/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-სალამი, ბოლო რამდენიმე თვეა სკალპზე გამიჩნდა უჩვეულო პრობლემა, კერძოდ, თავის დაბანიდან თითქმის მეორე დღესვე მიჩნდება უსიამოვნო სუნი. ცხიმიანი სკალპი სულ მქონდა და გარკვეული დოზით უსიამოვნო სუნი ალბათ, ბუნებრივიცაა, მაგრამ ეს არის მძაფრი, რომელიც დისკომფორტს მიქმნის. ბევრჯერ გამოვცვალე შამპუნიც, თმის ბალზამიც და ყველა პროდუქტი. სავარცხელს თითქმის ყოველ კვირა ვრეცხავ, ბალიშის პირსაც ხშირად ვცვლი, სკალპის მასაჟორიც ვიყიდე, ერთი სიტყვით სკალპთან და თავთან კონტაქტი რასაც აქვს ყველაფრის კონტროლი ვცადე და შედეგი არაფერს გამოუღია. მაინტერესებს, რა შეიძლება იყოს ამის გამომწვევი მიზეზი, რით შეიძლება ვუშველო, ან რამდენად არის დერმატოლოგიური პრობლემა, რის ექიმს მივმართო ამისთვის? მადლობა წინასწარ.
-გამარჯობათ. რამდენად დასაშვებია სასქესო ორგანოს შედარებით მაღალ ხარისხიანი ხელის სალფეთკით გამშრალება,ან თუნდაც სექსის შემდეგ შხაპამდე გაწმენდა. ინფექციის რამე გადაცემის წყაროს ხომ არ წარმოადგენს სალფეთკი ასოსთან კონტაქტით?
-მოგესალმებით.წლების წინ დამიდგინდა შაკიკი აურით,ოღონდ აურა იწყება თავალებში ციმციმი, ზიგზაგისებრი ხაზები , მიჭირს ამ დროს საუბარი, მაგრამ სადღაც 1 სთ ში ეს სიმპტომები გადის ,მაგრამ თავის ტკივილში არასდროს არ გადამდის ანუ ამით მთავრდება და ეს რომ ავუხსენი ექიმს, აესზემოთ ნახსენები სიმპტომი თუ დაგეწყება იმიგრანი 50 მ დამინიშნა.მე არ დამილევია ჯერჯერობით და შეიძლება ასეთი შაკიკი მხოლოდ თვალებზე რომ იყოს და არ გადადიოდეს თავის ტკივილზე? თუ ეს თვალის შაკიკია ? და იმიგრანი შველის აღწერილს?