ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი

ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი
მისამართი : წინანდლის ქ. 9
ტელ : 2 77 00 67; 568 12 36 36
ვებ-გვერდი : www.urologycenter.ge/ge/
კლინიკის ექიმები
კლინიკის შესახებ
ძვირფასო პაციენტებო,
უროლოგიის ეროვნული ცენტრი ყველაზე დიდი და ძველი კლინიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულებაა, უროლოგიური და ნეფროლოგიური პაციენტებისათვის საქართველოში. იგი დაარსდა აკადემიკოს ალექსანდრე წულუკიძის მიერ 1959 წელს და ატარებს მისსავე სახელს. ცენტრი მდებარეობს ქ. თბილისის ძველ და ცენტრალურ უბანში, ავლაბარში, მეტროს სადგურ 300 არაგველებთან, ე.წ. ქალაქის Iსაავადმყოფოს ტერიტორიაზე.

ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უროლოგიისა და ნეფროლოგიის ყველა სფეროში. გარდა ამისა, იგი არის უდიდესი სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულება. ცენტრში ყოველწლიურად მიმდინარეობს რამოდენიმე საერთაშორისო და ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი პროექტი უროლოგიის, ნეფროლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დარგში. მათგან აღსანიშნავია საერთაშორისო, მულტიცენტრული,რანდომიზირებული კლინიკური კვლევები, რომლებშიც უროლოგიის ცენტრი აქტიურად არის ჩართული ბოლო წლების განმავლობაში. ეს უზრუნველყოფს ცენტრის სამედიცინო პოერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებას და ჩვენი პაციენტების მომსახურების ყველაზე თანამედროვე ხარისხს.

ჩვენი ცენტრი აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესშიც. კერძოდ, ცენტრში მოქმედებს რეზიდენტურის პროგრამა უროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში, რომლის ფარგლებშიც, თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას იღებენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტების კურსდამთავრებულები.

- სტრუქტურა:
ცენტრის სქრუქტურა შედგება დიაგნოსტიკური, კლინიკური და ადმინისტრაციული ერთეულებისაგან. აქ თქვენ მოგემსახურებათ ახლად გარმონტებული და უთანამედროვესი აპარატურით აღჭურვილი ამბულატორია, მიმღები და დიაგნოსტიკური განყოფილებები. ცენტრის კლინიკური ნაწილი შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
4 უროლოგიური განყოფილება ზოგად უროლოგიური დაავადებებისათვის;
• ბავშვთა უროლოგია;
ნეფროლოგიის, დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის განყოფილება;
ონკოლოგიის დეპარტამენტი;
ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება; ანესთეზიოლოგიური სამსახური; ლითოტრიპსიის ცენტრი.

- საოპერაციო ბლოკი:
იგი შედგება 8 საოპერაციოსაგან: 3 დარბაზი დიდი და რთული ოპერაციებისთვის, 2დარბაზი ენდოსკოპიური ოპერაციებისათვის, 1რენტგენ საოპერაციო და 2დარბაზი მცირე უროლოგიური ოპერაციებისათვის. თითოეული საოპერაციო აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აშშ-ს, ევროპისა და იაპონიის წამყვანი სამედიცინო კომპანიებისაგან, რაც უზრუნველყოფს წარმოებული ოპერაციებისა და მანიპულაციების უმაღლეს ხარისხს.

- დიაგნოსტიკა:
უროლოგიის ეროვნული ცენტრი ერთად-ერთი სპეციალიზირებული უროლოგიური დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თქვენ ჩაგიტარდებათ სრულყოფილი დიაგნოსტიკური კვლევები, როგორიცაა:
კომპიუტერული ტომოგრაფია;
ულტრასონოგრაფია და დოპლეროგრაფია;
რენტგენოლოგია;
უროდინამიკა;
კლინიკური, ბაქტერიოლოგიური, ბიოქიმიური, იმუნოფერმენტული, და მორფოლოგიური კვლევების სრული სპექტრი.

სამედიცინო პერსონალის მაღალი კვალიფიკაცია და თანამედროვე სამედიცინო აპარატურა უზრუნველყოფს ყველაზე რთული უროლოგიური და ნეფროლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკასა და შემდგომ მართვას.

პატივისცემით,
დირექტორთა საბჭო
მიმართულებები
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად