როგორც ყაბზობის, ისე დიარეის დროს. ისინი ნაწლავთა მუშაობაზე გავლენას არ ახდენს. დედამ უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტი დაეხმარება მის შვილს კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოწესრიგებაში და ამის მიხედვით შეადგინოს ბავშვის ყოველდღიური რაციონი.