ქრონიკული ვენური დაავადების გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული ვენური დაავადების გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

- რამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ვენური დაავადება?

- იმ მექანიზმების მოშლამ, რომლებიც უზრუნველყოფენ ვენური სისხლის უკუდინებას ორთოსტატიკულ მდგომარეობაში;

  • ვენური სისტემის გამტარებლობის დაქვეითებამ;
  • გულის უკმარისობამ;

რისკფაქტორებია:

  • თრომბის არსებობა;
  • ოჯახური ანამნეზი;
  • მდედრობითი სქესი;
  • 50 წლის ზემოთ ასაკი;
  • ჭარბი წონა;
  • მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესი;
  • ორსულობა;
  • კონტრაცეფცია;
  • თამბაქოს მოხმარება.

ქრონიკული ვენური დაავადების დროს ვენის სანათური ფართოვდება, სარქვლები არაადეკვატურად იხურება, რასაც მოჰყვება ვენური სისხლის რეფლუქსი, ჰიპერტენზია და ვენური სისხლის შეგუბება.

- რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს ქრონიკული ვენური დაავადება?

- ქრონიკული ვენური დაავადება პროგრესირებადი მდგომარეობაა. ადრეულ ეტაპზე ის მხოლოდ სიმპტომებით გამოვლინდება კლინიკური ნიშნების გარეშე. ეს სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • შესივების შეგრძნება;
  • სიმძიმე ქვედა კიდურებში;
  • ქავილი;
  • ღამის კრუნჩხვები.

შემდეგ ეტაპზე ჩნდება ვიზუალური გამოვლინებები ტელეანგიექტაზიებისა და რეტიკულური ვენების სახით, მოგვიანებით კი - ვარიკოზული ვენები. მომდევნო სტადიაზე ხშირია ქვედა კიდურების შეშუპება, შემდეგ - ცვლილებები კანზე: პიგმენტაციის, ეგზემისა და ლიპოდერმატოსკლეროზის სახით. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში შეხორცებული და აქტიური წყლულები ვლინდება.

აღნიშნული დაავადება ძალიან გავრცელებულია და ის თერაპევტებსა და ოჯახის ექიმებთან სრულიად სხვა ჩივილებით მისულ 10 პაციენტიდან 8-ს აღენიშნება. ეს მონაცემები საერთაშორისო ეპიდემიოლოგიური კვლევის საფუძველზე შემუშავდა.

ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მაღალ პროცენტს დაავადების ადრეული სტადია აღენიშნება, როდესაც წამყვანია სიმპტომები და არა მორფოლოგიური ცვლილებები, ანუ პაციენტები ქირურგიულ მკურნალობას არ საჭიროებენ და დაავადების მართვა თავისუფლად შესაძლებელია ქირურგების გარეშეც. მკურნალობის ამ ეტაპზე დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის დასაცავად შორს წასული, გართულებული შემთხვევებისაგან.

პაციენტები, რომელთაც აქვთ მხოლოდ სიმპტომები და არა ქვდ-ის ხილული ნიშნები, აუცილებლად საჭიროებენ მკურნალობის დაწყებას, ერთი მხრივ, შემაწუხებელი სიმპტომების მოსახსნელად და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, დაავადების პროგრესირების აღსაკვეთად.

- რა არის საჭირო ქვდ-ის გამოსავლენად?

- უპირველესად, სიმპტომების გამოკითხვა, აქვს თუ არა პაციენტს სიმძიმე, ტკივილი, კრუნჩხვები, შესივების შეგრძნება, შეშუპება, ქავილი.

ამასთანავე, ანამნეზის შეგროვება ქვდ-სთან ასოცირებული რისკფაქტორების გამოსავლენად.

- რამდენად დამახასიათებელია ამ მდგომარეობისთვის ტკივილი?

- ქვდ-ის დროს ტკივილი ერთ-ერთი უხშირესი სიმპტომია. ტკივილის ხასიათი არის აუცილებლად დიფუზური, რთულია ლოკალიზაციის განსაზღვრა. შეიძლება ის გამოვლინდეს წვის, ჩხვლეტის ან სიმძიმის შეგრძნების სახით. ასეთ ტკივილს ბოლო დროს „ვენური ტკივილის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ. ვენური ტკივილისთვის დამახასიათებელია გაძლიერება ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს, შუადღიდან და მცირდება ქვედა კიდურების აწევისა და მოსვენებისას.

ვენური ტკივილი მნიშვნელოვნად ცვლის პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

ფიზიკური გასინჯვისას, დაავადების სტადიის მიხედვით, შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა გამოვლინება:

  • ტელეანგიექტაზია;
  • ხილვადი ან მოსინჯვადი ვარიკოზული ვენები;
  • ეგზემა;
  • პიგმენტაცია;
  • შეხორცებული წყლული;
  • შეუხორცებელი წყლული.

- არის თუ არა ერთ-ერთი შემაწუხებელი სიმპტომი შეშუპება?

- შეშუპების შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისი დიფერენცირება სხვა წარმოშობის პათოლოგიური მდგომარეობისგან. ქვდ-ის დროს განვითარებული შეშუპებისთვის დამახასიათებელია წვივის ქვედა ნაწილსა და კოჭის არეში ლოკალიზაცია. უფრო მეტად არის გამოხატული შუადღიდან. ხშირად ორმხრივი ხასიათისაა და ასევე ხშირად ერწყმის ვენების ვარიკოზულ ცვლილებებს.

შეშუპებისას საჭიროა შემდეგი პათოლოგიებისგან დიფერენცირება:

  • ვენური თრომბოზი;
  • ლიმფედემა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • ღვიძლის ან თირკმლის დაავადება;
  • კიდურების დაავადება;
  • ქრონიკული არტერიული უკმარისობა;
  • პერიფერიული პოლინეიროპათია.

- როგორ დგინდება დიაგნოზი?

- დასაწყისისთვის საჭიროა ანამნეზის გულდასმით შეკრება, კლინიკური გასინჯვა და დოპლეროგრაფია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ჩატარდეს არაინვაზიური დუპლექსსკანირება, პლეტიზმოგრაფია, ინვაზიური კვლევები + კომპლექსური სხივური გამოკვლევები: ფლებოგრაფია, ვარიკოგრაფია, ვენური წნევის განსაზღვრა, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.

- როგორია მკურნალობა?

- ქვდ-ის მართვის მეთოდები შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს: თერაპიული, რაც გულისხმობს ცხოვრების სტილის შეცვლას, კომპრესიულ თერაპიას და ვენოაქტიური მედიკამენტების მოხმარებას, და ქირურგიული მკურნალობა.

ცხოვრების სტილის შეცვლა მოიცავს:

  • რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას;
  • ხანგრძლივად ჯდომის ან დგომისაგან თავის შეკავება;
  • მოსვენების შემთხვევაში ფეხების შემაღლებულ ადგილზე მოთავსებას ან ხანგრძლივი ჯდომის შემთხვევაში ტერფის ვარჯიშების განხორციელებას;
  • მოერიდეთ გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომას;
  • მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის, ასევე მჭიდრო ტანსაცმლის გამოყენებას.

ვენოაქტიური მედიკამენტები ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი მეთოდია ქრონიკული ვენური დაავადების მართვისათვის.

ვენოაქტიური მედიკამეტები რეკომენდებულია ქვდ-ის ნებისმიერ სტადიაზე სიმპტომების შესამცირებლად კომპრესიულ თერაპიასთან ერთად (კომპრესიული ტრიკოტაჟი - სპეციალური წინდები, რომლებიც სპეციალისტმა ინდივიდუალურად, ვენების გამოკვლევის შემდეგ უნდა შეურჩიოს პაციენტს) ან მის გარეშე, მაგალითად, ცხელ სეზონზე.

- ქირურგიულ მკურნალობას როდის მიმართავენ?

- სისხლძარღვთა ქირურგის არსენალში მკურნალობის სხვადასხვა მეთოდია. ეს შეიძლება იყოს როგორც ტრადიციული, ისე მცირეინვაზიური ჩარევა. ცხადია, ყველა მეთოდს თავისი ჩვენება და ნაკლოვანება აქვს. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენებია მაშინ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა და ცხოვრების წესის შეცლა უშედეგოა.