ექიმი მტერი არ არია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ექიმი მტერი არ არია

 

 

ტკივილი გაგვიყუჩოს. მას უნდა ვენდოთ. ექიმთან ვიზიტმა ბავშვის ტირილის ფონზე რომ არ ჩაიაროს, პატარას წინასწარ უნდა ესაუბროთ, მოამზადოთ, დაამშვიდოთ, ამ შეხვედრისთვის განაწყოთ.

თქვენი ჯერი მოვიდა და ექიმის კაბინეტში უნდა შეხვიდეთ, ბავშვი კი ტირილით კვდება? უარს ამბობს აცრაზე, რადგან შპრიცის დანახვაც კი აშინებს? ამ უსიამოვნებას თავიდან აიცილებთ, თუ დროულად დაეხმარებით ბავშვს, გადალახოს შიში თეთრხალათიანი ადამიანის დანახვისას.

დამშვიდდით

ექიმის მიმართ შიშის საფუძველი დედის რეაქციებში უნდა ვეძებოთ: პატარა სიცოცხლის პირველივე დღიდან შესანიშნავად გრძნობს დედის განწყობას. თუ ბავშვის ექიმთან წაყვანისას ნერვიულობთ და შფოთავთ, რა თქმა უნდა, ისიც აღელდება, მაგრამ ამას თავისებურად გამოხატავს: დაიწყებს ტირილს, ხელს ჰკრავს ექიმს, მოისვრის სათამაშოებს. თქვენი სიმშვიდე კი იმის გარანტიაა, რომ ექიმი ბავშვის გასინჯვას შეძლებს. ნუ აქცევთ ექიმს საფრთხობელად. "თუ ცუდად მოიქცევი, ექიმი მოვა და ნემსს გაგიკეთებს!" - ამის თქმა დაუშვებელია. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ თუ ექიმის შეხება მტკივნეულია, იმიტომ კი არა, რომ ის ბოროტია, არამედ იმიტომ, რომ ასე ის მკურნალობს და ავადმყოფობას მისი ორგანიზმიდან აძევებს.

თოჯინას არ ეშინია!

ხშირად ბავშვებს ეშინიათ არა კონკრეტული ექიმისა, არამედ ზოგადი გაურკვევლობისა, რომელიც პოლიკლინიკაში წასვლას უკავშირდება. წინასწარ უთხარით პატარას, რომელ ექიმთან უნდა მიიყვანოთ, რა საჭიროა ეს და რა მოხდება მიღების დროს, ოღონდ არ გადააჭარბოთ, რათა მისი უსაფუძვლო მღელვარება არ გამოიწვიოთ. მგრძნობიარე ბავშვი ვიზიტისთვის ძალიან ფრთხილად უნდა მოამზადოთ. ზოგს ამშვიდებს დედის დაპირება, რომ მის გვერდით იქნება და მისი ხელი ხელში ეჭირება, ზოგს - ჯილდო - ახალი სათამაშო ან ტკბილეული ექიმთან ვიზიტის შემდეგ. სასარგებლოა საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც - დედა ბავშვს უამბობს, როგორ წაიყვანეს ექიმთან, როცა პატარა იყო და რა გადახდა იქ (სხვათა შორის, მამაც იყო პატარა და მასაც შეუძლია, შვილს, მით უმეტეს, ბიჭს, თავისი გამოცდილება გაუზიაროს!).

შეიძლება საყვარელი სათამაშოს თან წაღება, რომელსაც ბავშვთან ერთად გაუკეთებენ "აცრას". ექიმის მოსაცდელში დიდხანს მოგიწევთ სხდომა? თოჯინა, წიგნი ან ფლომასტერები პატარას მოლოდინს გაუადვილებს და უსიამოვნო ფიქრებს გაუფანტავს. ბავშვი ადვილად გადალახავს შიშს, თუ ექიმის ადგილზე ყოფნის საშუალება მიეცემა. ექიმობანას თამაში წამოიწყეთ და თქვენ თვითონაც ჩაერთეთ. შეასრულეთ სხვადასხვა პაციენტის როლი: შეშინებულის, ჭირვეულის, ავის. ბავშვი, რომელიც ექიმის როლშია, იგრძნობს, რა რთულ მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ექიმი ასეთი პაციენტების ხელში.

თუ ექიმთან ვიზიტის შემდეგ ბავშვი დიდხანს რჩება მძიმე სიტუაციის გავლენის ქვეშ, დაეხმარეთ. უპირველეს ყოვლისა, მოუსმინეთ იმდენჯერ, რამდენჯერაც ექნება სურვილი, გადატანილი შიშის შესახებ მოგითხროთ. ასე ბავშვი უფრო იოლად გადახარშავს უსიამოვნო გამოცდილებას.

ნუ გაკიცხავთ პატარას, თუ ის განაწყენებულია ექიმზე, რომელმაც მას ტკივილი მიაყენა. უმჯობესია, იმაზე ესაუბროთ, რაც ექიმთან ვიზიტის დროს განიცადა. "იმიტომ გეტკინა, რომ შეგეშინდა, და რაკი გეტკინა, გაბრაზდი". ამგვარად პატარას მიახვედრებთ, რომ მისი განცდები თქვენთვისაც ნაცნობია.

რაც მთავარია, ხაზი გაუსვით პოზიტიურ მომენტებს: "შენ ძალიან ძლიერი ხარ, შენ მოითმინე ტკივილი, ამ გამოცდას ღირსეულად გაართვი თავი, ახლა შეგიძლია, უამბო ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, რომ გაიკეთე ნემსი და აღარ გეშინია. შენ ნამდვილი გმირი ხარ!" - ასე უნდა წაახალისოთ პატარა.

დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის პირო¬ვნებას. პედიატრი შინაგანად უნდა იყოს მზად ბავშვებთან ურთიერთობისთვის. ბავშვები სხვადასხვანაირნი არიან. ბავშვთა ექიმს კი დიდი ტაქტი და მოთმინება სჭირდება. ის განსაკუთრებული სითბოთი უნდა გამოირჩეოდეს, რათა პატარა პაციენტის ნდობა მოიპოვოს.