რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აპრილი 2018
კითხვა-პასუხი
რა აზიანებს ვენებს - ანგიოქირურგ ზაზა კევლიშვილის რეკომენდაციები
რა აზიანებს ვენებს - ანგიოქირურგ ზაზა კევლიშვილის რეკომენდაციები
უკანასკნელ ხანს გულთან დაკავშირებული პრობლემები მეტად გაახალგაზრდავდა. პრობლემას ხშირად არა თავად გულის კუნთი, არამედ გულის პერიფერიაზე მდებარე სისხლძარღვების დაზიანება ქმნის.

სისხლძარღვებთან დაკავშირებულ პრობლემებს ანგიოლოგია სწავლობს, თავად სპეციალისტს კი - ანგიოლოგი ჰქვია.

რომელი ანგიოლოგიური პრობლემებია ყველაზე გავრცელებული და რა ფაქტორები განაპირობებს მათ გავრცელებას, ამ თემაზე ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკის ანგიოქირურგი, მედიცინის დოქტორი - ზაზა კევლიშვილი გვესაუბრება.

- მოგეხსენებათ, სისხლძარღვების ყველაზე მძლავრი დამაზიანებელი ფაქტორი მისი ათეროსკლეროზული დაზიანებაა, ამის გამო ყველაზე გავრცელებული ანგიოლოგიური პათოლოგიებია: საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, გულმკერდისა და მუცლის აორტის ათეროსკლეროზი, ქვედა
კიდურების არტერიათა ათეროსკლეროზი.

- რა არის ათეროსკლეროზი და როგორ მიმდინარეობს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება?

- ათეროსკლეროზი პათოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც არტერიების კედლებზე ათეროსკლეროზული ფოლაქები წარმოიქმნება. სწორედ ეს ფოლაქები ავიწროებენ და ზოგჯერ სრულიად ახშობენ არტერიების სანათურს, შესაბამისად ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რაც შინაგანი ორგანოების ფუნქციურ დარღვევას იწვევს, რადგან
ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მათ შემცირებული რაოდენობით მიეწოდება.

ათეროსკლეროზს განვითარების რისკფაქტორები გააჩნია, ესენია:

1) გენეტიკური მიდრეკილება;
2) შაქრიანი დიაბეტი;
3) თამბაქოს მოწევა;
4) ჰიპოდინამია;
5) ჭარბი წონა;
6) არტერიული ჰიპერტენზია;
7) მუდმივი სტრესები.

ეს პრობლემები უმთავრესად 40 წელს გადაცილებულ პირებთან შეინიშნება. მამაკაცებთან - ბევრად ხშირად, ვიდრე ქალებთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ეს დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა.

- საინტერესოა, რა სიმპტომები ახასიათებს არტერიათა დაზიანებას და როდის უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს.

- არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ძირითადად მათი ლოკალიზაცია და ის ორგანო განსაზღვრავს, რომლის მკვებავი არტერიაც არის დაზიანებული.

ჩვეულებრივ, თანაბარი სიხშირით ზიანდება როგორც საძილე, გულმკერდის, ასევე მუცლის აორტა და მათგან გამომავალი სხვადასხვა ორგანოს მკვებავი არტერიები.

საკუთრივ გულის მკვებავი არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს გულის იშემიურ დაავადებას, რაც ხშირად მოსახლეობისთვის კარგად ნაცნობი მიოკარდიუმის ინფარქტით რთულდება.

არანაკლებ სერიოზული პრობლემაა თავის ტვინის მკვებავი ე.წ. საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, რის გამოც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და შესაძლოა იშემიური ინსულტი გამოიწვიოს.

საძილე არტერიების ათეროსკლეროზის დროს პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს: ყურებში შუილი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მომატებული აგზნებადობა, მეხსიერების დაქვეითება, ფიზიკური აქტივობის დაქვეითება. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ხშირად საძილე არტერიების ათეროსკლეროზი მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მისი პირველი გამოვლინება იშემიური ინსულტია.

თეძოსა და ქვედა კიდურების არტერიების ათეროსკლეროზი იწვევს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლას. ამ დროს აღინიშნება - ქვედა კიდურების კანის საფარველის სიფერმკრთალე, ქვედა კიდურებში სიცივის შეგრძნება, ე.წ. “გარდამავალი კოჭლობა”, როდესაც პაციენტები უჩივიან ტკივილს კანჭის კუნთებში სიარულის დროს. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მცირდება მანძილი, რომლის გავლასაც პაციენტები უმტკივნეულოდ ახერხებენ.

- ათეროსკლეროზული დაზიანების გართულებაა სისხლძარღვთა ანევრიზმა.

- ათეროსკლეროზული ფოლაქები ზოგ შემთხვევაში იწვევენ არტერიის კედლის განლევას და აღნიშნულ ადგილას ყალიბდება ანევრიზმა.

ნებისმიერი ლოკალიზაციის ანევრიზმა ერთხანს მიმდინარეობს უსიმპტომოდ. მოცულობის მატებასთან ერთად, შესაძლებელი ხდება ანევრიზმისათვის დამახასიათებელი მოპულსირე წარმონაქმნის აღმოჩენა დაზიანებული არტერიის პროექციაში (მუცლის აორტა, თეძოს არტერიები, ქვედა კიდურების არტერიები, საძილე არტერიები). ანევრიზმის გართულება მისი გასკდომაა, ამიტომ ანევრიზმის აღმოჩენისას აუცილებელია სისხლძარღვთა ქირურგის კონსულტაცია და საჭირო მოქმედების დაგეგმვა.

- როგორც ირკვევა, საკმაოდ ბევრი ანგიოლოგიური პრობლემა უსიმპტომოდ, ფარულად ვითარდება. როგორ უნდა ამოხდეს ადრეული დი­ა­გნოსტიკა და რომელი მეთოდებია ამ მხრივ პროდუქტიული?

- არტერიული სისტემის დიაგნოსტიკის მეთოდებიდან ყველაზე პროდუქტიულია: დუპლექსსკანირება, დოპლეროგრაფია, ანგიოგრაფია, კომპიუტერული ანგიოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას აუცილებელია პაციენტის ანგიოლოგიური კვლევა, კონკრეტულად რომლით, ამას სპეციალისტი განსაზღვრავს პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

პრობლემის აღმოჩენისას ინიშნება მედიკამენტური, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიული მკურნალობა.

აუცილებელია კომპლექსური მკურნალობა. მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა და მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება. კერძოდ:

შაქრიანი დიაბეტის დროს - სისხლში შაქრის დონის კონტროლი; ცხიმოვანი ცვლის მდგომარეობის გაცნობა და ქოლესტერინის დონის მოწესრიგება.

პროფილაქტიკა ითვალისწინებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს რეკომენდებიულ ზოგად პოსტულატებს:

  • არტერიული წნევის კონტროლს;
  • თამბაქოს უკუგდებას;
  • მაღალკალორიული და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღებას;
  • სხეულის მასის კონტროლსა და ჭარბი წონის მოცილებას.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
თუ ადამიანს არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, გულის მხრივ გადახრების განვითარების რისკი მაღალია.
15-04-2018
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზია. შესაბამისად, გულის
19-02-2018
შაქრის აქტიური მოხმარება არა მარტო წელის გარშემოწერილობის ზრდას იწვევს, არამედ უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზეც, რის
01-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ინფორმაციული ტექნოლოგიების, მექანიკისა და ოპტიკის (იტმო) სანკტ-პეტერბურგის ნაციონალური კვლევითი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ადამიანთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული და ხშირი მიზეზია. შესაბამისად, გულის
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება.
სპეციალისტთა განცხადებით, თაფლის რეგულარულად მიღება ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს. ამ პროდუქტში შემავალი უნიკალური ნივთიერება - ტრეგალოზა განამტკიცებს სისხლძარღვებს, ხელს უშლის ათეროსკლეროზული პათოლოგიის განვითარებას. ამისათვის საკმარისია დღეში ერთი სადილის კოვზი თაფლის მიღება.
ალკოჰოლი ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად აბერებს სისხლძარღვებს. სპირტიანი სასმელების დიდი რაოდენობით რეგულარულ მიღებას არტერიების სწრაფად დაბერების პროვოცირება შეუძლია. ამერიკის კარდიოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, განსაკუთრებით ეს მამაკაცებს ეხებათ.
ახალი მიდგომით, ლაზერის საშუალებით შესაძლებელი გახდა თრომბების მოშორება. ეს მეთოდი თამამად შეიძლება გამოვიყენოთ თრომბის გამწოვ ტრადიციულ მედიკამენტებთან ერთად.
22 ოქტომბერი 2013
ამჯერად განათლებისა და აღზრდის იმ პრობლემებზე ვისაუბრებთ, რომლებითაც უცხოელი სპეციალისტები
02 სექტემბერი 2010

"სტრესი", "ნევროზი", "დეპრესია" - ამ სიტყვებმა კარგა ხანია დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში.

ვაგინალური სიმშრალე ქალს ინტიმურ პრობლემებს უქმნის. ასეთ დროს ინტიმური კავშირის დამყარება

წანაზარდები, რომელთაგან მრავალი კიბოსწინარე დაავადებად ითვლება, სასქესო ორგანოებზეც გვხვდება. მათი

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს ვირთაგვების ორი ხაზი, რომელთანაც შეიძლება დაბერებადი უჯრედების