აქსა მედიქალი

აქსა მედიქალი
მისამართი : პეკინის 14, ჭავჭავაძის 62
ტელ : 205 32 32
ვებ-გვერდი : www.axa.ge/
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
"აქსა მედიქალი" დაარსდა 2014 წლის ოქტომბერში და დღეისათვის უკვე ორ
ფილიალს და სილამაზის ცენტრს "Axa Beauty"-ს აერთიანებს.

კლინიკის მთავარი მიზანია ჯანმრთელი საზოგადოების შექმნასა და მხარდაჭერაში მონაწილეობის
მიღება. აღნიშნულის მისაღწევად კი ჩვენი წვლილი პირველადი ჯანდაცვის
მომსახურების ხარისხის, მათ შორის, ქრონიკული დაავადების მართვის
გაუმჯობესებასა და სპეციალისტების მომსახურეობისათვის დალოდების დროის
შემცირებაში გვესახება.

"აქსა მედიქალი" არის კლინიკა, სადაც ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე!
ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვუზრუნველყოთ მაქსიმალურად კომფორტული პირველი
დონის კონტაქტი ორგანიზებულ სამედიცინო მომსახურეობასთან, ჩვენი
პაციენტის მიმდინარე და უწყვეტი მეთვალყურეობა და მისი კოორდინაცია
სამედიცინო სფეროში.

"აქსა მედიქალი" ითვალისწინებს რა, პაციენტთა საჭიროებებს და მოთხოვნებს,
მუდმივად ამატებს ახალ სერვისებს, ხვეწს უკვე არსებულს და ზრუნავს გუნდის
პროფესიონალიზმზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პაციენტისათვის ვიზიტი
იყოს ნაკლებად სტრესული, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მაღალ
ხარისხთან ერთად აქსა მედიქალში პაციენტს დახვდება კომფორტული გარემო,
ყურადღებიანი მიმღები პერსონალი და მშვიდი, დროეფექტური მომსახურება.
პაციენტებს კონსულტაციებს უწევენ სამედიცინო სფეროში აქტიურად და
წარმატებით მოღვაწე, სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმები.

კლინიკაში შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა დარგის სპეციალისტის
კონსულტაციის მიღება, ადგილზე ლაბორატორიული და ულტრასონოგრაფიული
კვლევების ჩატარება.
მიმართულებები
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად