ვარიკოზი - არასასურველი “ვარსკვლავები” - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვარიკოზი - არასასურველი “ვარსკვლავები”

რა უნდა შეცვალოთ?

ვარიკოზის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:

  • თუ იძულებული ხართ ხანგრძლივი დროით იდგეთ ან იჯდეთ, შეეცადეთ მოაწყოთ ხუთწუთიანი შესვენებები მაინც. გაიარ-გამოიარეთ, გააკეთეთ რამდენიმე ვარჯიში, მაგალითად, აიწიეთ რამდენჯერმე ფეხის წვერებზე ან ამოძრავეთ წრიულად ფეხის ტერფები. ასეთი მარტივი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, მუშაობის დროს არ დაჯდეთ ფეხიფეხზეგადადებული;
  • უარი თქვით ტანზე შემოჭერილ წელვად ჯინსებზე, შეცვალეთ ის თავისუფალი შარვლით ან ქვედა კაბით. შეარჩიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი 3-4-სმ-იანი ქუსლით.
  • ველოსიპედი, ველოტრენაჟორები, ცურვა, იოგა - ესენი არაჩვეულებრივი დამხმარეები არიან ვარიკოზთან ბრძოლაში. აბანო, საუნა, ცხელი ტალახის აპლიკაციები, სიცხე, ასევე სიმძიმეები და მძიმე ფიზიკური შრომა აღრმავებს ამ დაავადებას.
  • შეეცადეთ დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, განსაკუთრებით - სიცხეში. რაციონი გაამდიდრეთ უჯრედისის შემცველი პროდუქტებით: ბოსტნეულით, ხილით, მსხვილმარცვლოვანი პურით, ფაფებით, თხილეულით, მშრალი ხილით, ბარდისებრთა ოჯახის მცენარეებით.

დაავადებული ვენებისთვის არსებობს მატონიზებელი საშუალებები. ვენების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის საბაზისო ელემენტია პრეპარატები, რომელთა მოქმედება მიმართულია ვენური სისხლძარღვების კედლების ტონუსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად.

ისინი არა მხოლოდ ხსნიან ცხოვრების გამართულებელი ვარიკოზის სიმპტომებს (ტკივილს, შეშუპებას, ფეხების სიმძიმეს), ამაგრებენ ვენების კედლებს, ზემოქმედებენ ვარიკოზის გამომწვევ მიზეზებზე. ვენების მატონიზებელი პრეპარატები (ვენოტონიკები) ეწინააღმდეგებიან გართულებებს და დაავადების პროგრესირებას. ასეთი პრეპარატები ძირითადად მცნარეული საშუალებების გამოყენებით მზადდება.