/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */
ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */
ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */
ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა წარმოადგენს სადიაგნოსტიკო-სამკურნალო
პოლიპროფილურ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც აღჭურვილია
იტალიური, იაპონური, ესპანური წარმოების თანამედროვე აპარატურითა და
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული დანადგარებით. კლინიკის სახელწოდებას ამყარებს
სამედიცინო ხელმძღვანელის, პროფესორ დავით აბულაძის იტალიის ქირურგიული სკოლის
წამყვან სპეციალისტებთან მრავალწლიანი ურთიერთობის გამოცდილება, რამაც დიდი წვლილი
უკვე შეიტანა საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის დანერგვის და განვითარების
საქმეში.
კლინიკის საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ზემოხსენებული
თანამშროლობის გაღრმავება წარმოადგენს, რომლის ძირითადი მიზნებია საქართველოში
სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯოებესების ხელშეწყობა იტალიელ კოლეგებთან
ერთად ერთიანი სამეცნიერო კვლევების წარმოების, რეკომენდაციების თუ წინადადებების
შემუშავების გზით. ამ მიმართულებით კლინიკის ხელმძღვანელობამ უკვე გააფორმა
ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია ქალაქ მოდენას სანტ-აგოსტინოს ჰოსპიტალის
სამედიცინო ლაბორატორიასთან.
კლინიკაში მიმართულებებს ხელმძღვანელობენ ჩევნს ქვეყანაში მოღვაწე თავიანთი დარგის
წამყვანი სპეციალისტები: სერგო ორჯონიკიძე -კარდიოლოგია, პროფესორი თამარ გეგეშიძე -
გასტროენტეროლოგია, პროფესორი არსენ გვენეტაძე -რეპროდუქტოლოგია, პროფესორი ირაკლი
ფაღავა -ენდოკრინოლოგია, პროფესორი დავით აბულაძე -ქირურგია, ექიმები ირაკლი ბერაძე და
გურანდა ფხაკაძე -გინეკოლოგია, სოსო კობახიძე, ლიკა ბარელაძე -დერმატოლოგია, უროლოგი
- რევაზ ბაღათურია; თვალის სნეულებების დიაგნოსტიკას ახორციელებს ჩიჩუების სამედიცინო
ცენტრი მზერა, მედიცინის დოქტორი მანანა კობახიძე -ალერგოლოგია, ექიმი ლილი ფანგანი -
მამოლოგია. მედიცინის დოქტორები მარინა ნასრაშვილი, მაია სურვილაძე -პედიატრია,
მედიცინის დოქტორი ვახტანგ შოშიაშვილი -ტკივილის მართვა; ნევროლოგი -სოფიო მატარაძე;
ენდოკრინოლოგები: თამარ შერვაშიძე და ეკატერინე წაქაძე; კარდიოლოგი მარიამ გრიგორიანი;
ოჯახის ექიმი-თერაპევტი ხათუნა თაბაგარი.
კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება საქართველოში პათოლოგიურად
ჭარბ წონიანი და მეტაბოლური სინდრომით დაავადებული პაციენტების კონსერვატიული და
ქირურგიული მკურნალობის, პოსტოპერაციული თუ დიეტოთერაპიის შემდგომი ან თანმდევი
რეაბილიტაციის პროგრამების ერთიანი პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეალიზაცია, რისთვისაც
კლინიკა აქტიურად ითანამშრომლებს არსებულ სარეაბილიტაციო და სამკურნალო
დაწესებულებებთან, რომლებიც დაკავებულნი არიან ზემოხსენებული პათოლოგიების
მკურნალობით.
კლინიკის საქმიანობის მიმართულებებია -გინეკოლოგია, უროლოგია, გასტროენტეროლოგია,
შინაგანი მედიცინა, პულმონოლოგია, თვალის დაავადებები, დერმატოლოგია და ამ
მიმართულებებით კლინიკაში თავიანთ საქმიანობას განახორციელებენ თავიანთ სფეროში
მოღვაწე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ექიმები. კლინიკის
ულტრასონოგრაფიული, კარდიო და პულმონოლოგიური დიაგნოსტიკა სრულად შეესებამება
ევროპულ სტანდარტებს.
დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკაში იგეგმება პერმანენტული საქველმოქმედო
აქციების ჩატარება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და იძულებით გადაადგილებულ
პირთა, ომის ვეტერანთა და ა.შ. სამკურნალო-პროფილაქტიკური გასინჯვების და
სადიაგნოსტიკო მანიპულაციების სახით, რათა კლინიკა შეძლებისდაგვარად გვერდში ამოუდგეს
ქვეყანაში მოქმედ პირველად ჯანდაცვის პროგრამას.