სხივური მედიცინის ცენტრი

სხივური მედიცინის ცენტრი
მისამართი : ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია N4
ტელ : 2 42 99 99 / 597 77 73 74
ვებ-გვერდი : www.lhrmc.ge
კლინიკის შესახებ

„სხივური მედიცინის ცენტრი“ საერთაშორისო სტანდარტებზე აგებული კლინიკაა, რომელიც უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით და უცხოეთიდან მოწვეული სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით  პაციენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად სთავაზობს  მსოფლიო სტანდარტების სამედიცინო სერვისს სხივური თერაპიისა და ბირთვული მედიცინის მიმართულებით.

პირველად საქართველოში, პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სერვისის მისაწოდებლად, „სხივური მედიცინის ცენტრში“ მოწვეულია თურქეთის რესპუბლიკაში ცნობილი ჰოსპიტალების ქსელი “Liv Hospital”-ი, რომელიც კლინიკაში სხივური თერაპიის მიმართულებით ახორციელებს სამედიცინო მენეჯმენტს - მსოფლიოში აღიარებული სხივური თერაპევტის, პროფესორ მერდან ფაიდას ხელმძღვანელობით.

მერდან ფაიდა  რადიაციულ ონკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს „Nijad Bilge” მფლობელია.

მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევის მიზნით, მერდან ფაიდას უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს თითოეული პაციენტის შემთხვევის განხილვა და მკურნალობის სქემის განსაზღვრა „ტუმორ ბორდზე“  - ქართველი   და უცხოელი რადიოთერაპევტების, ქიმიოთერაპევტების, რადიოლოგების, კლინიკური ონკოლოგების, ქირურგების და მორფოლოგების მონაწილეობით.

გარდა ექიმებისა, Liv Hospital-ის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი შედგება გამოცდილი სამედიცინო ფიზიკოსებისა და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსებისგან,

 

„სხივური მედიცინის ცენტრის“ ბირთვული მედიცინის განყოფილებაში პაციენტებს საშუალება აქვთ მიიღონ ბირთვული მედიცინის სრული სერვისი, როგორც დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა.

ბირთვული მედიცინის განყოფილებაში შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების რადიოაქტიური იოდით მკურნალობა, მიოკარდიუმის, ძვლის, თირკმლისა და  ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიული კვლევის ჩატარება.

„სხივური მედიცინის ცენტრი“ აკმაყოფილებს რადიაციული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც საშუალებას იძლევა  პაციენტისა და  სამედიცინო პერსონალის რადიაციული უსაფრთხოება მაქსიმალურად  იყოს დაცული.

ბირთვული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,  ბირთვული მედიცინის სპეციალისტი, ნატალია შენგელია დე ლანგე,  რომელსაც ბირთვული მედიცინის მიმართულებით მიღებული აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ასევე ავსტრიაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა თავი იმედიანად და უსაფრთხოდ იგრძნონ, რისი გარანტიც პროფესიონალი ექიმების ინტერნაციონალური გუნდია.

„სხივური მედიცინის ცენტრის“ უპირატესობები:

  • მომსახურების მაღალი ხარისხი
  • კომპანია Elekta–ს უახლესი თაობის აპარატურა
  • გამოცდილი ექიმების ჯგუფი
  • Liv Hospital-ის სამედიცინო მენეჯმენტი
  • თითოეული პაციენტის მკურნალობის დაგეგვმა „ტუმორ ბორდის“ მიერ ქართველი და უცხოელი პროფესორების მონაწილეობით
  • პაციენტის უსაფრთხოება
  • სამედიცინო პერსონალის განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე  ზრუნვა
  • სასიამოვნო და კომფორტული გარემო

 

ვიდეოგალერეა
მიმართულებები