ანევრიზმა - შენელებული მოქმედების ნაღმი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

ანევრიზმა - შენელებული მოქმედების ნაღმი

ანევრიზმა - შენელებული მოქმედების ნაღმი
ანევრიზმა საშიში დაავადებაა, თუმცა მრავალ ქვეყანაში მას დღემდე არ ექცევა სათანადო ყურადღება. აშშ-ში ანევრიზმით ყოველწლიურად თითქმის იმდენივე ადამიანი კვდება, რამდენიც შიდსით - 24 ათასამდე. ანევრიზმის უეცარმა გახეთქვამ შეიწირა ალბერტ აინშტაინი, შარლ დე გოლი და მრავალი სხვა ცნობილი ადამიანი. ანევრიზმის მიზეზების, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ სისხლძარღვთა ქირურგი ზაალ ავალიანი გვესაუბრება.


- რა არის ანევრიზმა?
- ანევრიზმა - ეს არის არტერიის (იშვიათად - ვენის) ან გულის კედლის გამობერვა მისი განლევისა და დაჭიმვის გამო. შედეგად წარმოიშობა ე.წ. ანევრიზმული ტომარა, რომელიც შესაძლოა ირგვლივ არსებულ
ქსოვილებს დააწვეს. ანევრიზმა შესაძლოა თანდაყოლილი იყოს, მაგრამ შეუმჩნეველი დარჩეს და ბავშვი ნორმალურად ვითარდებოდეს. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ისეთი დაავადების ფონზე, რომელიც სისხლძარღვის კედლის გათხელებას იწვევს (ჰიპერტონიული დაავადება, ათეროსკლეროზი, სიფილისის გვიანი სტადია). სისხლძარღვის ტრავმისა და ჭრილობის შედეგად ზოგჯერ ყალიბდება ცრუ ანევრიზმა, რომელიც ასევე ოპერაციულ მკურნალობას მოითხოვს. ანევრიზმის მთავარი
მიზეზი ათეროსკლეროზია. ამ დაავადების დროს არტერიის კედელზე ქოლესტერინი, კალციუმი და ფიბროზული ქსოვილი ლაგდება და წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რაც კედლის დასუსტებასა და გამობერვას იწვევს. ცნობილია ათეროსკლეროზის განვითარების და, შესაბამისად, ანევრიზმის ჩამოყალიბების რამდენიმე რისკფაქტორი:

  • სქესი - მამაკაცები მეტად არიან მიდრეკილნი აორტის ანევრიზმის ჩამოყალიბებისკენ;
  • თამბაქოს წევა;
  • ასაკი - ანევრიზმა უმეტესად 55 წელს გადაცილებულებთან გვხვდება;
  • მემკვიდრეობა;
  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ფიზიკური აქტიურობის ნაკ­ლებობა;
  • ჭარბი წონა.

ანევრიზმით ადამიანი წლობით ცოცხლობს, მისდევს ჩვეულ საქმიანობას და არაფერს უჩივის. ამასობაში ანევრიზმა ნელ-ნელა იზრდება და ნებისმიერ მომენტში შეიძლება გასკდეს.

- რამდენი სახის ანევრიზმა არსებობს?
- ძირითადად განასხვავებენ:

  • თავის ტვინის არტერიის ანევრიზმას;
  • აორტის ანევრიზმას;
  • პერიფერიული სისხლძარღვების ანევრიზმას.

- იქნებ უფრო ვრცლად შევეხოთ აორტის ანევრიზმას...
- თავდაპირველად გავარკვიოთ, რა არის აორტა. ეს ადამიანის ყველაზე დიდი სისხლძარღვია. აორტაში სისხლი გულიდან ხვდება, მერე კი მრავალრიცხოვანი ტოტის გავლით ყველა ორგანომდე მიდის. თავად აორტა გამოდის გულის ზემოთა ნაწილიდან, ქმნის რკალს, ეშვება ქვემოთ, გაივლის გულმკერდის ღრუს (გულმკერდის აორტა) და მუცლის ღრუს (მუცლის აორტა). ანევრიზმა შე­საძლოა მის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს. ამის კვალობაზე, გამოყოფენ გულმკერდის აორტის და აორტის რკალის ანევრიზმას, რომლის თავისებურება ის არის, რომ შესაძლოა, ტრავმიდან 20 წლის განმავლობაში განვითარდეს, ასევე - მუცლის აორტის ანევრიზმას, რომელიც ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ძალიან გამხდარმა პაციენტმა მუცელზე ხელის დადებისას შესაძლოა შეიგრძნოს პულსაცია. არ არის გამორიცხული მუცლის ან ზურგის ტკივილი. როცა ანევრიზმა აწვება ზურგის ტვინის ფესვებს, ტკივილი აუტანელია. ანევრიზმის მიდამოში აორტ­ის კედელი ნორმაზე გაცილებ­ით სუსტია, ამიტომ შესაძლოა, სი­სხლის წნევას შიგნიდან ვეღარ გაუძლოს და გასკდეს. გახეთქვის რისკი ანევრიზმის ზომაზეა დამოკიდებული.

- როგორ ამოვიცნოთ აორტის ანევრიზმის გახეთქვა?
- აორტის ანევრიზმის გახეთქვას თან ახლავს მუცლისა და ზურგის ძლიერი ტკივილი. ამ დროს იწყება ძლიერი შინაგანი სისხლდენა, რის გამოც სწრაფად ეცემა წნევა. ერთადერთი გამოსავალი გადაუდებელი ოპერაციაა.

- როგორ ხდება ანევრიზმის დიაგნოსტიკა?
- ხშირად ანევრიზმას შემთხვევით აღმოაჩენენ ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისას. ეჭვის საფუძველია მუცელში მოპულსირე წარმონაქმნის ნახვა. ანევრიზმაზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება:

  • ულტრაბგერითი კვლევა;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • რენტგენოკონტრასტული ანგიოგრაფია.

- როგორ მკურნალობენ?



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 30-05-2015
belaa
შსად სეიდლება ამ ექიმის ნახვაა??
თარიღი : 29-05-2015
მანანა
ჩემი ძმა 39 წლის ასაკში გარდაიცვალა ანევრიზმით.ის არ უჩიოდა არაფერს და უცებ დაეცა.გაუკეთდა ოპერაცია, მეცამეტე დღეს გაუკეთდა ოპერაცია, მაგრამ მეჩვიდმეტე დღეს გარდაიცვალა. იქნებ და ოპერაცია რომ არ გაკეტებულიყო ეცოცხლა, ინვალიდად დარჩებოდა, მაგრამ იქნებ ეცოცხლა?
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
კატეგორიის სხვა სტატიები
გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის პათოლოგიები მსოფლიოში პირველ ადგილზეა სიკვდილიანობის საერთო მონაცემებში,
ექსპერტებმა, ორივე სქესის წარმომადგენლების წნევისა და ასაკის ინფორმაციის გათვალისწინებით,
ქვემო კიდურების ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტესად ქალბატონებში
თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული გრაფიკის პარალელურად, აქტუალურ საკითხად რჩება
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად