თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით დაფუძნდა. შემდგომში მისი საქმიანობა გაფართოვდა და სრული დატვირთვით ამოქმედდა. დღესდღეისობით ფუნქციონირებს როგორც სამედიცინო, ასევე სამეცნიერო- კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებები.
კლინიკის მისიაა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის იმ თანამედროვე მეთოდების გამოყენება, რომელიც მიმართულია ადამიანების გამოჯანმრთელებისაკენ.
დღეისათვის ცენტრში ხორციელდება პაციენტთა როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მედიკამენტოზური და ოპერაციული მკურნალობა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, ექიმების გუნდი -მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, რაც იმის გარანტიაა, რომ კლინიკის ნებისმიერ პაცნიენტს საშუალება აქვს ევროპული დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები: