ანევრიზმა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ანევრიზმა

ანევრიზმა
ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა. მისი 25% გულმკერდის აორტის ანევრიზმების წილად მოდის, ხოლო 75% - აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმების წილად. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები. გარდა იმისა, რომ არსებობს ანევრიზმის
გახეთქვის საფრთხე, სახიფათოა თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც, რადგან გადიდებული უბანი შესაძლოა მიაწვეს ირგვლივ მდებარე ნერვებს და შესაბამისი უბნების დისფუნქცია გამოიწვიოს.


ვირუსები და ინფექციები

  • უკანასკნელ ხანს წარმოჩნდა ანევრიზმის ჩამოყალიბებაში ვირუსების როლიც. განსაკუთრებით საყურადღებოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა კედელში ანთებითი პროცესი ვითარდება. იგი აზიანებს სისხლძარღვს,
    აძლიერებს ელასტინის დაშლას და ანევრიზმის წარმოშობას განაპირობებს.
  • მნიშვნელოვანია ქლამიდიური ინფექციის როლიც, რომელიც ასევე იწვევს აორტის კედელში ანთებით პროცესებს.
  • დადასტურებულია ანევრიზმის ჩამოყალიბებაში სიფილისისა და ტუბერკულოზური ინფექციის წვლილიც.

რისკის ფაქტორები
ანევრიზმის ძირითადი რისკფაქტორებია:

  • ასაკი - 50 წელზე მეტი;
  • სქესი - მამრობითი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სისხლძარღვოვანი აუზების დაზიანება;
  • ფილტვების არასპეციფიკური ქრონიკული დაავადებები;
  • თამბაქოს წევა - პაციენტების თითქმის 100%-ს მწეველობის 25 წელზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს.

ფაქტორების პროცენტული განაწილება ასეთია:

  • ანევრიზმით დაავადებულთა 63%-ს აქვს არტერიული ჰიპერტენზია 160-ზე მაღალი მაჩვენებლით;
  • 71%-ს - გულის იშემიური დაავადება;
  • მხოლოდ 25%-ს უდასტურდება გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • 41%-ს ფილტვების არასპეციფიკური დაავადება აწუხებს.

მშრალი რიცხვები

  • ანევრიზმას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სტრუქტურაში. ამ პათოლოგიის მქონეთა 90%-ს სისხლძარღვთა კედლის ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული ათეროსკლეროზული დაზიანება აღენიშნება.
  • მუცლის აორტის ჩამოყალიბებას საკმაოდ ხშირად წინ უძღვის ათეროსკლეროზული ცვლილებები მუცლის აორტის ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებში. წლობით ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ მუცლის აორტასაც სერიოზულად აზიანებს.
  • 18-22%-ში მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების მიზეზი აორტის მექანიკური დაზიანებაა ტრავმის, მუცლის ღრუს ინვაზიური ინსტრუმენტული გამოკვლევის, სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ოპერაციის შედეგად.
  • სტატისტიკის თანახმად, ანევრიზმის გახეთქვა 10 ათასიდან 5-10 ადამიანთან აღირიცხება, უემეტსად - 30-50 წლის მამაკაცებთან.
  • თამბაქოს წევასა და ანევრიზმის გახეთქვას შორის საინტერესო კავშირია. მწეველებთან ეს გართულება 4-ჯერ იშვიათია, ვიდრე არამწეველებთან - თამბაქოს წევისას ჩასუნთქული აირები იწვევს ანტიტრიფსინის ინაქტივაციას. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც აორტის კედელში დეგრადაციული პროცესების დამუხრუჭებას იწვევს.
  • აორტის ანევრიზმის გახეთქვის პოტენციური რისკფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიასტოლური წნევის მაჩვენებელი აღემატება 100-ს,
  • გახეთქვის ათიდან ცხრა შემთხვევა ლეტალური შედეგით მთავრდება. უკანასკნელ ხანს ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევები 7-ჯერ გახშირდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად