ვარიკოზი - არასასურველი “ვარსკვლავები” - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2019

ვარიკოზი - არასასურველი “ვარსკვლავები”

ვარიკოზი - არასასურველი “ვარსკვლავები”
ვარიკოზით გამოწვეული “ვარსკვლავები”, გაგანიერებული ვენები და შეშუპებები - ეს მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. მით უფრო, თუ სხვა სიმპტომებიც შეიმჩნევა - სიმძიმისა და მოჭერის შეგრძნება, ძლიერი დაღლილობა სამუშაო დღის შემდეგ. ეს ყველაფერი ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისზე მიუთითებს - ქრონიკულ დაავადებაზე, რომელიც დროთა განავლობაში შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.


რა უნდა შეცვალოთ?
ვარიკოზის პირველი სიმპტომების აღმოჩენისთანავე გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:

  • თუ იძულებული ხართ ხანგრძლივი დროით იდგეთ ან იჯდეთ, შეეცადეთ მოაწყოთ ხუთწუთიანი შესვენებები მაინც. გაიარ-გამოიარეთ, გააკეთეთ რამდენიმე ვარჯიში, მაგალითად, აიწიეთ რამდენჯერმე ფეხის წვერებზე ან
    ამოძრავეთ წრიულად ფეხის ტერფები. ასეთი მარტივი ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. გარდა ამისა, მუშაობის დროს არ დაჯდეთ ფეხიფეხზეგადადებული;
  • უარი თქვით ტანზე შემოჭერილ წელვად ჯინსებზე, შეცვალეთ ის თავისუფალი შარვლით ან ქვედა კაბით. შეარჩიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი 3-4-სმ-იანი ქუსლით.
  • ველოსიპედი, ველოტრენაჟორები, ცურვა, იოგა - ესენი არაჩვეულებრივი დამხმარეები არიან ვარიკოზთან ბრძოლაში.
    აბანო, საუნა, ცხელი ტალახის აპლიკაციები, სიცხე, ასევე სიმძიმეები და მძიმე ფიზიკური შრომა აღრმავებს ამ დაავადებას.
  • შეეცადეთ დალიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი, განსაკუთრებით - სიცხეში. რაციონი გაამდიდრეთ უჯრედისის შემცველი პროდუქტებით: ბოსტნეულით, ხილით, მსხვილმარცვლოვანი პურით, ფაფებით, თხილეულით, მშრალი ხილით, ბარდისებრთა ოჯახის მცენარეებით.

დაავადებული ვენებისთვის არსებობს მატონიზებელი საშუალებები. ვენების ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის საბაზისო ელემენტია პრეპარატები, რომელთა მოქმედება მიმართულია ვენური სისხლძარღვების კედლების ტონუსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად.

ისინი არა მხოლოდ ხსნიან ცხოვრების გამართულებელი ვარიკოზის სიმპტომებს (ტკივილს, შეშუპებას, ფეხების სიმძიმეს), ამაგრებენ ვენების კედლებს, ზემოქმედებენ ვარიკოზის გამომწვევ მიზეზებზე. ვენების მატონიზებელი პრეპარატები (ვენოტონიკები) ეწინააღმდეგებიან გართულებებს და დაავადების პროგრესირებას. ასეთი პრეპარატები ძირითადად მცნარეული საშუალებების გამოყენებით მზადდება.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
რეკომენდებული პროდუქტები
დიაბეტური ვიტამინი+ომეგა 3 -28 აბი
ფასი: 55.9
მხედველობის ჯანმრთელობისთვის -60 აბი
ფასი: 39.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად-28აბი
ფასი: 63.5
დიეტოლოგია
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
ჟურნალში Neurology გამოქვეყნდა ახალი კვლევის შედეგები, რომელთა თანახმადაც,_ ტრანსცხიმების ხშირად გამოყენება (მაგალითად კარტოფილი-ფრის)
კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
დიეტა ვარიკოზის დროს - გულისხმობს საკვები რაციონის ბოსტნეულითა და ხილით მაქსიმალურად გაჯერებას და შებოლილი
ვენების დაავადებები საზოგადოების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ სოციალურ-ეკონომიკური
სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზია.
ექიმ კომოროვსკის რეკომენდაციებიდან გთავაზობთ ვარიკოზის საპროფილაქტიკო რამდენიმე რჩევას.
ხველის მკურნალობა არა მარტო მედიკამენტებით, არამედ ალტერნატიული საშუალებებითაცაა შესაძლებელი,
კბილის ზომამ სიგრძეში შეადგინა 3,72 სმ. პაციენტმა ექიმს მიმართა მწვავე ტკივილის გამო. კბილმა, ანომალური ზომების გამო, გამოიწვია ზედა ყბის ანთება.
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა უმნიშვნელოვანესი პროცედურაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად