შპს დეკა მულტიპროფილური ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც მიმდინარეობს როგორც პედიატრიული, ასევე მოზრდილთა ასაკის პაციენტთა გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
მჟამად ყოველდღიურად შესაძლებელია 300-400 პაციენტს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს სერვისისა ორ დონეს. პირველი -ყველა პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია, ფართო სპექტრის ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, მათ შორის რიგი მაღალტექნოლოგიური კვლევებისა, და მეორე –ეს არის გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული სამედიცინო დახმარება 24 საათამდე დაყოვნების პრინციპით დღის სტაციონარი.
შპს დეკა ემსახურება როგორც დაუზღვეველ, ასევე კორპორატიული დაზღვევის მქონე ბენეფიციარებს, წარმოადგენს რამდენიმე კერძო სადაზღვევო კომპანიის პირველი რიგის პროვაიდერს და ამასთანავე პირველი დღიდან ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.